სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
კახა ჟღენტის მოგონებები საქართ. მხედრიონი 1992-93წწ ავტ. ლალი ცერაძე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი ჟღენტი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

კახა ჟღენტის მოგონებები საქართ. მხედრიონი 1992-93წწ ავტ. ლალი ცერაძე

ლალი ცერაძე – ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად გთავაზობთ „საქართველოს მხედრიონის“ წევრის კახა ჟღენტის მოგონებებს ქალაქ გაგრის დაცვის შესახებ. 1992 წლის აგვისტო-ოქტემბერში  უბრალო თბილისელმა სრულიად გამოუცდელმა ბიჭება მოახერხეს მტრის განცვიფრება თავისი შემართებით და მხნეობით… საუბედუროდ უამრავმა გამოუცდელმა პატრიოტმა ვაჟკაცმა გააცია ცხელი ტყვია და მარადისობის საკუთრება გახდა…

ჩანაწერი გაკეთებულია 1994 წლის მაისში.

კახა ჟღენტი დაბ. 05 იანვარი 1965 წელს თბილისში  – „წითელმა მაშხალამ ცა გაანათა და „მხედრიონი“ შეტევაზე გადავიდა…“

„საქართველოს მხედრიონის“ და პირადად ბატონი ჯაბა იოსელიანის პოზიცია სამაჩაბლოს და აფხაზეთიში განვითარებული პრობლემების მოგვარების მხრივ იყო ცალსახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და საბჭოთა კავშირის მსხვრევის პირობებში ნაკლები დანაკარგებით და მსხვერპლით გამოსვლა მგდგომარეობიდან. ამიტომაც ვიყავით სამაჩაბლოში და აფხაზეთში ძალადობის წინააღმდეგ და მშვიდობის მომხრეები. ჩვენ დაპირისპირების წინააღმდეგ ვიყავით და  ვთვლიდით, რომ ისევ ძმურად უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება და ურაპატრიოტიზმი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო.

მაგრამ იყვენენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის დავალებას ასრულებდნან და მოსახლეობას აპირისპირებდნენ ერთმანეთში და მათი პოლიტიკური ხაზის სეპარატიზმის გამღვივებლები ართულებდნენ საქართველოს მძიმე ეკონომიკურ და სოციალური მდგომარეობას. მუდმივ შიშში და დაპირისპირებაში ცხოვრება კი ძალიან რთულია…

სამაჩაბლოს მოყვა აფხაზეთის მოვლენები და კავკასიაში შექმნილ „მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ თავისი მეომრების გადმოყვანა დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაცვის მოტივით საქართველოში. ამას დაემატნენ კაზაკებიც, რომელთაც რა სურდათ დღემდე გაურკვეველია, მაგრამ უმძიმესი ცოდვა დაატრიალეს აფხაზეთის მიწაზე, ქართველების გენოციდს მიყვეს ხელი.

როდესაც სოხუმში შევიდა ჩვენი ფორმირებები და უკვე დენთის სუნი დადგა და გაგრაშიც მოსახლეობა დაიძაბა. ბატონი ჯაბა გადაფრინდა სოხუმში და სცადა ესკალაციის შეჩერება, მაგრამ ვლადიმერ  არძინბას ომი ცალსახად უნდოდა და არ შეხვდა ჩვენს წარმომადგენლებს. აშკარა გადხა, რომ შეტაკება გარდაუვალი იყო.

ჩრდილოეთკავკასიელები მოადგნენ კიდეც გაგრას და  1992 წელის აგვისტოში მოულოდნელად საბრძოლო ვითარებაში აღმოვჩნდით. ჩვენ სრულიად გამოუცდელი თბილისელი ბიჭები პირდაპირ ტყვიების ზუზუნში და ომის ეპიცენტრში ჩავვარდით და მე ვიტყოდი ვაჟკაცურადაც ვიბრძოლეთ.

1992 15 აგვისტოს  პირველი საზღვაო დესანტად გაგრაში გადავიდა „შავნაბადას“ ბატალიონი და ჩვენი მხრიდან იყო მსხვერპლიც. ღმერთმა აცხონოთ კაი ბიჭები დაიღუპნენ. 

