სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ იოსელიანი 1952-92წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. სოფ. მულახი მესტია სვანეთი ავთანდილ იოსელიანი 1952-92წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. სოფ. მულახი მესტია სვანეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი იოსელიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

ავთანდილ იოსელიანი 1952-92წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. სოფ. მულახი მესტია სვანეთი

ავთანდილ იოსელიანი დაიბადა 1952 წლის 16 სექტემბერს სოფელი მულახი მესტია სვანეთი 


1992 წლის 26 ოქტომბერს აფხაზურმა 75 –კაციანმა შენაერთმა, რომელსაც ნოდარ კაკუბავა ხელმძღვანელობდა, ოჩამჩირის აღების ოპერაცია წამოიწყო. მთავარი ძალა, რომელიც გუდაუთიდან მოემართებოდა, 250 კაციანი საზღვაო დესანტისგან შედგებოდა. ბარჟაზე მებრძოლების გარდა – ორი ტანკი, იარაღით სავსე სამი კამაზი, ტყვია – წამლით დატვირთული ურალი და ოთხი საზენიტო დანადგარი იყო განთავსებული. დესანტირება სოფელ გუდავას რაიონში უნდა განხორციელებულიყო. მათ დასახვედრად ბ. ფაჩულიას და ნ. კვარჩიას ჯგუფებმა, ზღვის ნაპირზე სასიგნალო ცეცხლის კერები გააჩაღეს. იმის გამო რომ, მთელი ღამე წვიმდა და ზღვაზეც ძლიერი შტორმი იყო, ბარჟამ ნაპირთან მოახლოვება ვერ შეძლო. ოპერაცია ჩაშლის პირას იყო, მაგრამ ფაჩულიას და კვარჩიას გაერთიანებულმა ჯგუფმა, რომელიც 32 კაცისაგან შედგებოდა (ფაჩულიამ ითავა ხელმძღვანელობა), მაინც განაგრძო გეგმის შესრულება.


რადგან დესანტის გადმოსხმა ვერ მოხერხდა, მერკულაში მდგარმა ლაკუტ ზარანდიას შენაერთმა და ხუთამდე პარტიზანულმა ჯგუფმა, უარი განაცხადეს ოპერაციაში მონაწილეობაზე (ჯამში 150 კაცი).

ნ. კაკუბავას ჯგუფი კი ამასობაში ზღვის ნაპირთან მდგარ თექვსმეტსართულიან სასტუმროს უახლოვდებოდა. შენობას ქართველ შევარდენთა ლეგიონი იცავდა. ამ დროს თბილისიდან დელეგაცია იყო ჩამოსული და შენობის მეორე სართულზე გახურებული ქეიფი მიდიოდა. ჩვენებმა გვიან შენიშნეს მოწინააღმდეგე, თუმცა მათი შეჩერება მაინც მოახერხეს. ერთ საათიანი ბრძოლის შემდეგ, აფხაზებმა სასტუმროსთან მხოლოდ რვა კაცი დატოვეს. 65 კაციანი ჯგუფი კი ქალაქის ცენტრისკენ გაემართა.

ფაჩულიას შენაერთი რომელიც ქალაქს აღმოსავლეთიდან უტევდა, მდინარე ღალიძგაზე ხიდის მეშვეობით გადავიდა და ქალაქში გარკვეული პოზიციებოს დაკავება შეძლო. მაგრამ იმის გამო, რომ მწირი ძალები გააჩნდა და დახმარებაც არავინ აღმოუჩინა, მალევე უკან გაბრუნდა. უკანა გზაზე მტერი ჩასაფრებაში მოჰყვა. 32 კაციდან 17 ადგილზე დაიღუპა, 7 კი ტყვედ ჩავარდა (ბ. დელბა, რ. ჯოპუა, გ. კვარჭია, ს. ბგანბა, ჯ. ზარანდია, ზ. ხარჩილავა, დ. კვაჭახია. ერთი მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა. ერთიც მოკლეს ჩვენებმა).

კაკუბავას ჯგუფმა საბავშვო ავტოდრომამდე (საქანელების ატრაქციონი) მიაღწია. იქ მათ მხედრიონმა და სამხედრო პოლიციამ გადაუღობა გზა. აფხაზებმა უკან დაიხიეს. პატარა ჯგუფებად დანაწევრდნენ და გეზი ბესლახუბას მიმართულებით აიღეს. მტერმა 9 კაცი (აქედან რვა სასტუმროსთან) დაკარგა, 8 კი ტყვედ ჩავარდა (ვ. ლასურია, ოთ. მატუა, ომ. მატუა, ა. ჯოპუა, ვ. ცეცხლაძე, ვ. გუნია, თ. ლაგვილავა, ა. ფაღავა). ხუთი მათგანი, ჩვენებმა ფაჩულიას ჯგუფის წევრების თვალწინ დახვრიტეს. მათაც იგივეს უპირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.

