სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბუცხრიკიძე სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

მამუკა ბუცხრიკიძე 1970-93წ. გარდ. გუმისთა დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი

მამუკა ბუცხრიკიძე. დაბა მაჭარა. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის სიამაყე,


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გმირულად დაიღუპა 16 მარტს გუმისთაზე.

ჭიდილი მხეცებთან დოკუმენტური ნოველა ნუგზარ ქებურია

მამუკა ბუცხრიკიძე 

           მამუკა  ბუცხკრიკიძე

მამუკა  ბუცხკრიკიძე  დაიბადა  1970  წელს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  მაჭარკაში. 1987   წელს  დაამთავრა  საშუალო  სკოლა. შემდეგ  სახალხო  და  სამეჯლისო  ცეკვების  სტუდია. სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  გაიარა   გერმანიაში. დემობილიზაციის  შემდეგ  ჩააბარა  რუსეთის  ფედერაციის  ქალაქ  ივანოვოს  პედაგოგიურ  ინსტიტუტში - გამოთვლითი  ტექნიკისა  და  ინფორმატიკის  ფაკულტეტზე.

   აფხაზეთში  დაწყებულმა  საომარმა  მოქმედებებმა  მამუკას   გეგმები  შეცვალა,იგი  მეგობრბთან  ერთად  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა. 1992  წლის  12  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონში  შეიარაღების  სამსახურის  საწყობის  უფროსად. მამუკა  ბუცხკრიკიძე  მონაწილეობდა ბატალიონის   მიერ  წარმოებულ   ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში. პინათლად   ასრულებდა  მეთაურის  საბრძოლო   დავალებებს  და   ბრძანებებს,რისთვისაც  გამოცხადებული  ჰქონდა  სახელმწიფო  მეთაურის,შეიარაღებული  ძალების  მთავარსარდლის  მადლობა.


    ამონარიდი  სახელმწიფო  მეთაურის  წერილიდან:

 „ბატონ  მამუკა  ბუცხრიკიძეს

დიდ  მადლობას  მოგახსენებთ  საქართველოს  ისტორიის  ამ  უმძიმეს   და  ურთულეს  ეტაპზე  სამშობლოსა  და  ერის  წინაშე  თავდადებისთვის,უმწიკვლო  მხედრული  სამსახურისა  და  მამულიშვილური  ღვაწლისთვის.

    დღეს,  როდესაც  ერს, მამულს, როგორც  არასდროს, სჭირდება  თავისუფლების ,დამოუკიდებლობის,ტერიტორიული  მთლიანობის  და  სახელმწიფო  საზღვრების, მამა-პაპის  კურთხეული მიწა-წყლის  დაცვა, თქვენ  ვაჟკაცურად  და  მამაცურად   დგახართ  სამშობლოს  სადარაჯოზე,თავგანწირვით  ემსახურებით მისი  სამხედრო  ძლიერებისა   და  უშიშროების  განმტკიცებას.


    დიდი  პატივია  იყო  საქართველოს  ისტორიული, გმირული  სამხედრო  ტრადიციების  ჭეშმარიტი  მემკვიდრე   და  თავდადებული  გამგრძელელბელი, ახალი,ერთიანი,ეროვნული,დემოკრატიული  არმიის  საიმედო  ჯარისკაცი,სამშობლოს  დამცველი  ერთგული  რაინდი. თქვენ  კი  საპატიო  მისია  დაგაკისრათ  სამშობლომ, თქვენ  კი   საქმით  დაამტკიცეთ, რომ  ღირსი  ხართ ამ  დიდი  პატივისა  და   მისიისა.

    სულ  მაღლა  გეჭიროთ  დამოუკიდებელი  საქართველოს  ეროვნული  თავისუფლების  დროშა,როგორც  ჩვენს  სახელოვან  წინაპრებს  ვახტანგ  გორგასლსა  და  დავით  აღმაშენებლს  დროშა  და  მახვილი  ეჭირათ.დარწმუნებული  ვარ, ის   ერი  და   არმია  არასოდეს  არ  დამარცხდება , რომელსაც  თქვენისთანა  ერთგული,თავდადებული  და მამაცი  მეომრები  ჰყავს“.

