სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია (ტარიელ) შამუგია 1958-93წ. გარდ. 35 წლის გუმისთა სოხუმი აფხაზეთში დაბ. ზემო კელასური სოხუმი აფხაზეთი გია (ტარიელ) შამუგია 1958-93წ. გარდ. 35 წლის გუმისთა სოხუმი აფხაზეთში დაბ. ზემო კელასური სოხუმი აფხაზეთი

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შამუგია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

გია (ტარიელ) შამუგია 1958-93წ. გარდ. 35 წლის გუმისთა სოხუმი აფხაზეთში დაბ. ზემო კელასური სოხუმი აფხაზეთი

გია შამუგია. ზემო-კელასური. მე-2 ბატ. მოადგილე. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის სიამაყე,

დაიბადა 1958 წლის 2 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.


დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. მიიღო საშუალო ტექნიკური განათლება. სამ შვილს უზრდიდა ქვეყანას.

ომის დაწყების პირველივე დღიდან მკერდით იცავდა აფხაზეთს. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მშობლიურ სოხუმში, ყველგან, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა. იბრძოდა ქედშეუხრელად და კაცურად.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გმირულად დაიღუპა 16 მარტს გუმისთაზე


ჭიდილი მხეცებთან დოკუმენტური ნოველა ავტორი ნუგზარ ქებურია

16 მარტს მეორე ბატალიონის პოზიციებთან შემოტევები გამძაფრდა, ყველა ასეულის მეომრები ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ქართველთა არც თუ ისე ცუდად გამაგრებულ პოზიციებს, მოიერიშეთა უახლესი სამხედრო ტექნიკა ზვავივით ფშვნიდა...


ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლეოდნენ...

     მოულოდნელად მეორე ბატალიონის  პოზიციებზე ფრონტის ხაზი გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ მე-2 ბატალიონის ასეულებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ...

     მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ზემო კელასურელმა მაიორმა გია შამუგიამ საოცრად მამაცმა და გამბედავმა მებრძოლმა, ელვის სისწრაფით დაავლო ხელი ავტომატს და თავისი ბატალიონის ასეულებს მოუწოდა, თავგანწირული ბრძოლით უკუეგდოთ მტერი,  სადაც მის თანამებრძოლებს და მის თანასოფლელებს ალყაში მოქცევა ემუქრებიდათ. მეთაურის ამ ბრძანების შესრულება, ძალზე სახიფათო იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, მტრის ბოევიკებმა საკმაოდ წამოიწიეს წინ, იერიშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს...

      გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა გუმისთის მთელ თერიტორიაზე ყველა ქუჩისა და ყველა სახლისათვის...  გია შამუგია თავისი თანასოფლელი მებრძოლების მიმართულებით ბრძოლით მიიკვლევდა გზას, მან იცოდა, რომ აფხაზი ბოევიკები სწორედ ზემო კელასურელ მეომრებზე იყვნენ სიძულვილით დაგეშილნი, რადგან ზემო კელასური სუფთა ქართველებით იყო დასახლებული და ყოველი  ოჯახიდან 3-4 კაცი მაინც იბრძოდა  აფხაზების წინააღმდეგ...

         თავის თანასოფლელ ბიჭებს რომ ეძებდა სწორედ მაშინ ერთ-ერთი სახლის სარდაფიდან რუსული ლაპარაკი მოესმა ვაჟკაცურად გაიჭრა წინ და სარდაფის კარი შეანგრია. იქ აფხაზები აღმოჩნდნენ... გია თითქმის შიგნით იყო შესული, მაგრამ   ხელყუმბარის გახსნა და შეგდება მაინც მოასწრო. ზემო კელასურელ ჭაბუკს მისმა მტკიცე ხასიათმა მიაღებინა ასეთი ვაჟკაცური გადაწყვეტილება... აფეთქების ტალღამ აფხაზი ბოევიკები ნაფლეთებად აქცია, მაგრამ თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრა. დაჭრილმა ხოხვა ხოხვით გაჭირვებით გაიტანა თავი გარეთ, მანდარინის ხეს ჩაეჭიდა და ნელ-ნელა დაეშვა ძირს...