შუადღისით მტერს ოჩამჩირეზე მორიგი შტურმის მცდელობა ჰქონდა. მტრის ძალები სამი მხრიდან ავითარებდნენ იერიშს. ანუარქუდან, ცენტრალური ტრასის მხრიდან და ტყიდან, მეფრინველეობის ფაბრიკის მიმართულებით. გარკვეული წარმატების მიუხედავად, მოწინააღმდეგე საწყის პოზიციებს მალევე დაუბრუნდა (ერთი კაცი დაკარგეს).

ამ ოპერაციაში, გეგმის თანახმად, 700–ზე მეტ აფხაზ მებრძოლს უნდა მიეღო მონაწილეობა (დესანტი 250 კაცი, ლ. ზარანდიას და პარტიზანთა ჯგუფები – 150 კაცი, ნ. კაკუბავა – 75 კაცი, ბ. ფაჩულია – 32 კაცი, ა. კაკობა, ჯ. გოგია (ათარას და კინდღის მებრძოლები. ასევე ანუარქუზე მდგარი შემადგენლობა – 200 კაცი.) რეალობაში კი ოჩამჩირის შტურმი, აფხაზთა მხოლოდ ორმა შენართმა (ნ. კაკუბავა და ბ. ფაჩულია. 110 კაცი.) განახორციელა. კაკობას და გოგიას 200 კაციანი ბატალიონი მოგვიანებით ჩაერთო ბრძოლაში. იმ დროისათვის ფაჩულიას ჯგუფი თითქმის მთლიანად იყო განადგურებული. კაკუბავას ძალებიც უკან იხევდნენ. ამიტომ მათაც აღარ განავითარეს შეტევა.

მტრის დანაკარგმა 27 მოკლული და 15 ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლი შეადგინა. საერთო ჯამში 34 კაცი დაეღუპათ (შვიდი ტყვეობაში). დარჩენილი რვა ტყვედან, ჩვენებმა ხუთი მალევე გაცვალეს ქართველ ტყვეებში (5/5–ზე, სოხუმში (შუქურასთან). დანარჩენი სამი კი მოგვიანებით გაიცვალა (?).

სასტუმროსთან დაღუპულები აფხაზებმა მესამე დღეს გადაასვენეს. მანამდე კი ერთი სატვირთო მანქანით, სხვა დაღუპულების ტრანსპორტირება განახორციელეს.

ჩვენი დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ფაქტია, რომ მტერზე გაცილებით ნაკლები მსხვერპლი გვქონდა.

სურათზე ავთანდილ იოსელიანია. 24–ე ბრიგადის მებრძოლი (მოხალისე).

ოჩამჩირის ადმინისტრაციის შენობაში, აფხაზი ტყვეების (შესაძლოა ერთი ტყვე ყოფილიყო) დაკითხვა მიმდინარეობდა. იოსელიანს, რომელიც ამ დროს ოთახში იმყოფებოდა, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ყუმბარა ძირს დაუვარდა. ყუმბარის ეზოში გადაგდება, არაერთი მშვიდობიანი მოსახლის და ქართველი მებრძოლის სიკვდილს გამოიწვევდა (ფანჯრის ქვემოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჩვენი მეომრები იმყოფებოდნენ).

დოდო გუგეშაშვილი:

„უცებ შემოგვატარა მზერა ოთახში მყოფთ და მის თვალებში დავინახე გადაწყვეტილება: წლები დამჭირდა საიმისოდ, რომ გამეაზრებინა, რა დავინახე ავთო იოსელიანის თვალებში. ეს იყო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა დაემარცხებინა საკუთარი სიკვდილით სიკვდილი“.

მან საკუთარი სხეულით გადაფარა იატაკზე დავარდნილი ხელყუმბარა და თანამებრძოლებთან ერთად, აფხაზი ტყვეებიც ( ერთი აფხაზი ტყვე (ბ. დელბა), რომელიც ამ დროს მსუბუქად დაშავდა, თავის მოგონებებში ხაზგასმით აღნიშნავდა ქართველი მებრძოლის ვაჟკაცობას) იხსნა სიკვდილისგან.

