სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10635

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაურ კვაშილავა 1941-92წ. გარდ. აფხაზეთში დაბ. სოფ. განახლება გულრიფში აფხაზეთი ზაურ კვაშილავა 1941-92წ. გარდ. აფხაზეთში დაბ. სოფ. განახლება გულრიფში აფხაზეთი

1941-1992 წწ. გარდ. 51 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვაშილავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ზაურ კვაშილავა 1941-92წ. გარდ. აფხაზეთში დაბ. სოფ. განახლება გულრიფში აფხაზეთი

ზაურ კვაშილავა

დაიბადა 1941 წლის 24 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. მუშაობდა სოფელ დრანდაში ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოში. 

აფხაზეთის კონფლიქტის დრო სგულმა ვერ მოუთმინა 51 წლის კვაშილავა ზაურს და ფრონტის ხაზისაკენ გაუწია. მას სამხედრო სამსახურში მიღებული ჰქონდა სათანადო ცოდნა.. როდესაც საქართველოს უჭირს, ყველა ქართველი ვაჟკაცი ვალდებულია დაიცვას თავისი საქართველოს ყოველივე კუთხე--ამას ამბობდა ზაური. და მართლაც 1992 წლის სექტემბრიდან ზაურ კვაშილავა ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადისმე-5 ბატალიონის მესამე ასეულის მეთაურად.


1992 წლის 3 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის აფხაზეთის ათარაში ერთ-ერტ საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დასაფლავებულია სოფელ განახლებაში.

ზაურ კვაშილავა - განახლება. ასმეთაური დაიღუპა სომხურ ათარაში 1992 წელს.

განახლება -  სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები:ნაა, ტეხი, ჩერნიგოვკა, ჭალა, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 130 მ, შავი ზღვიდან 15 კმ, გულრიფშიდან 20 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 13 კმ. 

პირველი განახლებაში ჩასახლდა კვარაცხელიების ოჯახი, ისინი ჩამოსულან ურმით სამეგრელოდან, ექვსი ძმა და ერთი და. მათ უკაცრიელი დახვდათ ამჟამინდელი განახლების ტერიტორია. (შესაძლოა ერთერთი იყო ექვთიმე კვარაცხელია,იონას მამა, ან ექვთიმეს მამა და ექვთიმე იქნებოდა პატარა). მათ შემდეგ დასახლდნენ ტყებუჩავები,ცაავები,ბერულავები,თოლორდავები.(როლანდი თოლორდავას და გოჯი კვარაცხელიას ნაამბობი). ტერიტორიის გაუკაცრიელებამდე ერქვა ანასტასიევკა. განახლება კი შემდგომ დაერქვა, როცა ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს კიდევ ბევრი შეემატა, მათ განაახლეს და ააღორძინეს სოფელი.

„ ჭიდილი მხეცებთან “ ზაურ კვაშილავა ნუგზარ ქებურია

      

      თენდებოდა. მდინარე კოდორის სანაპირო ზოლზე მოშრიალე ცივი ქარი უბერავდა. 3 დეკემბერს მე-5 ბატალიონის, თითქმის ყველა ასეული, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი.

      ოჩამჩირის რაიონის სოფლების - სომხურ და აფხაზურ ათარაზე, დაგეგმილი იყო  თავდასხმითი ოპერაციები მას შემდეგ, რაც, აფხაზურმა მხარემ ტყვედ აიყვანა რამდენიმე ქართველი მშვიდობიანი მოსახლე.  მაგრამ   აფხაზურ ათარაში, მაიორ ზარანდიას მზვერავთა ჯგუფის წარმატებული ოპერაციის შემდეგ, საავდროდ გამზადებული შავი ღრუბლების ქარავანი სომხური ათარას თავზე გაიშალა. სადაც ბატალიონის  მეორე ნაწილი იყო დაბანაკებული.

       სომხურ ათარაში ამ  ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი კორნელი ჩალაძე.