1992 წლის 20 აგვისტო იყო და თბილისის აეროპორტიდან „მხედრიონი“ გაემგზავრა ბატონი ჯაბა იოსელიანის თაოსნობით სოხუმში და შემდეგ ვერტმფრენებით გადავფრინდით გაგრის პოზიციებზე.  დაახლოები 200 კაცამდე ვიყავით. ჩვენი მეგობრების ნაწილი კატარღებითაც გადადიოდნენ. თუმცა ეს ხდებოდა რუსების ნაწილების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ და არც ისე უსაფრთხო იყო ბრძოლის ველამდე მიღწევაც კი.

გაგრაში დაგვხვდა „საქართველოს მხედრიონის“ გაგრის რაზმის მეთაური ბადრი ფირცხელიანი, რომელსაც უკვე კომენდატურა ჩამოეყალიბებინა და ყველანაირად ცდილობდა ქალაქში სტაბილურობის დამყარებას და წესრიგის დაცვას. აშკარად ჩანდა , რომ ეს არ იყო ადვილი საქმე. რამდენიმე ფორმირება იდგა იქ და იგრძნობოდა, რომ სამხედრო დისციპლინამდე ძალიან შორი იყო. ვისაც საით სურდა იქით გაქანდებოდა და დიდი პასუხისმგებლობით არ გამოირჩეოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობაც ზერელედ და ზედაპირულად იქცეოდა და ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდათ რა საშინელება  ელოდებოდათ სულ ერთ თვეში უფრო მეტი მობილიზებით დაგვიდგებოდნენ გვერდში.

გაგრაში თავდაპირველად სტადიონზე შევიკრიბეთ და გადაწყვიტეს, რომ ერთი-ორი დღე „მხედრიონი“ გაეცნობოდა ადგილობრვ პირობებს და უკვე შემდეგ ჩავებმეოდით ბრძოლაში. მაგრამ 22 აგვისტოს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან მტერი უკვე საკმაოდ გააქტიურდა და შემოტევებს ანვითარებდა.

გაგრა რელიეფურად რთული ქალაქია. ზღვის ნაპირს მჭიდროდ მთა აკრავს და ბრძოლის გაშლა ძალზე ძნელი იყო. აფხაზებს უკვე დაეტოვებინათ ქალაქი და ქართული მოსახლეობა კი ადგილზე რჩებოდა. ჩვენს ხელთ იყო ლესელიძე და განთიადი რუსეთის საზღვრამდე და ამიტომ ტრასასაც ფსოუს საზღვრიდან გაგრის გასასვლელამდე ჩვენ ვაკონტროლებდით.

ბორჯომის მხედრიონის ბიჭები გიგა გელაშვილის მეთაურობით სამანქანე გზაზე იდგნენ. გაგრიდან ბიჭვინთის გადასახვევამდე „პლიაჟის“ პერიმეტრზე სამტრედიის „მხედრიონი“ გია და კაკო ვაშაკიძეების მეთაურობით და გაგრის თავზე მთის გადაჭრილ წვერზე ე. წ. ”ბასეინების“ ვაკე ადგილზე თბილისელების ჯგუფს გვეჭირა პოზიციები. ამ პოზიციას  ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა, რადგან  არტილერიას თავისუფლად შეეძლო აქედან ქალაქი მიწასთან გესწორებინა და ეკონტროლებინა ქვევით ტრასა, ამიტომაც აფხაზები გამალებული ცდილობდნენ ამ ადგილის ხელში ჩაგდებას.

მართლაც 23 აგვისტოს დაიწყო მასირებული შემოტევა.