  მამუკა  ბუცხრიკიძე  უშიშრად  ებრძოდა  მომხვდურ  გადამთიელებს. 1993  წლის  ავბედით  16  მარტს  ბატალიონის  ქიმიური  ოცეულის  პოზიციაზე  დილით,მტრის  შემოტევის  მოგერიების  დროს    იგი  მძიმეედ  დაიჭრა   და  გარდაიცვალა.

        საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა   და  თავგანწირვისთვის  მამუკა  ბუცხრიკიძე  ,სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვებულია  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.


           სამწუხაროდ რუსეთის იმპერიის სამხედრო შენაერთებს, რა თქმა უნდა, ვერ მოერეოდნენ ჩვენი მეომრები, მაგრამ უმაგრესი პატრიოტული სულით გამსჭვალულნი, სამშობლოს ერთგულნი, გაუყიდავი, სიცოცხლით სავსე, თვალებბრიალა ბიჭები ჯაჭვით რომ დაებათ, ამირანივით, მაინც აიწყვეტდნენ სამშობლოს სიყვარულით და ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ!.. 

        მამუკა ბუცხრიკიძე ერთი იმათთაგანი იყო, ვინც მე-6 სატანკო ბატალიონის მებრძოლებთან ერთად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამარაგებდა თანამებრძოლებს იარაღით, ტყვია-წამლითა და ხელყუმბარებით...

  შტაბის უფროსის, მაიორი თენგო სიჭინავას  თქმით, მამუკა დაიღუპა აფხაზური მხარის ერთ-ერთი ძლიერი შემოტევის დროს, როცა მას ხელყუმბარები შეჰქონდა პოზიციაზე... შემოტევის დროს, წესით, მას არ ევალებოდა პოზიციაზე შესვლა, ვინაიდან ფრონტის ხაზზე მტრის გადმოსვლის შემთხვევაში შტაბი უნდა დაეცვა. მაგრამ მტრის ძლიერი შემოტევების დროს მამუკა ყურადღებას არ აქცევდა ამ წესს,რადგან სწორედ ამ დროს ჰაერივით სჭირდებოდათ წინა ხაზზე მებრძოლ ბიჭებს ხელყუმბარები...

     მე-6 ბატალიონის მეთაურის, თემურ ზარანდიას თქმით, მამუკა ბუცხრიკიძე იყო ბატალიონის შტაბის უშიშარი მეომარი, ზედმიწევნით ზრდილობიანი და საიმედო ახალგაზრდა კაცი. მამუკას სხვა დროსაც, ბევრჯერ, დროულად მოუმარაგებია განსაცდელში მყოფი თანამებრძოლები. ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი... მაგრამ, ამ შემთხვევაში, მაიორი სიჭინავას თქმით, მუდამ მომღიმარ, ლამაზ თვალება ბიჭს ბედმა უმტყუნა... ვისაც არ უნახია ის ვერ გაიგებს, როცა უცაბედად იქ აღმოჩნდები, სადაც ყველაფერი ერთად რომ ისვრის!..ტანკები!.. გრადები!.. ქვემეხები!.. ჰაუბიცები!.. და ჯანდაბა!.. ჭურვების ნამსხვრევებით დაფლეთილი საჯიშე ბიჭები, მოჭრილი ხესავით, ლამაზად ეცემოდნენ მშობლიურ მიწაზე... მამუკა ბუცხრიკიძე მუხლებზე ჩაიკეცა, თითქოს მეგობრებს ემშვიდობებაო, შემდეგ პირაღმა დაეცა, გაიშალა, როგორღაც შეწუხებული მზერა მოავლო მანდარინის ბუჩქებს და უკვდავებასთან წილნაყარმა ბიჭმა ლამაზად დახუჭა თვალები...