          გზა ორად გაიყო, ერთ მხარეს წავიდა ბატალიონის ძირითადი ძალა. ხოლო მეორე მხრიდან რომ არ დაერტყათ

მათთვის აფხაზებს, პოზიციების დასაცავად  ადგილზე დატოვეს განახლების ასეული. გამოცდილმა ასმეთაურმა მაიორმა ზაურ კვაშილავამ ჩასაფრებისათვის იდეალური ადგილი შეარჩია და გზის მარცხენა მხაერს თავისი საკუთარი შვილი, კახა კვაშილავა

დასვა. ხოლო მეირე მხარეს, სადაც ტყის ზოლი გადიოდა 6

ახალგახრდა ბიჭს მოუწყო საფარი. მტრის წამოსვლის შემთხვევაში ერთი ჯგუფი მაღლობზე იქნებოდა  შედარებით, მეორე კი დაბლა.

 ხოლო მათ უკან  70 მეტრის დაშორებით ამაღლებული მინდორი იყო. რომლის თავზეც 8 თბილისელი ბიჭი, თავისივე ასეულიდან, უსაფრთხო ადგოლებში განალაგა. 

          - აქედან ფეხი არ მოიცალოთ!.. - უთხრა ზაურმა თბილისელ მებრძოლებს.  როცა ეკალბარდებით დაბურული ტყე, საეჭვოდ მოეჩვენა. - აქაური ადგილები კარგად არ იცით და რამე შარში არ გაეხვიოთ.

     - აფხაზები თუ გამოჩნდნენ, მაშინ რა ვქნათ? - მეთაურის კითხვას კითხვითვე უპასუხეს ბიჭებმა.

         - იარაღი, ხომ გაქვთ!.. ტყვია-წამალიც გაქვთ!.. აგერ პეპელა თავისი რაკეტებით!.. სროლა ხომ გასწავლეთ?.. ჰოდა, მეტი რა გინდათ?.. მტერმა  ჩვენ თუ გადაგვიარა, მერე თქვენ დასცხეთ... - და წავიდა.

       ასმეთაურმა  თბილისელი მეომრები საიმედო ადგილებში რომ განალაგა უკან დაბრუნდა, შვილთან.  კახა ხელსაყრელ პოზიციაზე კარგად მოწყობილი, რომ ნახა ხმადაბლა უთხრა:

         - თბილისელ ბიჭებთან გავალ უკან და კიდევ ერთხელ ავუხსნი  როგორ ისროლონ პეპელა...                                                                                                              წამოდგომა დააპირა, მაგრამ, უცებ

შენიშნა მეომრების ჯგუფი, რომელნიც  მათკენ მოემართებოდა...                                                                - მამა, გაჩერდი მგონი დაიწყო... - ჩუმად უთხრა კახამ.

   ზაური გაჩერდა, მეომრებს დააკვირდნენ, მაგრამ ვერ გაარჩიეს შორიდან, იმათაც ისეთივე ფორმა ეცვათ, როგორიც ქართველებს. თავიდან ბატალიონის დაზვერვის ბიჭები ეგონათ, ისე თამამად მოდიოდნენ მწკრივში, რომ გამოცდილი ასმეთაური ზაურ კვაშილავაც კი გაოგნებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ.                                                                                                  -ახლოს მოუშვი და პაროლი კითხე!.. - უთხრა შვილს, ხოლო თვითონ  მიზანში ამოიღო წინ მომავალი ოფიცერი.                                                                    -უფრო ახლოს... კიდევ ცოტა... და როცა 40-50 მეტრის მანძილზე, რომ მოახლოვდნენ, ზაურმა თვალით ანიშნა შვილს, დროაო...                                                                              

          - პაროლი!.. - უყვირა კახამ.                                                                                                       

         25 კაცამდე დაითვალა ზაურმა.

         მოწინავე ოფიცერმა  რაღაც, გაუგებარ ენაზე უყვირა თავის მეომრებს, მაგრამ ტყის თავზე სუსხიანი ქარი ხის გაყინულ ფოთლებს ისე ძლიერ  აშრიალებდა, რომ მამა-შვილმა ვერაფერი გაიგეს.

       - თუ მართლა აფხაზებია, აქაური აფხაზები არ უნდა იყონ, აშკარად ეტყობათ... - ჩუმად გადაულაპარაკა კახამ მამამისს. - მაგრამ  ქართველებს უფრო

ჰგვანან მამა, ვიდრე აფხაზებს...  იქნებ მართლაც ქართველებია?.. - გაურკვეულობისგან მხრებს წარამარა იჩეჩავდა კახა კვაშილავა.