პირველი შეტევა განახორციელეს სამსონ ბრეგვაძის (მოფერებით „ბაჭიას“ ვეძახით) ჯგუფზე და პირველი სიკვდილი გაგრაში „მხედრიონელებიდან“ იყო დედისერთა ვაჟკაცი მიშიკო ბურძგლა,  რომელიც თავისი მეგობრის ალექსანდრე სუხაშვილის მისახმარებლად გაიქცა მართლაც ტყვიების წვიმამ მოცელა. ზუსტად 40 წუთის შემდეგ რაც „ბაჭია“ ავიდა „ბასეინის“ ტერიტორიაზე მოვიდა შეტყობინება, რომ სასწრაფოდ იყო საჭირო მაშველი და სამტრედიელები და თბილისელები ავვარდით საბრძოლო მანქანებით და ჩვენებს დავეხმარეთ გამოვიყვანეთ დაჭრილები და დაღუპულები გადმოვასვენეთ. ჩვენს მეგობრებს მცირერიცხოვნობის გამო ძალზე უჭირდათ მტრის მასირებული შემოტევის მოგერიება. ჩვენ დავრჩით მათ ნაცვლად და დავიკავეთ პოზიციები.

სამი დღის განმავლობაში „ბასეინზე“ არ უძინია არავის. მე შემდეგ კიდევ ვიყავი ბრძოლებში, მაგრამ ისეთ საშინელ ტყვიების გნიასში რომ მოვხვედრილიყავი სხვა დროს არ მახსოვს. ეს იყო ენით აუწერელი საშინელება, წუთი წუთში ისროდნენ და ავტომატის ლულა უკვე გადახურებული იყო. გამუდმებით სროლაში ვიყავით. სიტუაცია ძალზე დაიძაბა, ბიჭები საშინლად გადაიღალნენ შემცვლელი ძალა კი არ გვყავდა. ეს იყო ძალიან რთული საბრძოლო ნათლობა, რომელსაც ამ თბილისელმა გოგლი-მოგლზე გაზრდილმა ბიჭებმა მე ვიტყოდი ჯერ კიდევ ბავშვებმა მართლაც გავუძელით. ეს იყო სამი დღე და სამი ღამე ელემენტარული პირობების გაერშე. დასალევი წყალიც კი ვერ ამოქონდათ, რომ შუალედში ტუჩები მაინც დაგვესველებინა. „ბასეინები“ იყო იმ ღამეს ყველაზე ცხელი წერტილი.

მე პირადად დავუკავშირდი ბატონ ჯაბას რაციით და მითხრა, რომ ერთი ღამეც როგორმე გაგვეძლო და ღამით ბიჭები ჩამოვლენო და ჩვენი მეგობარი გიგა არველაძე უნდა ამოსულიყო შეცვლაზე.

შემომატებული ძალა პირდაპირ კატარღებიდან აღმოჩდნენ ბრძოლაში: ალიკა მეტრეველი, ნუკრი ჭელიძე, გელა ქაფიაშვილი და სხვები.

ვგრძნობიდით რული გვეკიდებოდა, თავი საშინლად გვტკიოდა და ძალები გვეცლებოდა. იმ დროს ჩაძინება იყო სიკვდილის ტოლფასი. ამას კარგად ვაცნობიერებდით და იმისთვის, რომ თავდასხმა გამოგვერიცხა, გადავწყვიტეთ ჩვენ თავად გადავსულიყავით შეტევაზე და გადაგვენაცვლა წინ, როგორმე განგვედევნა მოწინააღმდეგე. დაახლოებით ღამის 2 საათზე მოწინააღმდეგემ შეწყვიტა სროლა. სიჩუმე უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დაღლილ-დაქანცულ ბიჭებს ოთხი-ხუთი საათისთვის ჩაეძინებოდათ და ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.

ჩვენს წინ იყო ტყე და სიმინდის ყანა, ამიტომ მხედველობის არეალი იყო ძალიან მცირე. ყველაფერი დამოკიდებული იყო შენს სმენაზე და სიფხიზლეზე. ყველაფერი უნდა გაგვეკონტროლებინა. 

