ზაურ ტარიელის ძე სამუშია დაიბადა 1953 წლის 13 მარტს სოხუმში.იყო სოხუმის დამცველთა რიგებში აფხაზეთის ომის დროს პირველი დღიდანვე ჩადგა. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში: აჩადარაში, შრომაში, ახალშენში, ზეგანზე, ცუგუროვკაში, კინდღში თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა შემსრულებელმა, დისციპლინირებულმა მეომარმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაურ სამუშიას გმირული მოქმედება მარტის შემოტევის მოგერიების დროს.
1993 წლის 11 ივლისს შრომა-ახალშენის თავდაცვითი ოპერაციების დროს ზაურ სამუშია მტრის ჭურვით სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში. დაკრძალულია სოხუმში აბჟაყვას სასაფლაოზე.
ზაურ სამუშია თანამებრძოლებში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და მისი სახელის უკვდავსაყოფად მეომრებმა ერთ-ერთ გორაკს მისი სახელი დაარქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 4 დეკემბრის ბრძანების თანახმად დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ზაურ სამუშია
ზაურ ტარიელის ძე სამუშია სოხუმის დამცველთა რიგებში აფხაზეთის ომის დროს
პირველი დღიდანვე ჩადგა. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში: აჩადარაში,
შრომაში, ახალშენში, ზეგანზე, ცუგუროვკაში, კინდღში თავი გამოიჩინა, როგორც
მამაცმა შემსრულებელმა, დისციპლინირებულმა მეომარმა. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ზაურ სამუშიას გმირული მოქმედება მარტის შემოტევის მოგერიების
დროს.
1993 წლის 11 ივლისს შრომა-ახალშენის თავდაცვითი ოპერაციების დროს ზაურ
სამუშია მტრის ჭურვით სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში. დაკრძალულია სოხუმში
აბჟაყვას სასაფლაოზე.
ზაურ სამუშია თანამებრძოლებში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და მისი
სახელის უკვდავსაყოფად მეომრებმა ერთ-ერთ გორაკს მისი სახელი დაარქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 4 დეკემბრის ბრძანების თანახმად
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.