სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ ცირდავა 1932-93წწ გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დ. სოფ. მუხური ჩხოროწყუ ავთანდილ ცირდავა 1932-93წწ გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დ. სოფ. მუხური ჩხოროწყუ
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცირდავა სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ავთანდილ ცირდავა 1932-93წწ გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დ. სოფ. მუხური ჩხოროწყუ

ცირდავა ავთანდილ

''არ მომკვდარხარ მტრის ჯინაზე წინ მიდიხარ,
ახალდაბას ვაჟკაცურად იცავ.''

დაიბადა 1932 წლის 16 მაისს. საშუალო სკოლა დაამთავრა მუხურში. შემდეგ კი დაუძდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სათავაში ცაუდგა ახალდაბის კოლმეურნეობის საბჭოს მდივნად. შემდეგ კი მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სადაც ოჩამჩირის საფინანსო ინსპექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობას მიჰყვამ შემდეგ ახალი კინდღის საბჭოთა მეურნეობის უფროს ეკონომისტად.
აფხაზეთის ტრაგედიის ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი აქ დაიწერა-- გულისტკივილით გვესაუბრება ქალბატონი ნადეჟდა ცირდავა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად აფხაზეთის ტყვეობაში იყო და საკუთარი თვალით ნახა დიდი უბედურება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ცირდავა ავთანდილი ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. ავთანდილი ყოველ ღამე სადარაჯოზე იყო, წინა ხაზზე მიდიოდა ბიჭების გასამხნევებლად. მან ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, განიარაღებულ ახალგაზრდობას სკურჩაში საკუთარი თანხით შეძენილი იარაღი დაურიგა. აფხაზებმა სამშვიდობო მოლაპარაკება როცა შემოგვთავაზეს, ითავა წასულიყო ათარაში მოსალაპარაკებლად.
ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას ტყვედ აიყვანდნენ, მაგრამ აფხაზებმა დიდი პატივისცემით გამოისტუმრეს უკან.
1993 წლის 16 სექტემბერს დილით ექვს საათზე ახალდაბა ორმხრივ ალყაში მოექცა. მეუღლეს ქალბატონ ნადეჟდას დაუბარა შვილებისთვის მიეხედა. თვითონ კი წავიდა . ახალდაბაში მტრის შემოტევის დროს, ცირდავა ავთანდილი 1993 წლის 19 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.' ანდერძად დაუტოვა შთამომავლობას აფხაზეთის დაბრუნება. მისი აყვავება დღესაც განისვენებს უჭირისუფლოდ საკუთარ მიწაში. მან თავისი ვაჟკაცური ლამაზი სიცოცხლე ლამაზი სიკვდილით დააგვირგვინა.
შრომის და ბრზოლის მეტად ძნელი, მაგრამ სახელოვანი გზა გაბვლო ღვაწლმოსილმა ადამიანმა, ავთანდილ ცირდავამ.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.09.2025
სულ რედაქტირებულია 1




ცირდავა - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0

გივი აკაკის ძე ცირდავა 1948-1993წწ დაიკარგა სოფ. ოტობაია გალი აფხაზეთი, შავი ავაზა.

2 0


მიხეილ ცირდავა ნოდარის ძე დ.1966წ. ვეტერანი, შავი ავაზა ოფიცერი წარმ. სოფ. მუხური ჩხოროწყუ

5 0