     რამდენიმე წუთის შემდეგ ქართველი მეომრები თავბრუდამხვევ კონტრიერიშზე გადავიდა... მათი იერიშები დაუოკებელ ტროპიკულ გრიგალს გავდა...


წყარო ნუგზარ ქებურია

„ბრძოლის ველზე ენით აუწერელი, თავგანწირული ბრძოლოს მაგალითები უჩვენეს ჩვენი ბრიგადის ლომგულმა ვაჟკაცებმა. ბატალიონის უფროსის მოადგილე მაიორი იურა ომანაძე (ზემო კელასურიდან) ერთ სახლში დამალულ ათეულობით მტერს შეუვარდა, ცეცხლი გახსნა და ვინ იცის რამდენს დაუბნელა თვალები. ბრძოლაში თვითონ ლომივით დაეცა, მაგრამ მის ძმადნაფიც ბიჭებს შესაძლებლობა მისცა, რომ ერთიანად ამოეწყვიტათ სამტროდ მოსულნი.

იურის მეზობელმა ბატალიონის უფროსის მოადგილემ ტარიელ (გია) შამუგიამ, ვინ იცის რამდენ აფხაზს და გადამთიელს მოუსპო სიცოცხლე. ბრძოლის ბოლო მომენტში მტრის მეომართა ჯგუფში მოხვდა. ტყვედ აყვანა შესთავაზეს, პასუხად ხელყუმბარით აიფეთქა თავი, გვერდით კი მის მიერ დახოცილი მტრის ოთხი გვამი ესვენა.


გია შამუგია

გია (ტარიელ) შამუგია  დაიბადა 1958 წლის 2 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. მიიღო საშუალო ტექნიკური განათლება. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მშობლიურ სოხუმში, ყველგან, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა. იყო 23 ბრიგადის, მე-2 ბატალიონის მეთაურის მოადგილე. დაიღუპა 16 მარტს, გუმისთაზე. 

გია შამუგიას დაღუპვის შემდეგ თანამებრძოლები ასე ახასიათებდნენ და იხსენებდნენ :  - " მეთაური და მებრძოლი გია შამუგია თავისი ვაჟკაცური შემართებით, ბრძოლისუნარიანობით, მეგობრობით, გულის სითბოთი და სხვა ადამიანური თვისებებით მისაბაძი იყო თანამებრძოლებისთვის. ჩვენს რიგებს გამოაკლდა უშიშარი მეომარი, თავისი თავისადმი მკაცრი, მომთხოვნი მხედარი. მტერთან ბრძოლაში დაჭრილ გიას, აფხაზებმა ტყვედ დანებება შესთავაზეს. მან კი, ძალა მოიკრიბა, ხელყუმბარა ააფეთქა, თვითონ დაიღუპა და ოთხი ბოევიკიც გამოასალმა სიცოცხლეს. ჩვენ გვჯერა, რომ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული გია ხელახლა რომ გააცოცხლო, ისევ იგივეს გაიმეორებს, რაც ჩაიდინა. სიტყვები ვერ გვიპოვია გიას გამწარებული დედის და დაობლებული შვილების სანუგეშებლად. გწამდეს, რომ შენი მებრძოლი მეგობრები არასოდე დაგივიწყებენ!"

