სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი. ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი. ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

მაქს.წარმატება 28 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ტალახაძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

595       ბეჭდვა

ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
41
0
1

ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა[4]. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.


2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა.[6][7] ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა[8]. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.


არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.


ძალოსნობა (+105კგ წონითი კატეგორია)


ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2016 (+105კგ; რიო დე ჟანეირო), 2020 (+109კგ; ტოკიო)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2015 (+105კგ; ჰიუსტონი, აშშ), 2017 (+105კგ; ანაჰაიმი, აშშ), 2018 (+109კგ; აშგაბატი, თურქმენეთი), 2019 (+109კგ; პატაია, ტაილანდი), 2021 (+109კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი), 2022 (+109კგ; ბოგოტა, კოლუმბია), 2023 (+109კგ; ერ რიადი, საუდის არაბეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2016 (+105კგ; ფიორდე, ნორვეგია), 2017 (+105კგ; სპლიტი, ხორვატია), 2018 (+105კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 2019 (+109კგ; ბათუმი), 2021 (+109კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2022 (+109კგ; ტირანა, ალბანეთი)
საქართველოს ჩემპიონი - 2013, 2016, 2017, 2020
მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2013 (+105კგ; ლიმა, პერუ)
ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები) - 2016 (+105კგ; ეილატი, ისრაელი)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2011 (+105კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 2012 (+105კგ; ეილატი, ისრაელი)
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2010 (94კგ; ვალენსია, ესპანეთი)
საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2013
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 2015 (+105კგ; კახი კახიაშვილის თასი), 2019 (+109კგ; ნაიმ სულეიმანოღლუს თასი)

საქართველოს საუკეთესო ვაჟი სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2018, 2019, 2021, 2022
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2016, 2017
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - 2018, 2019
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2017, 2018, 2019, 2021
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის) - 2022
მსოფლიოს საუკეთესო ვაჟი ძალოსანი (IWF) - 2017, 2018, 2019
ევროპის საუკეთესო ვაჟი ძალოსანი (EWF) - 2021, 2022, 2023

სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2016

ლაშა ტალახაძის შედეგები 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე:
აკვრა: 205-210-215 (I); ატაცი: 242-247-258 (I); ორჭიდი: 473კგ (ჩემპიონი)

ლაშა ტალახაძის შედეგები 2020 (2021) წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
აკვრა: 208-215-223 (I); ატაცი: 245-255-265 (I); ორჭიდი: 488კგ (ჩემპიონი)

*-მსოფლიოს ერთადერთი ქართველი შვიდგზის ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში.
*-ერთადერთი ძალოსანი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 9 წლის განმავლობაში მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება - 2-ჯერ ოლიმპიადა, 7-ჯერ მსოფლიო პირველობა (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023).
*-ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ.
*-მისი მამა, კობა ტალახაძე ყოფილი ძალოსანია, XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო.
*-2013 წლის 17 ოქტომბერს, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე, აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
*-მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, ორჭიდში 454კგ დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, რომელიც მოგვიანებით დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა. ლოჩევის შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა.
*-2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ორჭიდში მსოფლიო რეკორდით მოიგო - 473კგ დაძლია. წინა მიღწევა - 472კგ - ირანელმა ძალოსანმა ჰუსეინ რეზაზადემ 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დააფიქსირა. ლაშამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცშიც - 215კგ.
*-2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „ლაშა ტალახაძე“.
*-მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში - 220კგ, ორჭიდში კი გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 477კგ.
*-43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური მიწვევით ლაშა ტალახაძე ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი გახდა.
*-ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ წონითი კატეგორიების შეცვლის და მსოფლიო რეკორდების ხელახალი აღნუსხვის შემდეგ ლაშამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შვიდჯერ(!) დაამყარა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (212კგ და 217კგ), აკვრაში (252კგ და 257კგ) და ორჭიდში (462კგ, 469კგ და 474კგ).
*-2019 წლის აპრილში, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (218კგ), აკვრაში (260კგ) და ორჭიდში (474კგ).
*-2019 წლის სექტემბერში, პატაიაში (ტაილანდი) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (220კგ), აკვრაში (264კგ) და ორჭიდში (484კგ).
*-2020 წლის საქართველოს ჩემპიონატზე, ატაცსა და აკვრაში, შესაბამისად 222კგ და 267კგ დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდში 489კგ დააფიქსირა. ეს მისი პირადი რეკორდებია. ლაშას გამოსვლა ვიდეოჩანაწერზეც დაფიქსირდა, მაგრამ ოფიციალურ მსოფლიო რეკორდად არ ითვლება, რადგან შეჯიბრება მხოლოდ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ეგიდით გაიმართა.
*-2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე (მოსკოვი, რუსეთი) ატაცში 222კგ დაიმორჩილა და 2019 წელს ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში 263კგ დააფიქსირა და ორჭიდში 485კგ-თი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
*-2021 წელს, ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე ლაშამ ორივე მოძრაობაში მსოფლიო რეკორდით იპირველა და, შესაბამისად, ოქროს მედალიც მსოფლიო რეკორდით მოიგო - 488კგ დაძლია. ატაცში მისი შედეგი იყო 223კგ, აკვრაში - 265კგ. ორივე შემთხვევაში ლაშამ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის (ირანი) ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 47(!) კილოგრამით გაუსწრო.
*-2021 წლის 17 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი: ატაცში (225კგ), აკვრასა (267კგ) და ორჭიდში (492კგ)!
აკვრაში დაძლეული 267 კილოგრამით ლაშამ ყველა დროის რეკორდი დააფიქსირა - ასეთი წონა ძალოსანმა პირველად დაიმორჩილა! ამ მოძრაობაში მსოფლიო რეკორდი - 266კგ - ბელარუს (საბჭოთა) ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნოდა (1988).
*-ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა გახდა პირველი, რომელმაც წლის მთავარი შეჯიბრება - ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი - ზედიზედ მეშვიდედ მოიგო! მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული, ლაშა მხოლოდ ოქროს ეუფლება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე (2016, 2020) და ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე (2015, 2017, 2018, 2019, 2021). ეს დიდებული სერია 2022 წელს ბოგოტაში (კოლუმბია) მოგებული მსოფლიო ჩემპიონატით გაგრძელდა.
*-2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის. ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირად პირველობაში ექვსჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება!
*-2024 წლის 12 თებერვალს, სოფიაში (ბულგარეთი), ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ვაჟ ძალოსნად დაასახელა. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ - AIPS - ჩაატარა. ლაშამ ზედიზედ მესამედ მოიგო EWF-ის მიერ 2021 წელს დაწესებული ჯილდო.

პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
პირველი ადგილი(+109კჰ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები 2020, ტოკიო, იაპონია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(+105კგ)
ძალოსნობა - ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, ეილატი, ისრაელი
პირველი ადგილი(+105კგ)
ძალოსნობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, ეილატი, ისრაელი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
პირველი ადგილი(+105კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
პირველი ადგილი(+105კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
პირველი ადგილი(+105კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
პირველი ადგილი(+105)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
პირველი ადგილი(+109კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
პირველი ადგილი(+109 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
პირველი ადგილი(+105)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, ფიორდე, ნორვეგია
პირველი ადგილი(+105)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ჰიუსტონი, აშშ
პირველი ადგილი(+105 კგ)
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16


ნინო სალუქვაძე დ.1969წ. ოლიმპიური ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა წარმ. ოზურგეთი გურია

1 0

15 8 8