სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ბესარიონ ვაჟას ძე დოლბაია 1961-2021წწ ომის ვეტერანი დაბ. ფოთი ბესარიონ ვაჟას ძე დოლბაია 1961-2021წწ ომის ვეტერანი დაბ. ფოთი

1961-2021 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი დოლბაია სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ბესარიონ ვაჟას ძე დოლბაია 1961-2021წწ ომის ვეტერანი დაბ. ფოთი

დაიბადა 1961 წლის 17 დეკემბერი ქალაქი ფოთი გარდ. თებერვალი 2021წ

1988-1989 წლები მთიანი ყარაბაღი, 1990-1991 ცხინვალის რეგიონი პერიოდულად, 1993 აფხაზეთი ოჩამჩირე

საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის ფოთის საქალაქო კავშირის გამგეობა და წევრები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ფოთელ ვეტერანთა ერთობამ უდიდესი დანაკლისი განიცადა - 59 წლის ასაკში ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა  საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების აქტიური მონაწილე, შინაგან საქმეთა ორგანოების ღირსეული ვეტერანი, ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე, პოლიციის მაიორი თადარიგში ბატონი ბესარიონ ვაჟას ძე დოლბაია.

ნაადრევად დამთავრდა ცხოვრება მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ქართველი ვაჟკაცისა, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა თავის სამშობლოს და მშობელ ხალხს, ღირსეულად ატარებდა ქართველი  ოფიცრის მუნდირს.

მძიმე იყო ხვედრი ჩვენი ბესოს და მისი თაობის ვაჟკაცებისა, ვინც 80-იანი წლების ბოლოს ქვეყნის სამსახურში პოლიციის აკადემიის კურსანტების ფორმაში გამოწყობილებმა თავიანთი მხრებით ზიდეს ის განსაცდელი - ბრძოლა აღვირახსნილი სეპარატიზმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, რასაც ბევრი მისი თანამებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

პოლიციის აკადემიის დამთავრების შემდეგ სრულიად ახლაგაზრდა ოფიცერს მოუწია ჩართულიყო სამართალდამცველთა აქტიურ საქმიანობაში ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის და მართლწესრიგის დამკვიდრებისათვის საბრძოლველად, რა დროსაც ბესარიონ დოლბაიამ პირუთვნელად დაიმკვიდრა უღალატო მეგობრის, პროფესიონალი პოლიციელის და ღირსეული ოფიცრის სახელი.

რომ არა უსაზღვრო და უკიდეგანო არაერთგზის განსაცდელი და ტკივილი კიდევ ბევრი სახელოვანი საქმეების კეთებას შეძლებდა ქვეყნის ღირსეული სამართალდამცავი, თუმცა მიუხედავად ფიზიკური განსაცდელისა, თადარიგში გასვლის შემდეგაც ის ფაზის ქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა  და მისი ჭირ-ვარამი აწუხებდა. ის იყო ვეტერანთა საქალაქო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი, მისი პირუთვნელი და სამართლიანი მოქალაქეობრივი პოზიცია არაერთხელ იყო გამოხატული მის საგაზეთო პუბლიკაციებში და სატელევიზიო გამოსვლებში. რის გამოც მისმა უსაყვარლესმა ფაზის ქალაქელებმა ღირსეულად აირჩიეს ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქედ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2021
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0