       - პაროლი!.. თორემ მოვიდა ტყვია!.. - ფოლადივით დარეკა ასმეთაურის ხმამ და უცნობ მეომართა მეთაური მიზანში ამოიღო.

    მოპირდაპირე  მხარის ბოევიკები გაშტერებული თვალებით უმზერდნენ

 უშიშარ აფთარს. დიდხანს ყოყმანობდნენ, შორიდან

უთვალთვალებდნენ ქართველ მებრძოლებს, მიახლოებას კი ვეღარ უბედავდნენ.

        - კახა, შვილო!  ესენი არაა ჩვენები დავიწყოთ!..  და დაიწყეს!...

  რამდენიმე მეომარი ადგილზე მოცელილივით დავარდა, ხოლო დანარჩენი ტყეში გაიშალა.

        - ბიჭებო, ქართველები ვართ, ნუ გვესვრით!.. - მეგრულად, მაგრამ აფხაზური აქცენტით ყვიროდნენ აფხაზური მხარის მეომრები.

ისინი ხშირად მიმართავდნენ ამ ხერხს და საკმაოდ კარგად აღწევდნენ მიზანსაც. მითუმეტეს ახლა , როცა ძაღლი პატრონს არ ცნობს. გადამთიელ  მეომართა შორის მოკალათებული მეგრული გვარის და მეგრულის კარგი მცოდნე აფხაზები თავს უშიშრად გრძნობდნენ...

კვაშილავების მხრიდან პასუხის ნაცვლად, ავტომატების ცეცხლი აბრიალდა.

     - ბიჭებო რამ გადაგრიათ, მეგრელები ვართ, ნუ გვესვრით!...

     - ვინ მეგრელები, თქვენი!... - და ხელყუმბარები ზედიზედ მიაყარეს აფხაზებს. (როგორც მერე გამოირკვა, ესენი აფხაზები იყვნენ და სმენის შესაცვლელად მოდიოდნენ. მაგრამ ქართველები რომ გამოჩნდნენ, იქ მყოფი აფხაზები ტყეში გაიქცნენ და ესენიც აზრზე არ

იყვნენ ქართველები იქ  როგორ აღმოჩნდნენ.)

         ზაური და მისი ბიჭებისთვის პირველი არ იყო ასეთ ვითარებაში ყოფნა... ტეხში ხუთნი იყვნენ 42 კაციან ჯგუფს, რომ დახვდნენ, რომლნიც

 აპირებდნენ განახლებიდან სომხურ ათარაში გასვლას, მაგრამ დედა უტირეს...

 ადგილის შერჩევის წყალობით ყოველთვის უდანაკარგოდ გამოდიოდნენ, მტრის რაოდენობა როლს არ

თამაშობდა. კახას ტეხში აღებული ტრაფეინი ერ.პე.კა. ჰქონდა იმ დღეს 5,45 კალიბრის. უწყვეტი ცეცხლი რომ ქონოდათ რიგრიგობით ტენიდნენ იარაღს მამა-შვილი და ენაცვლებოდნენ


ერთმანეთს მჭიდრო ცეცხლით.

      მამა-შვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბრძოლო ტექნიკა საკმაოდ კარგად ჰქონდათ დახვეწილი, იმდენად კარგად, რომ ამ ბრძოლაში მონაწილე, მოწინააღმდეგე მხარის ბოევიკები გაოცებას ვერ მალავდნენ...

         ცოტა ხანში აფხაზური მხარის მეომრები გონს მოეგნენ, ალბათ შერცხვათ, 25 კაციანმა რაზმმა  2 მებრძოლს, რომ ვერ გადაუარა. უკვე განახევრებული იყვნენ, მაგრამ ტყვიების საშინელი სეტყვა წამოვიდა შეუჩერებლივ. 2 მეტრში ზაურის სავსე მჭიდები ეწყო, მაგრამ კახა ვერ იღებდა, ყოველ ცდაზე გადაუთხარეს მიწა.

    - მამა, მჭიდი მეცლება!.. -  გადასძახა კახამ. - ვჩერდები!..

