სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 არკადი სპირიდონის ძე გეგეშიძე 1902-1974წწ სამამულო ომის გმირი  (1941-1945) დაბ. სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1902-1974 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი გეგეშიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

არკადი სპირიდონის ძე გეგეშიძე 1902-1974წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე  22 თებერვალი, 1902 10 იანვარი, 1973  (70 წლის ასაკში)  დაბადების ადგილი: სოფელი მელაური, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.


1943 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო ქალაქ ფოთში. 1946 წელს თადარიგში გავიდა, 1948 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისში. საზღვაო ქვეითთა მე-7 ბრიგადის ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.29ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი დროშის ორდენი (ორი ორდენი)
  • ლენინის ორდენი


არკადი სპირიდონის ძე გეგეშიძე დაიბადა 1902 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941 წლის ივნისიდან. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 23 ოქტომბერს - სევასტოპოლის დაცვისას ბატალიონის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის. გარდაიცვალა 1974 წელს.


კომკავშირის საგზურით გაიგზავნა და მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში, სადაც საკადრო ოფიცერი გახდა. 1941 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ვიდრე სევასტოპოლის 250-დღიანი გმირული დაცვის დასრულებამდე, კაპიტანი გეგეშიძე სპეცდანიშნულების ჯარში, მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის მე-2 განსაკუთრებულ მსროლელ ბატალიონს მეთაურობდა.


1941 წლის ნოემბერში ზღვისპირა არმია, გენერალ-მაიორ პეტროვის მეთაურობით, ორგანიზებულად იხევდა უკან, სევასტოპოლისკენ. ა. გეგეშიძის ბატალიონს დაევალა შეტევაზე გადმოსული მტრის შეკავება სოფელ საბლის აღმოსავლეთით. 2 და 3 ნოემბერს ბატალიონმა აწარმოა მძიმე ბრძოლები და საშუალება მისცა ზღვისპირეთის   არმიას, უკან დახევა ორგანიზებულად განეხორციელებინა. შემდეგ, 8-17 ნოემბრის მონაკვეთში კი, გეგეშიძის ბატალიონი უკვე შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა მეკენზიურ მთებში, ხუტორ მეკენაია-2-ის მიმართულებით... მთელი შემდგომი თვეების მანძილზე, ვიდრე 1942 წლის 17 ივნისამდე, როდესაც გეგეშიძე ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა, უშიშარი ქართველი კაპიტანი ხან თავდაცვით, ხან შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა სევასტოპოლის შემოგარენში, იგი ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდებოდა და მანევრირების დიდოსტატობა დაამტკიცა.  გეგეშიძემ საოცარი ნიჭი და უნარი გამოავლინა საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის და განხორციელების, ასევე ჯარისკაცების მოტივირების თვალსაზრისით. მისი პირადი სიმამაცე აღანთებდა და შიშს უკარგავდა საბჭოთა ჯარისკაცებს. ასე, 1942 წლის 11 და 12 ივნისის ბრძოლებში, გეგეშიძე ბატალიონს პირადად გაუძღვა შეტევაზე და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვია. კაპიტანი გეგეშიძის ბატალიონმა გერმანელთა ბატალიონი მთლიანად გაანადგურა, ოთხ ტანკთან ერთად. საბჭოთა მეზღვაურებს ნადავლის სახით დარჩათ მოწინააღმდეგის ოთხი  ქვემეხი, რამდენიმე ტყვიამფრქვევი და ორი რადიოსადგური.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0