მარინა, გია შამუგიას მეუღლე _შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და 1 კვირაში დავქორწინდით. სამაგალითო პიროვნება, გამორჩეული, გულისხმიერი კაცი იყო. გაუტეხელი. ჩვენ პირველი და მეორე შვილი მცირე ასაკში დაგვეღუპა, დიდი სიმწარე იყო ჩვენთვის, მე, სიცოცხლე მიჭირდა, თუმცა, გია ცდილობდა, მისი დარდი გულში მოეკლა და ჩემთვის არ ეჩვენებინა. 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ღვთის წყალობით, შემდეგ სამი შვილი კიდევ შეგვეძინა და რომ გვეგონა, რომ როგორც იქნა, ჩვენთვისაც ბედნიერი ხანა დადგა, სწორედ მაშინ დაიწყო ავადსახსენებელი ომი, რომელშიც გია, აუცილებლად წავიდოდა, რადგან სამშობლო, მისი ოდა-ბადე, სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. 8 წლის იყო გოგონა, მომდევნო ბიჭი_7 წლის, ხოლო, უმცროსი ვაჟი_3-ის. არაფრით მეგონა, არ მჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა... მარტის შუა რიცხვებში საშინელება ხდებოდა სოხუმში. იმ დღეს, 16 მარტს, ჩვენი ახლობელი, 5 ვაჟკაცი დაიღუპა; ისედაც დამძიმებული გული უარსეად დამიმძიმდა, საშინელი განცდა დამეუფლა, მაგრამ წამითაც არ დამიშვია, რომ გიას რამე დაემართებოდა...როცა გიას დაღუპვის ამბავი შემატყობინეს, წამით გავშეშდი, თუმცა, თავს მხოლოდ იმას ვეუბნებოდი_5 ვაჟკაცი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, შთამომავლობა არ დაუტოვებია ,მე კი, სამი შვილი მყავს და აწი, ამათთვის, დედაც მე უნდა ვიყო და მამაც და მათი მამის სასახელოდ, ღირსეულ ადამიანებად უნდა გავზარდო-მეთქი!.. დღემდე ამ სულისკვეთებით მოვდივარ...

ზემო კელასურში, სოფელ აკაფაშია დაკრძალული ,ჩვენი შვილების გვერდით; თითქმის 30 წელია, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ პირნათელი ვარ მისი სულის წინაშე_რომ იამაყებდა, ისეთი შვილები გავუზარდე ქვეყანას...:"

თემურ დარჯანია, გია შამუგიას თანამებრძოლი: "გიას ომამადე არ ვიცნობდი, მაშინ გავიცანი, როდესაც 23- ბრიგადის, მე-2 ბატალიონი ყალიბდებოდა, ბატალიონის უფროსის მოადგილე იყო. ის იყო ძალიან დადებითი პიროვნება, თავის მოვალეობას ასრულებდა ძალიან ღირსეულად და პასუხისმგებლობით. მკვეთრად გამორჩეული ლიდერი გახლდათ. მისი უბრალო გამოჩენაც, კი მხნეობას გვმატებდა თანამებრძოლებს, მის გვერდით არაფრის გვეშინოდა. მთელი ბატალიონის იმედი იყო. გაუჩენელს გააჩენდა. ტყვია-წამლის საშოვნელად წასული, ხელცარიელი უკან არასდროს მობრუნებულა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ გავმტყდარიყავით, შიშს არ ავეტანეთ, ამის მაგალითს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავად გვაძლევდა. ამიტომაც გვიყვარდა და გვეამაყებოდა მისი მამაცური სიკვდილი....

1993 წლის 17 მარტს, გუმისთის მიმართულებით მივდიოდით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად; მიცვალებულები ვნახეთ, ორი ცალკე და ერთი ცალკე. შევამოწმეთ, გიას სახე იმდენად შეცვლილი ჰქონდა დაზიანებებისგან, რომ სანამ ჯიბე არ შევუმწომეთ და მოწმობა არ ამოვიღეთ, არ ვიცოდით, ვინ იყო. გვეგონა, რომ მტერი იყო. ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ გიას ჩაბარება  მოსთხოვეს და არ ჩაბარდა, გაუხსნა ხელყუმბარა, თავი აიფეთქა, რასაც მტრის მხრიდანაც მოჰყვა მსხვერპლი... როგორც კი დავამტკიცეთ, რომ ეს იყო გია შამუგია, მისი ცხედარი გამოვიტანეთ, გადავეცით ოჯახს. ის იყო ნამდვილი ვაჟკაცი, ქვეყნის მოყვარული, უშიშარი მებრძოლი...ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვიყავი...’’

