სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მარლენ დადვანი გარდ. 1949-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩრა ოჩამჩირე მარლენ დადვანი გარდ. 1949-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩრა ოჩამჩირე მარლენ დადვანი გარდ. 1949-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩრა ოჩამჩირე

1949-1993 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დადვანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

მარლენ დადვანი გარდ. 1949-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩრა ოჩამჩირე

მარლენ დადვანი, 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლი, გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აჩადარაში.

მარლენ დადვანი დაიბადა 1949 წლის 29 სექტემბერს სტავროპოლის მხარეში, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ოჩამჩირის


რაიონის სოფ. კოჩარაში. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყო. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. დაამთავრა ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმი ტექნიკოს“მშენებლის კვალიფიკაციით. მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის M6 სამშენებლო ტრესტში მშენებლად. კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე იყო, რისთვისაც ხელ-

მძღვანელობამ არაერთხელ დააჯილდოვა და წაახალისა. სოხუმში ბინაც მიიღო, დაოჯახებული იყო, ჰყავდა მეუღლე და 3 შვილი.

1992 წელს მარლენი მოხალისედ ჩაეწერა 23-ე ბრიგადის მე-2 მექანიზებულ ბატალიონში.




1993 წლის 16 მარტს ღამის 3 საათიდან ბატალიონი ატარებდა მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის სალიკვიდაციო ოპერაციას გუმისთის რაიონში. დივერსანტებმა შემოვლითი გზით შესძლეს გაერღვიათ ბატალიონის მარცხენა ფლანგი. ჩვენმა მებრძოლებმა მოახერხეს შეეჩერებინათ დივერსანტები. ამ ოპერაციის დროს მარლენ დადვანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მან პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი მამულის წინაშე.


 


„ ჭიდილი მხეცებთან “  მარლენ დადვანი ავტორი ნუგზარ ქებურია

        16 მარტს ულამაზესი საკურორტო, ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ყოველთვის ლაღი დამსვენებლებით იყო სავსე, ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა.     აფხაზები და მათი დაქირავებული ბოევიკები ყოველი მხრიდან ესხმოდნენ თავს ქართველების მიერ გამაგრებულ პოზიციებს და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქართველი მებრძოლი დაეხოცათ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, 

მაგრამ გუმისთის ხიდიდან ზღვის პირამდე გაყინულ სანგრებში, ერთი მეორის გვერდით განლაგებული ქართული ბატალიონები უკან დახევას არ აპირებდნენ და ერთიმეორეზე მიყოლებით იგერიებდნენ აფხაზთა, რუსთა, სომეხთა და ჩრდილო კავკასიელ ე. წ. კონფედერანტთა ნარკოტიკებით გაჟღენთილ ავაზაკებს...


            განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მეორე ბატალიონის პოზიციებთან  შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს, მაგრამ დილით  ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა...

           მთელი გუმისთა ცეცხლის ალში იყო გახვეული.

  ყოველ ნაბიჯზე საშინლად დასახიჩრებულ

გადამთიელ ბოევიკთა უსულო გვამები ეყარა. ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი უპატრონოდ მიგდებული ფართხალებდა და მათი სისხლის შხეფები ჭურვების აფეთქების შედეგად ამოთხრილ ორმოებში იღვრებოდა. ამის დანახვაზე  დაჭრილების დასახმარებლად მოსულ ექთან ქალს ( ეროვნებით რუსი იყო ) გული შეუღონდა და აგერ-აგერ გაიშხლართებოდა სისხლიან ფერდობზე, მაგრამ მარლენ

დადვანმა დროზე შენიშნა, ხელი ჩაავლო ექთან ქალს და  სწრაფად დაეშვა ფერდობზე.