მათი მხრიდან სროლის შეწყვეტა სწორედ ჩვენი მოდუნებისთვის იყო განკუთვნილი და გათვლილი. ჩვენც გვიკვირდა, რადგან ოთხი დღე მოცოცავდნენ და მობობღავდნენ, ცეცხლი არ შეწყვეტილა და ალბათ, ადამიანურმა ინსტიქტმა გვიკარნახა ვიდრე სამხედრო ცოდნამ, რომ რაღაცას გვიმზადებდნენ.  ყველანი ერთად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ – შეტევაზე თავად უნდა გადავსულიყავით, უნდა დაგვესწრო. მე მაშხალა უნდა მესროლა და ამ ნიშნის შემდეგ დაიწყებოდა მასიური გადასვლა წინა პოზიციაზე. მარტო გვყავდა ერთი „ბე-ემ-პე“ და მახსოვს როცა ტრასაზე  გიგა გელაშვილის ბიჭებს გაუჭირდათ და ისიც იქ ჩავიდა და ამიტომაც ჩვენ თავად უტექნიკოდ დავრჩით.

ოთხ საათს აკლდა წუთები, ყველა პოსტი თვითონ ჩამოვიარე და გავაფრთხილე ბიჭები. სულ 30-35 კაცი ვიყავით, გაგრის მხედრიონიდან 12-14 კაცი, მაგრამ აუცილებლად უნდა წინ უნდა წაგვეწია. ხალში „რაკეტნიცა“ მეკავა და საათს დავყურებდი ოთხს უკლდა ერთი წუთი და წარმოიდგინეთ  იმავე წამს  მტერმა არ დაიწყო შემოტევა?! ჩვენც ავიყარეთ და გადავიდეთ ტყვიების წვიმაში წინ, დაახლოებით 500 მეტრით გადავაადგილდით. გამოვიდა ორმხრივი შეტევა-შეტაკება. ეს იყო მაინც შედეგიანი გადასვლა, რადგან ასაღები იყო წინ მთა, რომელთანაც გადიოდა ბზიფის ხეობაში. აქედან გვესროდა აფხაზების „ბე-ემ-პე“ და მძიმე ტექნიკის გრუხუნი ისმოდა, ჩვენს პოზიციებს ერთგვარად ზემოდან დაჰყურებდნან.

ასე სიმწრით გადავინაცვლეთ და დაახლოებით 8-9 საათზე ამოვიდა გიგა არველაძე ავტობუსით  და ამოიყვანა ოცი მეომარი. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კიდევ უფრო წინ წაგეწია შეტევითი ბრძოლით. მე ვიტყოდი, რომ ამ კაცის საერთოდ შიში ფაქტორი და შეგრძნება არა აქვს, მაგარი ვაჟკაცი ქართველია და ჩვენი დიდი სიყვარულით ვუყურებდით და გვჯეროდა მისი.

გიგამ ძალიან სწრაფად აგვიხსნა, რომ მოულოდნელად შეტევაზე მივდიოდით  კიდევ უფრო წინ და მაშინ კი სიქაგამოცლილებმა ვუთხარით, რომ ძალიან ილაჯგაწყვეტილები ვიყავით, რის შეტევა?! რა შეტევა?! ხუთი დღეა არ დაგვისვენია, არ გვიჭამია და არ გვიძინია მეთქი. გიგა ძალზე მონდომებული იყო, რადგან ქვევით უკვე გადაწყვეტილი იყო ჩვენი მორიგი წინ გადანაცვლება და ამაზე დამოკიდებული იყო ტრასაზე სხვა ოპერაცია. ამიტომაც რაღაც წამებში და წუთებში გიგამ დიაძახა „აბა, დავაი, წინ წავედით ბიჭებოო“. და ეს ახლადმოყვანილი ოცი კაცი გაიქცა და რა გაიქცა შეტევაზე.

ჩვენ რაღა უნდა გვექნა, ხომ არ მივატოვებდით? და ყველა გავეკიდეთ, რა ძალაც გაგავაჩნდა და ღონეც გვქონდა  შერჩენილი და მხოლოდ 50 მეტრი გაირბინა გიგამ და დავინახეთ, როგორ მოხვდა ტყვეა სახეში, როგორ დავარდა გასისხლიანებული, მერე არაფერი მახსოვს… საშინელ აფექტში ჩავვარდით და მდგომარეობა ძალზე დაიძაბა… გიგასკენ არც კი გაგვიხედია, არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი.