მამუკა ბუცხრიკიძე
ზემდეგი მამუკა გურამის ძე ბუცხრიკიძე, დაბადებული 1970 წელს, ქართველი, მცხოვრები გულრიფშის რაიონის სოფ. მაჭარკაში.
1987 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ სახალხო და სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფიული სტუდია. სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში. სწავლა განაგრძო ივანოვის ოლქის ქ. შულაში, ფურმანოვის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე.
ზემდეგი მამუკა გურამის ძე ბუცხრიკიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა 1992 წლის 12 სექტემბრიდან შეიარაღების სამსახურის საწყობის უფროსად. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც თავდადებულმა მებრძოლმა. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებსა და მეთაურების ბრძანებებს. აქტიური მოქმედებისათვის იგი არაერთხელ იყო აღიარებული და წახალისებული. გამოცხადებული ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მადლობა. აი, ამონარიდი სახელმწიფო მეთაურის წერილიდან:
ბატონ მამუკა ბუცხრიკიძეს
„დიდ მადლობას მოგახსანებთ საქართველოს ისტორიის ამ უმძიმეს და ურთულეს ეტაპზე სამშობლოსა და ერის წინაშე თავდადებისათვის, უმწიკვლო მხედრული სამსახურისა და მამულიშვილური ღვაწლისათვის.
დღეს, როდესაც ერს და მამულს, როგორც არასდროს, სჭირდება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო საზღვრების, მამა-პაპის კურთხეული მიწა-წყლის დაცვა, თქვენ ვაჟკაცურად და მამაცურად დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე, თავგანწირვით ემსახურებით მისი სამხედრო ძლიერებისა და უშიშროების განმტკიცებას.
დიდი პატივია იყო საქართველოს ისტორიული, გმირული სამხედრო ტრადიციების ჭეშმრიტი მემკვიდრე და თავდადებული გამგრძელებელი, ახალი, ერთიანი, ეროვნული, დემოკრატიული არმიის საიმედო ჯარისკაცი, სამშობლოს დამცველი ერთგული რაინდი. თქვენ ეს საპატიო მისია დაგაკისრათ სამშობლომ, თქვენ კი საქმით დაამტკიცეთ, რომ ღირსი ხართ ამ დიდი პატივისა და მისიისა.
სულ მაღლა გეჭიროთ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული თავისუფლების დროშა, როგორც ჩენს სახელოვან წინაპრებს ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის დროშა და მახვილი ეჭირათ. დარწმუნებული ვარ, ის ერი და არმია არასოდეს არ დამარცხდება, რომელსაც თქვენისთანა ერთგული, თავდადებული და მამაცი მეომრები ჰყავს“.
გამწარებულმა ოჯახმა მამუკას მიუძღვნა ლექსი:
იწვის სანთელი და იცრემლება,
რაღა ატირებს ნეტავ?
იქვე მახლობლად სანთელთან ერთად
დგას ცრემლიანი დედა.
ვერაგმა მტერმა კვლავ გაიღვიძა,
ისმის ქართველთა კვნესა,
კვლავ დაიღვარა ქართული სისხლი,
რაში დასჭირდათ ნეტავ?!
„ერთი შვილი და ისიც სამშობლოს!“
მაინც იძახის დედა.
ღმერთო ძლიერო, შეუნდე ცოდვა
მტერს და მოყვარეს ერთად.
დედავ, ძვირფასო, სულზე უტკბესო!
უცებ ჩაესმის დედას,
რატომ ხარ ასე აცრემლებული,
ან რად შეგიპყრო სევდამ?
„ერთი შვილი და ისიც სამშობლოს!“
შენ ხომ მასწავლე დედა.
მაშ მაპატიე, ჩემო კეთილო,
ჩემო ჭაღარა დედავ,
გულს არ გაიტეხს ქართველი დედა,
მომავლის ნათელს ხედავს.
იწვის სანთელი, სანთელთან ერთად
ცრემლად იღვრება დედა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 24.09.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0