სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა მიქავა გარდ. 1964-93წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთში მამუკა მიქავა გარდ. 1964-93წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთში

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიქავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

მამუკა მიქავა გარდ. 1964-93წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთში

სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონი. დაიბადა 11 მაისი 1964 წელი

                                                  

             16 მარტს ნაშუადღევს ზღვისპირა ქალაქის მისადგომებთან ტროპიკული ქარიშხალი მცირე ხნით ჩადგა, მაგრამ ახალი აფონიდან გამოგზავნილი ჰაუბიცის ჭურვები მაინც დაფრინავდნენ მე-2 ბატალიონის პოზიციის თავზე წივილ-კივილით.... ვისაც არ უნახია და არ მოუსმენია, ის ვერ გაიგებს როგორი ხმა აქვს ჰაუბიცის  ჭურვებს ფრენისას?.. როდესაც ჩვენი მეომრების თავზე რუსული ჰაუბიცის ჭურვები  დაფრინავდნენ, შეძრწუნებული უსმენდნენ მათ ხმას, სტვენაში არ გადაზრდილიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლოს ჩამოვარდებოდა და სიკვდილი გარდუვალი იყო...

       უეცრად ჰაუბიცების მფრინავი ჭურვების სტვენის ხმას ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების სროლის ხმაც დაემატა. უფრო ახლოს, ჯერ კანტი-კუნტი სროლები ისმოდა, შემდეგ ტყვიების სეტყვა წამოვიდა ერთბაშად ყველა მიმართულებით...

          მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს რუსებმა მაინც მოახერხეს მე-2 ბატალიონის საბრძოლო პოზიციების გარღვევა... აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ მომენტით ისარგებლა და ქალაქის შესასვლელთან სამხედრო პოლიციის ბატალიონის მეომრებს ჩაუსაფრდა, გზა გადაუკეტა... გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი  დაიღუპა და უამრავი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბერიძე.


     აფხაზური მხარის ბოევიკები ცოფიანი ძაღლებივით ველური ყვირილით მიიწევდნენ წინ, მაგრამ ქალაქში შესასვლელი გზა, რომ ვერ იპოვეს, სხვა გზას დაუწყეს ძებნა და ჩაის პლანტაციებისაკენ წავიდნენ, ერთ-ერთ სომეხის სახლში მოაწყვეს შტაბი, რომელსაც რამდენიმე წუთში თავს დაესხა სამხედრო პოლიციელთა მცირე ჯგუფი, ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილის, კაპიტანი მამუკა მიქავას მეთაურობით. ხელჩართულ ბრძოლაში ავაზაკთა ბანდა ამოხოცეს, მაგრამ მამუკა მიქავა სასიკვდილოდ დაიჭრა, დაჭრილმა მოასწრო ხელყუმბარის გახსნა... ვაჟკაცურად გაიჭრა წინ და მისკენ გამოქანებულ შვიდ თუ რვა პირსისხლიან ნადირს გახსნილი ხელყუმბარა ცხვირპირში ატაკა... აფეთქების ტალღამ აფხაზების დაქირავებული მკვლელები ნაფლეთებად აქცია...


           მოგვიანებით სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეომრები, რომ შევიდნენ გმირულად დაღუპული მამუკა მიქავას გამოსაყვანად, ზური მარშავას თქმით, მამუკას მთელი  სხეული „ პულიმიოტის “ ტყვიებით ჰქონდაო დაცხრილული. ჯავშან ჟილეტი ხელყუმბარის ნაგლეჯებისგან დაფლეთილი. მის გვერდით  ათამდე აფხაზური მხარის ბოევიკი ეყარაო...

ნუგზარ ქებურია "ჭიდილი მხეცებთან"


გაზეთი ჯიხა http://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.02.2021
ბოლო რედაქტირება 02.02.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0