სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია კვანჭიანი გარდ. 1969-93წ. აფხაზეთში დ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე გია კვანჭიანი გარდ. 1969-93წ. აფხაზეთში დ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვანჭიანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

გია კვანჭიანი გარდ. 1969-93წ. აფხაზეთში დ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე

გია კვანჭიანი 10 აპრილი 1969 წელი  დაიბადა გარდ. 1993წ.


ჭიდილი მხეცებთან ნუგზარ ქებურია

   7 იანვარს, შობის დღეს, სოფელ აფხაზურ ათარას მახლობლად დაბანაკებული 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის კინდღის ასეულის მეომრები ხარბად ისუნთქავდნენ მშობლიური მიწის ცივსა და სურნელოვან ჰაერს და ქრისტეშობის დღეს ულოცავდნენ ერთმანეთს, როცა ასეულის მეთაურს თემურ კვარაცხელიას ბატალიონის დაზვერვამ აცნობა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებში იმყოფებოდნენ აფხაზური მხარის კბილებამდე შეიარაღებული კრიმინალური ბანდები და გაფაციცებით ემზადებოდნენ ქართველებზე თავდასასხმელად, რომ შობის დღე „ მიელოცათ...“


        სოფელ კინდღის ასმეთაურმა კაპიტანმა თემურ კვარაცხელიამ სწრაფად იხმო ადგილობრივი ავღანეთში ნაბრძოლი და გამოცდილი მეომარი, ყუმბარმტყორცნი გია კვანჭიანი. იგი ახალ კინდღში იყო დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად ამ ტერიტორიებსაც კარგად იცნობდა.  იცოდა თვითეული ხე და ბილიკი, რაც წარმატებული ოპერაციის ერთ-ერთი გარანტი იყო.

       ავღანელმა მებრძოლმა უსიტყვოდ ანიშნა გამოცდილ მებრძოლებს, სოფელ ვარჩედან, ძმებს, ზაურ და ფრიდონ ბერიებს, გავდივართო!.. და ფრთხილად, უხმაუროდ გაემართნენ დავალების შესასრულებლად.


        უცებ აფეთქების ხმამ საშინლად შეაზანზარა მთელი ათარა. ორსართულიანი სახლის ეზოდან

ყვირილი მოისმა. რამდენიმე ხმა ერთად ყვიროდა. აფხაზი მებრძოლები

ერთმანეთს უხმობდნენ. ქაღთველი მზვერავები ბეტონის ფილას აეფარნენ, მიაყურადეს.

ხმაური და ყვირილი ძლიერდებოდა. მერე სროლა გაისმა... ვეებერთელა, ორსართულიანი სახლის

ეზოში და კიბეებზე არეულობა და საშინელი ჩოჩქოლი შეიქნა.

      ცოტაც და... სოფელ აფხაზური ათარას სახლების სახურავებიდან თუ ფანჯრებიდან ჩასაფრებული აფხაზური მხარის ბოევიკთა ტყვიის სეტყვა წამოვიდა. კინდღის ასეულის მებრძოლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს... სოფელი ათარა და მიმდებარე ტერიტორია ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა...

        გია კვანჭიანი, კინდღის ასეულის გამოცდილი ყუმბარმტყორცნი, თავდაცვის მიზნით ზურგით ბეტონის ფილას იყო მიყრდნობილი, ნაცრისფერ ბინდბუნდში სახე გასცრესცოდა, მაგრამ ფართოდ გახელილი ცეცხლოვანი თვალები უკამკამებდა.

         ერთი ხოშიერად ამოისუნთქა და მის ხელში ყუმბარმტყორცნი აღრიალდა... დაჭრილი ლომივით უბრიალებდა თვალებს აფხაზების ორსართულიანი სახლის სარდაფში მიყუჟულ განწირულებს, რომლებიც შეშინებულნი ერთად შეჯგუფულიყვნენ დასასრულის მოლოდინში... მაგრამ მოულოდნელად  სოფლის მხრიდან რამდენიმე საბრძოლო მანქანა გამოჩნდა. მათ უკან აფხაზი  ბოევიკები მოსდევდნენ...