რაც შეგეძლო დავაყარეთ ტყვია და ვცდილობდით გიგა გამოგვეყვანა. ჩვენი ბიძინა პირველი და გიგა სულ პირველები იყვნენ ძირს გართხმულები და ისეთი სროლა აგვიტეხეს აფხაზებმა, რომ ბალახის ნასახი არ გადარჩა მოისხიპა ყველაფერი.

გვესმოდა მხოლოდ ბიძინას ყვირილი – „გიგა, შენ ვერავინ ვერ გიშველის თუ თავს არ უშველიო!“ და მაშინ კიდევ ერთხელ ადგა ფეხზე პირში ტყვამოხვედრილი კაცი, ყბა ეჭირა ხელით და ცალი ხელით როგორღაც ისროდა. ბრძოლა ბრძოლაა და უშვერი სიტყვებით და გინებით აფხაზების მიმართ კიდევ ათი ნაბიჯი გააკეთა წინ და ამით დიდი სტიმული მოგვცა ყველას და ფსიქოლოგიურად გავმხნევდით… ჩვენს მას მივყევით წინ ერთი ხანი და შემდეგ გამოვიდა ჩვენთან ერთად გიგაც…

28 აგვისტო თენდებოდა ჩამოფრინდა პაატა დათუაშვილი და ადგილი შეისწავლა და ჩაატარა თათბირი და გადაწყვიტა, რომ „მხედრიონმს“ უნდა შეეტია რამდენიმე პოზიციაზე. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე არასწორი შეტევა, რადგან ჩვენ ამის არც ძალა არ გვქონდა და არც ტექნიკა გვიწყობდა ხელს. მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ აბსურდამდე მიყვანილი შეტევა იყო, თუმცა ყველაზე სისხლიანი, რადგან ჩვენი ბიჭებიდან 30 კაცამდე დაიღუპა და უამრავი დაიჭრა.

ტრასაზე განვითარებული შეტევის შედეგად მივედით ბიჭვინთის გადასახვევამდე დაახლოებით 12 კმ-ზე და შეტევა უაზრო გახადა უკან დახევის ბრძანებამ, წინ არაფრით არ გაგვიშვეს. რაში იყო საქმე არავინ დღემდე არ იცის.  ერთი კი ცხადია, ძალზე დიდი დანაკლისი გვქონდა.

ეს შეტევა ორი მიმართულებით მიდიოდა – ერთი  მათაში სადაც ჩვენ ვუტევდით და მეორე გზაზე – ბორჯომის მხედრიონის, ეროვნული გვარდიის „შავნაბადას“ ბატალიონის, თს რამდენიმე ბატალიონის შემადგენლობით. წინ წაწევა მიდიოდა რომ იტყვიან „По всему фронту“ და როგორია, ბიჭვინთის გადასახვევამდე მისული ხალხი, სადღაც სამი მთა აღებული ბიჭები, შემოაბრუნეს უკან. ამდენმა სისხლმა, თითქმის უაზრობამდე მიყვანილმა სიკვდილმა ცუდად იმოქმედა ჩვენზე და მთელ საერთო სიტუაციაზე. სიკვდილი რეალური იყო, რაღაც დავითრგუნეთ ამ ტყუილად დაღვრილი სისხლით.

შეიქმნა არასასიამოვნო ფსიქოლოგიური მომენტი. რწმენა შეირყა, ძალიან ძნელი გადასატანია, როცა სიკვდილზე მიდიხარ იდეის გამო თუ შენი სამშობლოს მიწის გამო და შენი მეგობრები იღუპებიან, გაციებულ-გასისხლიანებულ ცხედრებს მოათრევ და შემდეგ მოდის ბრძანება, რომ უკან უნდა დაიხიო. თუ არ უნდოდათ გამარჯვება  რაღას მიგვერეკებოდნენ წინ და ამდენი ახალგაზრდა რაზე ჩახოცეს?! ამ საშინელმა ტრაგედიამ მძიმე ფსიქოლოგიურო დაღი დაგვასვა და მორალურად გაგვტეხა. ამას მოჰყვა სამი სექტემბერი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჩვენ გაგრიდან გამოგვიყვანეს და ქალაქი უპატრონოდ დარჩა.