წყარო ლაშა სირანაშვილი


ომის ქრონიკები 

 აფხაზეთი 1992-93წწ წიგნიდან საქართველოსთვის რედ. ირმა ირემაძე


ავთანდილ აბოს ძე იოსელიანი დაიბადა 1952 წლის 16

სექტემბერს მესტიის რაიონის

სოფელ მულახში, პედაგოგების ოჯახში. 1958 წელს შევიდა მულახის საშუალო სკოლის

პირველ კლასში, მე-3 კლასიდან

სწავლა განაგრძო თბილისის

მე-60 საშუალო სკოლაში. 1968

წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს მოიხადა

სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1978 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკის

ფაკულტეტი _ გეოფიზიკოსის

სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქნავთობში, გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1980 წლიდან მუშაობდა

საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს

კომპლექსურ გეოლოგიურ-გეოფიზიკურ ექსპედიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1990

წელს დაინიშნა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს

უფროსად. 80-იანი წლების ბოლოდან ჩაება

ეროვნულ მოძრაობაში, აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბრიდან

ავთანდილ იოსელიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს

მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდატო ასეულში მებრძოლად (მოხალისედ). 1992 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა მასიური შეტევა ოჩამჩირეზე. ავთო იოსელიანმა და მასთან ერთად

მყოფმა სხვადასხვა შენაერთების მებრძოლებმა მოახერხეს მტრის შემოტევის მოგერიება.

დაახლოებით 20-22 კაციანმა

ჯგუფმა ვერ შესძლო ქალაქის

დატოვება, მათგან რამდენიმე

მებრძოლი ტყვედ აიყვანეს და

ოჩამჩირის სამხედრო კომენდატურის შენობაში გადაიყვანეს.

1992 წლის 26 სექტემბერს, დილით, კომენდატურის შენობაში, სადაც ჩვენს მებრძოლებთან

ერთად ტყვეებიც იმყოფებოდნენ, მთელი ღამის ბრძოლებში

დაღლილმა ავთო იოსელიანმა

შეამჩნია იატაკზე დავარდნილი

ხელყუმბარა (F-1), რომელსაც

დამჭერი რგოლი მომძვრალი

ჰქონდა და შესაბამისად აფეთქება გარდაუვალი იყო. ავთომ

მომენტალურად მიიღო ერთადერთი და სწორი, გმირული გადაწყვეტლიება,

_ საკუთარი სხეულით გადაეფარა ხელყუმბარას. მისი ბოლო სიტყვები იყო _ „ხომ არავინ

დაშავებულა?“...

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,

ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ იოსელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2019 წლის 17 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს დაცვისა

და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი

განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული

გმირობისა და თავდადებისათვის ავთანდილ

იოსელიანი დაჯილდოვდა ეროვნული გმირის

ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული

გმირის წოდება.

ავთანდილ იოსელიანს დარჩა მეუღლე და

სამი შვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.09.2022
სულ რედაქტირებულია 2




იოსელიანი იოანე 1777-1867წწ გურიის ეპისკოპოსი დაკრძ. გელათი

2 0

მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი სოფ. მარტყოფი (გარდაბანი)

2 0

იოსელიანი

1 0

მიანსაროვი-იოსელიანი სერგო არკადის-ძე (1916-1966) საბჭოთ გენერალი დაბ. თბილისი Миансаров Сергей Аркадьевич

1 0


ზაქარია იოსელიანი ონისიმეს ძე 1786-1866წწ გენერალ მაიორი წარმ. წყალტუბო

1 0


დიმიტრი იოსელიანი ზაქარიას ძე (1820-1900) რუსეთის გენერალი წარმ. წყალტუბო Иосилиани (Иосселиан) Дмитрий Захарович

1 0


ავთანდილ იოსელიანი შოთას ძე(1950-2007) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი

1 0


ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი გივის ძე 1952-1993წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. სოფ. მულახი მესტია

1 0


პავლე იოსელიანი 1947-1992წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი.

4 0

კახაბერ იოსელიანი 1971-1993წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი.

3 0

ვახტანგ იოსელიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


რომან იოსელიანი 1971-1992წწ. გარდ. 22 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი 1952-1993წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. თბილისი

4 0


ჯაბა იოსელიანი 1926-2003წწ მწერალი, პოლიტიკოსი, ხაშური, ქართლი

1 0


პლატონ იოსელიანი 1809-1875წწ ისტორიკოსი, მწერალი დაბ. თბილისი

1 0


ოტია იოსელიანი 1930-2011წწ გარდ. 81 წლის მწერალი დაბ. გვიშტიბი, წყალტუბო, იმერეთი

1 0


ეგნატე იოსელიანი 1847-1919წწ მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი წყალტუბო

1 0


გიორგი იოსელიანი 1847-1919წწ მწერალი, პედაგოგი წყალტუბო, იმერეთი

1 0


დიმიტრი იოსელიანი(1913-1989) რეკოდსმენი სიმღ.ხტომა სოფ.ჩიბათი ლანჩხუთი გურია

3 0


ნანა იოსელიანი დ.1962წ. მსოფლიო პრიზიორი ჭადრაკი

1 1

5 2 1


იაროსლავ კონსტანტინეს ძე იოსელიანი 1912-1978წწ სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ლიხირი, მესტია, სვანეთი.

4 0