    ზაურმა შვილი ასეთ მდგომარეობაში, რომ ნახა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ორი ხელყუმბარა აიღო და  სწრაფად გახოხდა ჩაღრმავებული ადგილებით მოიერიშეთა მიმართულებით. წინა დღეს არც კი გახსენებია მამა-შვილს, კახას დაბადების დღე რომ ჰქონდა. ნაას ხიდთან თუ ტეხში იყვნენ. სახლში რომ მივიდნენ სუფრა გაშლილი დახვდათ. კახას ძმაკაცები მოსულან და პურმარილი თვითონ მოუმზადებიათ კახას სახლში. ზაურ კვაშილავას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ყველას თვითონ ემსახურებიდა, ეფერებოდა, მეგობრებიც საერთო ყავდათ მამა-შვილს თითქმის

ყველა. დილით დაიშალნენ და მერე ლუკმაც არ ქონდათ ნაჭამი ისე გამოვიდნენ სახლიდან.                                                                                                               - სად მიდიხართ? - ცოლმა მკლავში მოკიდა ხელი ზაურს.                                  - სომხურ ათარაში უნდა წავიდეთ, ბიჭები გველოდებიან.

         - მერე რას აპირებთ?

         - სომხურ ათარაში უნდა შევიდეთ!..

         - რაღა აზრი აქვს თქვენს იქ შესვლას?!.. როგორც კი შეხვალთ იმწუთასვე უკან დახევის ბრძანებას მიიღებთ...

       - ვისგან მივიღებთ ქალო, რას ამბობ?..                                                                                                             

       - მაგას კითხვა უნდა? - კახას დედა კარს მიუახლოვდა. 

       - რამე მაინც გეჭამათ...                                                                                                                         

       - არაფერი გვინდა, წავედი!.. - და კარი გამოაღო.                                                                        

       - მოიცა!                                                                                                                            

       - რა იყო? - ზაური მძიმედ შემობრუნდა.                                                                                                 

       - კახას  გაუფრთხილდი, ზაურ! გეხვეწები! გემუდარები! მარტო ერთი წუთითაც არ დატოვო! - და ცრემლიანი თვალები შეანათა ქმარს.

            - ამის თქმა, მე მგონი არ იყო საჭირო. - ცოტა არ იყოს, იწყინა ზაურმა. ცოლს მოეფრა და წავიდა...

            იგი იარაღის ჟღარუნითა და სამხედრო ბათინკების ბრახუნით განსაზღვრავდა რამდენი მეტრით იყო აფხაზები მისგან დაცილებული. ბოლოს ათიოდე მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მათ და სადღაც დიდი ხის ფესვებთან გაქვავდა. ორი ყუმბარა ხელში მოიმარჯვა, ფეხზე წამოიჭრა, რაღაც წამებში მან თვალით აფხაზური მხარის მეომრებამდე მანძილი გამოზომა და გახსნილი ყუმბარა მთელი ძალით ესროლა...     წამი და ზედიზედ, ორი ძლიერი დარტყმისგან მთელი სომხური ათარა შეზანზარდა.                                                                                                   ცოტა ხნის მერე სწრაფად მოტრიალდა და

წელზე მოღუნული, უკან შვილისკენ გამოქანდა, თვალებს ფოცხვერივით

აცეცებდა, საშინლად ამღვრეულსა და შეშლილს.

      - „ დოპილეს“  კახა, „ დოპილეს... “- მეგრულად დაუყვირა შვილს. - „ ვემკაშკვა..“                                                             

   - „მომკლეს კახა, მომკლეს... არ გაატარო..“ - მათ პოზიციას თუ გაცდებოდნენ უკან მაღლობიან მინდორს აფხაზები

გააკონტროლებდნენ, საიდანაც ქართველთა დამხმარე ძალა უნდა შემოსულიყო და დაცელავდნენ ბიჭებს...                                                                                              კახა კვაშილავას თქმით, ორი შემავალი

ჭრილობა ქონდა მარჯვენა მკლავში და გულის გავლით მარცხენა მკლავში გამავალი...

         რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე სნაიპერმა ხელყუმბარა ისროლა კახას მიმართულებით, მაგრამ ყუმბარა დაღმართში დაგორდა და იქ

აფეთქდა. ეტყობა აფხაზმა სნაიპერმა ვერ ნახა სად აფეთქდა და პასუხი,  რომ არ მიიღო ბუჩქებიდან გამოძვრა, ერთი ზუსტი გასროლა დასჭირდა კახას მამის მკვლელისთვის შუბლი, რომ გაეხვრიტა...

