სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მეგონა ცაავა ვანოს ძე 1958-93წწ დაკარგ. სოხუმი დაბ. სოფ. ქვემო ფშაფი, გულრიფში მეგონა ცაავა ვანოს ძე 1958-93წწ დაკარგ. სოხუმი დაბ. სოფ. ქვემო ფშაფი, გულრიფში

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცაავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

მეგონა ცაავა ვანოს ძე 1958-93წწ დაკარგ. სოხუმი დაბ. სოფ. ქვემო ფშაფი, გულრიფში

ცაავა მეგონა დაიბადა 1958 წლის 17 იანვარს, ეროვნებით ქართველი,


განათლება - საშუალო, დაამთავრა 1975 წელს.

ზემდეგი ცაავა მეგონა ვანოს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 20-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენოტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის უფროს დამმნიზნებლად 1992 წლის 15 დეკემბრიდან 1993 წლის 21სექტემბრამდე.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ზემდეგ მ.ვ. ცაავას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში.


დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით



საბრძოლო დავალებების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და დისციპლინით.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა მუხანათურად შემოუტიეს ქ. სოხუმს, 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მებრძოლმა მ. ვ. ცაავამ დაიკავა საბრძოლო პოზიციები ქ. სოხუმის შემოსასვლელთან ძიძარიასა და გელოვანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.
1993 წლის 21 სექტემბერს დილიდანვე გაიხსნა მასირებული საარტილერიო ცეცხლი მოწინააღმდეგის მხრიდან და ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული ჭურვის ნასხრევებმა ზემდეგი მ.ვ. ცაავა სასიკვდილოდ დაჭრა.




ითვლება უგზო უკვალოდ დაკარგულად
ასე ვაჟკაცურად შეეწირა საქართველოს ერთღიანობისათვის ბრძოლას საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ზემდეგი მეგონა ვანოს ძე ცაავა.


ითანამშრომლა ფატი ცაავა შვილი
დარჩა სამი შვილი (გოგონა)


თვალწინ დამიდგა დღევანდელ დღეს 1993 წლის 21 სექტემბერი. იაშთუხის მიდამოებიდან შევიცვალეთ ლოკაცია გელოვანის ქუჩისკენ: წინა ხაზზე მტერთან შეტაკების დროს, გმირულად დაიღუპა ჩემთან ბავშვობიდან გაზრდილი ძმაკაცი. ემზარ ქარდავა 1971 წ. დაბადებული. სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა ვიცოდი მკვდარი იყო, 99 %-ით ვიცოდი სიკვდილს ვაწერდი ხელს მის გამოსაყვანად, ნეტავ იქ მომხვედროდა მეც ტყვია და დავრჩებოდი ჩემს კუთხეში სამუდამოდ: ნათესავმა, თანამებრძოლმა იურა ნანავამ მითხრა, თუ შეძლებ გამოსვე:თუ არა ღამით ვეცადოთო, რომელიც თვითონაც დაჭრილი იყო და ძლივს ღაფავდა სულს იურა ცოცხალია დღეს, მაგას ვენაცვალე. ჩვენთან ერთად იყო, მეგონა ცაავა რომელიც ისიც დაიღუპა ემზარისთან ერთად, რომელიც მოშორებული იყო ემზარისგან, არც ისე დიდი მანძილით, დღის სინათლეზე ვერ მიუახლოვდით და ვიფიქრეთ ღამით გამოვასვენებთთქვა, სნაიპერი ეჯდა მიცვალებულს ვერ გამოასვენებდა კაცი, ვინც იცის მიხვდება. საღამოთი ის ადგილი აიღო მტერმა და ვერ გამოვასვენეთ სამწუხაროდ. რამაზ ნანავას მოგონება

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.03.2026
სულ რედაქტირებულია 10

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


ცაავა - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

ალიკა ცაავა 1981-2022 გარდ. 41 წლის რუბეჟნოე, უკრაინა დაბ. სოფ. აჩიგვარა, გალი, აფხაზეთი. ცხოვრ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო

2 0

ვალერი ცაავა 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. განახლება გალი, აფხაზეთი.

4 0

რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი

4 0

გენო ცაავა 1957წ. მხატვარი. დაბ. სენაკი, სამეგრელო.

1 0