სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ზარანდია 1957-2003წწ პარტიზანი გარდ. ტყვარჩელი დ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი. თენგიზ ზარანდია 1957-2003წწ პარტიზანი გარდ. ტყვარჩელი დ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი.

1957-2003 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ზარანდია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

თენგიზ ზარანდია 1957-2003წწ პარტიზანი გარდ. ტყვარჩელი დ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი.

ზარანდია თენგიზ დაიბადა 1957 წლის 7 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.


აფხაზეთის კუთხის ბიჭები. აფხ: ომის მერე დაიღუპნენ პარტიზანული მოძრაობის დროს აფხ: მიწაზე  თენგიზ ზარანდია (ანარხუ) 
ხუტა ნაჭყებია (ვეჩნი) დიდება ჩემი ძმების სულებს, მენატრებით. საუკუნობრივი დიდება თქვენ გმირებო... დიდება გმირებს 
ფოტო მოგვაწოდა რამაზ ნანავამ;

1964 წელს შევიდა დრანდის საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1974 წელს.
იმავე წელს მოეწყო თბილისის ცეკავშირის ტექნიკუმში დაუსწრებელ განყოფილებაზე.
1975 წელს გაიწვიეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამსახურში, რომელიც დაასრულა 1977 წელს.შემდგომ განაგრძო სწავლა და სამსახური.



როგორც კი დაიწყო აფხაზეთის ომი, იგი მაშინვე ჩაება საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში და ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის პირველი ბრიგადის სოხუმის ''თეთრი არწივის'' ბატალიონში.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ პატრიოტულმა სულისკვეთებამ არ მოასვენა. ამიტომაც განაგრძობდა პარტიზანულ ბრზოლებს.


რამაზ ნანავასთან ერთად;


აფხაზეთის ომში თენგიზ ზარანდიას ბევრი გმირობა ჩაუდენია. ბოლოს, 2003 წლის 5 ოქტომბერს, ტყვარჩელის რაიონში დამთავრებული საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, ქართველ პარტიზანთა ხუთკაციანი ჯგუფი უკან ბრუნდებოდა. გალის მისადგომებთან ინფორმატორებმა პარტიზანებს აცნობეს, რომ აფხაზეთსა და საქართველოს პირობით საზღცართან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლისკენ ავტომანქანა ''ვოლგით'' მიემართებოდნენ სეპარატისტების ბოევიკები სადამსჯელო ოპერაციის განსახორციელებლად. პარტიზანებმა გეზი სასწრაფოდ შეცვალეს, სასწრაფოდ დანაღმეს მანქანის სავალი ნაწილი და იქვე ახლოს ჩასაფრდნენ.რამდენიმე საათის შემდეგ არემარე საშინელი აფეთქების ხმამ გააყრუა. პარტიზანებმა იფიქრეს, ყველა დაიხოცაო, მაგრამ ერთი მათგანი მხოლოდ დაჭრილი ყოფილა. მან მოასწრო და ქართველ მებრძოლებს ხელყუმბარა ესროლა, რომელმაც ბახვა კოპალიანს ფეხი მოწყვიტა. ჯგუფია მეთაურმა თენგიზ ზარანდიამ დანარჩენებს უბრძანა; ''სოფლიდან ცხენი მოგვაშველეთ, დაჭრილ ცხენზე შევსვათ და აქაურობას გავეცალოთ, ყოველი წუთი ძვირფასია, მე დაჭრილთან დავრჩები...''
აფხაზებს ზარანდია და კოპალიანი ალყაში მოექცათ.აფხაზებმა დანებება უბრძანეს და მოსაფიქრებლად ორი წუთი მისცეს. ორმა წუთმა ორი წამით გაიარა და მოულოდნელად ორი გასროლის ხმა გაისმა. ტყვედ ჩავარდნას, თენგომ და ბახვამ, თვითმკვლელობა ამჯობინეს. აფხაზებმა თენგო ზარანდიას ''ანარხუ'' შეარქვეს.
გმირულად დაღუპული თენგიზ ზარანდია დაკრძალულია ქ . თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე და გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სიაში ირიცხება.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.03.2021
ბოლო რედაქტირება 24.03.2026
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზარანდია

1 0

გურამ ზარანდია 1949-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

3 0


კახა ზარანდია 1973-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

3 0


სპარტაკ (ჯუბა) ზარანდია 1974-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

3 0


მერაბ ზარანდია 1958-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

3 0


ზურაბი ზარანდია მიხეილის ძე 1955-93წ. გარდ. გუმისთა სოხუმი დ. გულრიფში აფხაზეთი

2 0


გერონტი (გენადი) ზარანდია 1961-2007წწ. ვეტერანი დაბ. სოფ. ზემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი

3 0

დავით ზარანდია 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში, აფხაზეთი.

3 0

რომან ზარანდია დ.1951წ ვეტერანი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0

კონსტანტინე ზარანდია 1962-1981წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ნოჯიხევი ხობი

2 0