       ორი საბრძოლო მანქანა პირდაპირ მათკენ გამოემართა... გია კვანჭიანმა ყუმბარმტყორცნი ფრიდონ ბერიას შეაჩეჩა ხელში  და მეგრულად უყვირა, დამაზღვიეო, შემდეგ სწრაფად


დაიხარა, მოკლულ ბოევიკს ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა ამოაძრო და ბეტონის ფილას აეკრა.

 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა ხელში მოიმარჯვა და ადგილზე გაქვავდა. საჭირო იყო კიდევ რამდენიმე წამის მოცდა...  აუტანელი წამებისგან თავის დასაღწევად მან თვალი გადაიტანა ტანსქელ, მაღალ ნახევრად გამხმარ წიფელზე, რომელსაც ტანზე შემოხეულ დამჭკნარ ქერქს ქარი წარამარა აქეთ-იქით უფრიალებდა. მიუხედავად ბებერი ხის სიმახინჯისა, ირგვლივ მშვენიერ ატმოსფეროს ქმნიდა.  მებრძოლი სულის სვანი ბიჭი რუსის საბრძოლო მანქანებს ჯიქურ აშტერდებოდა. მისი გმირობის წუთი დადგა, ატყობდა, სიკვდილი სულ ახლოს იყო, და რევანშს იღებდა.  ფიქრისთვის რამდენიმე წამი დასჭირდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭირო იყო სამალავიდან გამოსახტომად,  ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, ზუსტი ტყორცნის შემდეგ, ერთბაშად აფეთქდა და შემოგარენის საშინელი რყევა გამოიწვია. წინმავალი ბმპ ფერდობზე გადაყირავდა, უკანა წინას დაეჯახა, გვერდზე გარახრახდა და ხმა გაკმინდა.

       ფრიდონ ბერია ძრწოლამ შეიპყრო, როდესაც დაინახა მკერდ დაცხრილული სვანი ბიჭი სიკვდილს, როგორ ებრძოდა, საშინლად დაიბნა...

       - ფრიდო, რა გემართება!? - უყვირა ზაურმა ძმას. - ჩქარა უნდა გამოვძვრეთ ამ

სახიფათო, ზონიდან.

  - კი, მაგრამ, როგორ? -გაკვირვებით იკითხა ფრიდონ ბერიამ.

   - როგორ და აი, ასე!.. წამოიძახა ზაურმა, ყუმბარმტყორცნი ხელიდან ააგლიჯა ძმას და ზუსტი სროლით მათკენ გამოქანებული მეორე ბმპ-ს მებრძოლიბი მიწას გააკრა...

     ფრიდონ ბერიამ, რომელიც დევნილი ნადირივით აბრიალებდა ამღვრეულ თვალებს,  ძლივსძლივობით მხარზე გადაიწვინა გია კვანჭიანი და წელზე მოხრილი ძმასთან ერთად სირბილით გაიქცნენ თავიანთი ასეულის მიმართულებით, რომელიც შეტევაზე იყო უკვე გადმოსული მთელი ძალებით...

        7 იანვარს დაიღუპა გია კვანჭიანი ათარაში...

        7 ივლისს დიღუპა გიას მამა, სერგო კვანჭიანი, ტამიშის დესანტის  დროს. მეომრების თქმით სანგარში იყო, როცა სნაიპერმა ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა...

წყარო ნუგზარ ქებურია

ათარა (ყოფ. ნაბჟოუ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის ორივე ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:ათარბა-იხუსთა, ნახურზოუ). ზღვის დონიდან 100 მ, შავი ზღვიდან 10 კმ, ოჩამჩირიდან 31 კმ.

ითნამშრომლა მზია ნარსავიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.02.2021
ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0