         სულ ცოტა ხანში ქართველმა მეომრებმა, რომლებიც ხელყუმბარების აფეთქების ხმაზე უკან გამობრუნდნენ სწრაფად გაწმინდეს იქაურობა...

           3 დეკემბერს სომხურ ათარაში გმირულად დაიღუპა მე-5 ბატალიონის, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა, ათარა აფხაზურში ბაბუშარის ასმეთაური გენადი თოდუა, სოფელ ვარჩეს მკვიდრი ჯემალ ქებურია, ვლადიმიროვკელი ინდერ სუბელიანი, დრანდელი ავთანდილ ლემონჯავა და ახალდაბელი თენგიზ ნემსიწვერიძე.

           დიდება გმირებს!..


კვაშილავა ზაურ
დაიბადა 1941 წლის 24 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. მუშაობდა სოფელ დრანდაში ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოში.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს გულმა ვერ მოუთმინა 51 წლის კვაშილავს ზაურს და ფრონტის ხაზისაკენ გაუწია. მას სამხედრო სამსახურში მიღებული ჰქონდა სათანადო ცოდნა.. როდესაც საქართველოს უჭირს, ყველა ქართველი ვაჟკაცი ვალდებულია დაიცვას თავისი საქართველოს ყოველივე კუთხე--ამას ამბობდა ზაური. და მართლაც 1992 წლის სექტემბრიდან ზაურ კვაშილავა ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული დრიგადის მე-5 ბატალიონის მესამე ასეულის მეთაურად.
1992 წლის 3 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის აფხაზეთის ათარაში ერთ-ერტ საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, გმირულად დაეცა ბრზოლის ველზე. დასაფლავებულია სოფელ განახლებაში.
ავტორი ნუგზარ ქებურია
კახას მამა, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა სამხედრო ბათინკების ბრახუნით განსაზღვრავდა რამდენი მეტრით იყო აფხაზები მისგან დაცილებული. ბოლოს ათიოდე მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მათ და სადღაც დიდი ხის ფესვებთან გაქვავდა. ორი ყუმბარა ხელში მოიმარჯვა, ფეხზე წამოიჭრა, რაღაც წამებში მან თვალით აფხაზური მხარის მეომრებამდე მანძილი გამოზომა და გახსნილი ყუმბარა მთელი ძალით ესროლა... წამი და ზედიზედ, ორი ძლიერი დარტყმისგან მთელი სომხური ათარა შეზანზარდა...
ცოტა ხნის მერე სწრაფად მოტრიალდა და
წელზე მოღუნული, უკან შვილისკენ გამოქანდა, თვალებს ფოცხვერივით
აცეცებდა, საშინლად ამღვრეულსა და შეშლილს.
- „ დოპილეს“ კახა, „ დოპილეს... “- მეგრულად დაუყვირა შვილს. - „ ვემკაშკვა..“
- „მომკლეს კახა, მომკლეს... არ გაატარო..“
მათ პოზიციას თუ გაცდებოდნენ უკან მაღლობიან მინდორს აფხაზები
გააკონტროლებდნენ, საიდანაც ქართველთა დამხმარე ძალა უნდა შემოსულიყო და დაცელავდნენ ბიჭებს... კახა კვაშილავას თქმით, ორი შემავალი
ჭრილობა ქონდა მარჯვენა მკლავში და გულის გავლით მარცხენა მკლავში გამავალი...
რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე სნაიპერმა ხელყუმბარა ისროლა კახას მიმართულებით, მაგრამ ყუმბარა დაღმართში დაგორდა და იქ
აფეთქდა. ეტყობა აფხაზმა სნაიპერმა ვერ ნახა სად აფეთქდა და პასუხი, რომ არ მიიღო ბუჩქებიდან გამოძვრა, ერთი ზუსტი გასროლა დასჭირდა კახას მამის მკვლელისთვის შუბლი, რომ გაეხვრიტა...
სულ ცოტა ხანში ქართველმა მეომრებმა, რომლებიც ხელყუმბარების აფეთქების ხმაზე უკან გამობრუნდნენ სწრაფად გაწმინდეს იქაურობა...
კახა კვაშილავა ამჟამად ცხოვრობს თბილისში თავის ოჯახთან ერთად...

ფოტოზე კახა კვაშილავა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0