         ამ დროს აფხაზური მხარის  ბოევიკები ლანძღვა-გინებით ამორბოდნენ ფერდობზე და მარლრნ დადვანის ჯგუფს უცაბედად შეეჩეხნენ... ექთან ქალს  აღარ ახსოვს რა მოხდა შემდეგ ვაჟკაცური აღნაგობის სვანმა მარლენ დადვანმა

უბედურ დღეზე გაჩენილ კაზაკ გოლიათს, როგორ გაუხვრიტა თავის ქალა, ორჯერ ზედიზედ... როგორ მოახრჩო ლევან გურჩიანმა მის გვერდით კატასავით მოწრიალე უსაშველოდ მაღალი კაზაკი. არც ის ახსოვს თუ როგორ იძრო „შტიკნოჟი“ აფხაზმა თუ ღმერთმა იცის ვინ! და შერგილი, როგორ ჩააფრინდა კისერში... ბოლოს, ბუნდოვნად შეუძლია გაიხსენოს მხოლოდ თუ როგორ დააგორეს მათი უსულო გვამები აჩადარის ფერდობზე. ასეთმა უჩვეულო მოვლენამ ექთან ქალში, საშინელი სულიერი მღელვარება გამოიწვია, ციებ - ცხელებიანივით აკანკალებდა, .შიშისგან ჩალურჯებულ თვალებს ხან მაღლა აღაპყრობდა, თითქოს სალოცავად ემზადებაო, ხანაც შეშინებულ მზერას ქართველ მებრძოლებს მიაპყრობდა. ფერდობზე ჩასვლისას გრძელწვერა, ჩრდილო კავკასიელი  ბოევიკი პირდაპირ ჩასასვლელ ქვის კედლებს შუა მოულოდნელად მათ წინ ქანდაკებასავით აღიმართა. იგი უხეშად ილანძდებოდა. საზარელი იყო მისი სახის გამომეტყველება. მზერაც მხეცური, მტაცებლური, ველური.

- გადამთიელო, არამზადავ! არ გაინძრე! - იღრიალა დადვანმა

 და ავტომატის კონდახი ელვისუსწრაფესად გადამთიელს ცხვირ-პირში თხლიშა... მაგრამ აჩადარა-გუმისთის ტერიტორიაზე წინასწარ შემოგზავნილმა ბაგრამიანის ბატალიონის სნაიპერებმა, რომლებიც უშიშრად გრძნობდნენ თავს, ბუჩქიდან,  თუ მაღალი ბორცვებიდან ტყვიების სეტყვა დაუშინეს ქართველ მებრძოლებს... მარლენ დადვანი და მისი მეგობრები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე... ( კიდევ რამდენიმე სვანი ბიჭი იყო დადვანთან ერთად, მაგრამ ექთან ქალს, რომელიც ცოცხალი გადარჩა მათი სახელები არ ახსოვს. )

       მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ზემო კელასურელმა გია შამუგიამ საოცრად მამაცმა და გამბედავმა მებრძოლმა, ელვის სისწრაფით დაავლო ხელი ტყვიამფრქვევს და თავისი ბატალიონის ასეულებს მოუწოდა, თავგანწირული ბრძოლით უკუეგდოთ მტერი... მეთაურის ამ ბრძანების შესრულება, ძალზე სახიფათო იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, მტრის ბოევიკებმა საკმაოდ წამოიწიეს წინ, იერიშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს... წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინაამღდეგე ალყაში მოაქცია...

კიდევ რამდენიმე წუთი და... ქართული ბატალიონები თავბრუდამხვევ კონტრიერიშზე გადავიდა... მათი იერიშები დაუოკებელ ტროპიკულ გრიგალს გავდა...

       აფხაზები ქართული ქვედანაყოფებისთვის პრობლემა არასოდეს არ იქნებოდა, რომ არა რუსეთი. არც რუსული საჯარისო ნაწილები იქნებოდა პრობლემა, რომ არა შევარდნაძე და აფხაზეთის საძარცვავად ჩამოსული საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობი წითელი მოღალატე გენერლები... ადამიანები, რომელთაც უნდა ეზრუნათ შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციაზე, სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და განკარგულების გაცემაზე... ჩვენდა საუბედუროდ,  ისინი პირიქით აკეთებდნენ ყველაფერს...  როდესაც ქართული არმია იწყებდა წარმატებულ მოქმედებას, იმწამსვე თბილისიდან მოდიოდა დამანგრეველი ბრძანება უკან დახევისა...

 

 ( სურათზე მარლენ დადვანი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისათვის. “ )



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2021
ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0