სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12290

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამია ალასანია 1943-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოფ ანაკლია ზუგდიდი მამია ალასანია 1943-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოფ ანაკლია ზუგდიდი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ალასანია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

მამია ალასანია 1943-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოფ ანაკლია ზუგდიდი

მამია ალასანია

1943 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა მამია ალასანია. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა.

მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის N1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
მან სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ისევ ზუგდიდში დაბრუნდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატში ინჟინრად, ვიდრე არ გაემგზავრა მოსკოვში 1967 წელს, რათა მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის სტუდენტი გამხდარიყო. 1970 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მამია ალასანია მუშაობას შეუდგა ბათუმში აჭარის უშიშროების კომიტეტის სისტემაში. ბათუმში მუშაობის პერიოდში მამია ალასანია დაოჯახდა.



მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.
1980-81 წლებში ორჯერ, 6 და 9 თვით, ოპერატიული დავალებით მივლინებულ იქნა ავღანეთში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხდება ეროვნული უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება საინფორმაციო სადაზღვერვო ბიუროდ, რომლის შექმნისთანათვე მამია ალასანია ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1992-93 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში.
შემდეგ იყო ომი აფხაზეთში. მამია ალასანია ამ ომში გმირულად იბრძოდა და გმირულად შესწირა საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი ორმოცდაათი წლის მამია ალასანია მოკლეს.


საქართველოს გმირის მამია ალასანიას საფლავი დღემდე უცნობია. მაგრამ, ცნობილია ერთი რამ – საქართველოს ჰყავდა ერთგული შვილი, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში იმყოფებოდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მამია ალასანიასდარი პიროვნება.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 4




ალასანია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

მამუკა ალასანია გარდ. 1993წწ სოხუმი დაბ. სოხუმი

2 0

რამაზ ალასანია 1967-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა აფხაზეთი

5 0


ალასანია ირაკლი(1973) თავდაცვის მინისტრი დაბ. ბათუმი აჭარა

1 0