თავად ქალაქში სიტუაცია ძალზე ცუდი იყო – ანარქია, ცოტა უცნაური მნიშვნელობით, რომ ვთქვა – ყველა თავისთვის ომობდა… ჩვენ „მხედრიონი“ ვიყავით ჩვენთვის, „გვარდია“ თავისთვის, „შავნაბადა“ თვისთვის, „ავაზა“ თავისთვის,  „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“ თავისთვის და არ არსებობდა ერთიანი მექანიზმი მათ გასაერთიანებლად. ყველას ჩვენი ამოცანა გვქონდა – „მხედრიონს“ მთა უნდა აეღო, გვარდიას – ლესელიძე-განთიადის მთები უნდა გადაეკეტა, მაგრამ  ფაქტიურად ყველა ჩვენთვის ჩაკეტილი ვიყავით.

ამას თან ერთოდა ისიც რომ, მაგალითად მე და სხვაც ვენდობოდით მხოლოდა ჩვენს შენაერთს. მე  მაგალითად მე არ წავიდოდი შეტევაზე გვარდიელთან ერთად, რადგან მწამდა, რომ თუ დავიჭრებოდი ნებისმიერი მხედრიონელი, ვინც ახლოს იქნებოდა ჩემთან, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ბრძოლის ველიდან გამოვეთრიე  და გადავერჩინე.

ზოგიერთი თავდადებით იბრძოდა და ზოგი ფორმირების წევრი მაშინვე მოტრიალდებოდა როგროც კი წინააღმდეგობა შეხვდებოდა და არც გაემტყუნებათ – კაცი შვილი არ იყო ბრძოლაში გამოცდილი, ხან ტყვია-წამალი არ ქონდათ, ხან არასწორად აგზავნიდნენ პოზიციაზე და ასე შემდეგ.   

პოლიტიკოსები კი თავისებურად ურევდნენ სიტუაციას და  ხან ომი იყო ხან მშვიდობა. ურთიერთგამომრიცხავი ბრძანებები მოდიოდა.

აი ეს ფაქტორები უშლიდა ხელს ქალაქის დაცვას და შეტევაზე გადასვალს.

გაგრაში „მხედრიონის“ ბიჭები ძალიან კარგად იბრძოდნენ, მე ვიტყოდი ვაჟკაცურად. ეს იყო, რაღაც საოცარი მეგობრული თანადგომის და თავგანწირვის შეგრძნება… საუბედურდ, პირველად აქ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში, შევიგრძენი ახლობლის დაკარგვის სიმწარე, გულისშემძვრელი სინანული.

გაგრაში მე პირველად ვნახე, როგორ მოხვდა კაცს შუბლში ტყვია და მისი ტყუპის ცალი ძმა როგორ ღრღნიდა სიმწრისგან მიწას ღმუილით და ტირილით.

ეს იყო ძალიან ძალიან მძიმე ემოციები და სანახავი მომენტები…

ჩემი აზრით, გაგრა არ უნდა დაკარგულიყო, რადგან დილეტანტის ხედვითაც ჩანდა, რომ ამ ქალაქს სრულიად ეყოფოდა 500 კაცი, რომ მოსახლეობა დაცული ყოფილიყო.

ჩვენ, უმეტესობა თბილისელი ბიჭები, როდესაც გამოგვიყვანეს გაგრიდან იქ შევიდა შეიარაღებული ძალა გვარდია, სულ ახალწვეული პირტიტველა ჩვენზე უფრო გამოუცდელი ბავშვები, რომელთაც არაფერი არ ჰქონდათ ნანახი და ბრძოლის ქარცეცხლში გამოუშვეს.

მე მგონი, გაგრა დაკარგულია რაღაც ვერაგული ღალატის ფონზე. არ ვიცი ვინმემ  ფული  აიღო ამაში თუ არა, მაგრამ ვიღაცამ აშკარად უღალატა ქართულ საქმეს და  თუ ვინ ამის დასახლება არ შემიძლია.

ავტორი ლალი ცერაძე მკვლევარი  წარმომავლობა (მამა) ცხინვალი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0