ზურაბ შამუგია-ვიცე-პოლკოვნიკი,გიას თანამებრძოლი: "გია აფხაზეთში დაიბადა, ულამაზეს მხარეში. კარგი ახალგაზრდა იყო, აქტიური, გამორჩეული გარეგნობის. სპორტით იყო დაინტერესებული. თავის სოფელში, მეზობლები, სამეგობრო_ ყველა პატივს სცემადა, ყველას უყვარდა. ჩემზე 6 წლით უმცროსი იყო. 1989 წლიდან, ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. ცხონებული ვოვა ვეკუა რომ მოკლეს, ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ამ პროცესებში, ერთად ვიყავით, როდესაც აფხაზებმა შემოგვიტიეს, არც ველოდებოდით მათგან ამას, მაშინ გია დაიჭრა, საავადმყოფოში იწვა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, პირველივე დღიდანვე ჩაერთო, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში.

სანამ ომი დაიწყებოდა, ხმები დადიოდა, რომ იქნებოდა კონფლიქტი, გიამ მომზადება დაიწყო და მეც მითხრა_ მოვემზადოთო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე არ მჯეროდა ამის, რადგან  სიმშვიდე იყო აფხაზეთში. საუბედუროდ ომი მართლაც დაიწყო. პირველ ბატალიონში მე ვიყავი მეთაურის მოადგილე, მეორე ბატალიონში გია იყო მეთაურის მოადგილე. ჩვენ გვერდი-გვერდ ვიდექით გუმისთის პირას. ომის დროს ხშირად ვერ ვხდებოდით ერთმანეთს, არ იყო ამის შესაძლებლობა. 16 მარტის შემოტევის დროს, როგორც შემდგომ გავიგეთ, რუსეთში დაგეგმილი იყო სოხუმის აღება და ამით დაეცემოდა აფხაზეთი. გუმისთაზე შემოტევის დროს, გია, სამწუხაროდ, დაიჭრა, გამჭოლი ტყვია ჰქონდა მუცლის არეში, მაგრამ სასიკვდილო არ იყო ეს ჭრილობა და გადარჩა. გიას იმხელა დამსახურება და ვაჟკაცობა ჰქონდა, ისეთი მებრძოლი იყო, რომ  მის აყვანაზე, აფხაზებს, ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მე ტყვედ არასდროს ჩავბარდებიო. უშიშარი, ვაჟკაცი ბიჭი იყო და ეს თავისი სიკვდილითაც დაამტკიცა. ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია,  ხელყუმბარით აიფეთქა თავი და მტერიც გაიყოლა. როგორც ინფორმაცია გვაქვს, სულ 6 მოწინააღმდეგე. ვისი გაყვანაც მოასწრეს მოასწრეს და როგორც ვიცი, ორის ცხედარი, გიას ცხედართან ერთად იყო ბრძოლის ველზე. მან ღირსეული სახელი დატოვა და ღირსეულად ემსახურა თავის სამშობლოს, მის ერთიანობას და ძლიერებას. 

გია სოხუმში დაბადებული და გაზრდილი იყო, რა თქმა უნდა, განიცდიდა, რომ ძმებს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის ტყვია გავარდა. მაგრამ  ომს ასეთი კანონები აქვს, როცა გესვრიან, შენც ესვრი. როცა მტერი მოდის და საკუთარს გართმევს, უნდა დახვდე და პასუხი გასცე. სამწუხაროა და დიდი დანაკლისი, რომ ამ ომმა გიასავით არა ერთი ღირსეული და საამაყო მებრძოლი შეიწირა."

გია შამუგია (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0