რევანტ ქარდავა დაიბადა 1970 წლის 4 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
1992 წლის 14 აგვისტო... აფხაზეთის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რევანტი ფარად დაუდგა მშობლიურ აფხაზეთს, იბრძოდა მამულის ერთიანობისათვის... იბრძოდა საქართველოსთვის. ბოლომდე გააზრებულმა პასუხისმგებლობამ მამაცი მებრძოლი უკვდავებას აზიარა.
1993 წლის 23 ივლისს შრომასთან გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას შეეწირა 22 წლის ყმაწვილის - რევანტ ქარდავას სიცოცხლე.