სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერაბ მარგიანი 1974-23/09/92წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი მერაბ მარგიანი 1974-23/09/92წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი მერაბ მარგიანი 1974-23/09/92წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი მერაბ მარგიანი 1974-23/09/92წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

1974-1992 წწ. გარდ. 18 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარგიანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

მერაბ მარგიანი 1974-23/09/92წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

მერაბ  სალარეფის  ძე  მარგიანი   დაიბადა  1974  წლის  25  აგვისტოს, ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. 


მარგიანებს  ერთადერთი  ნანატრი   ვაჟი  ჰყავდათ,თვალისჩინივით  შეჰყურებდნენ,თავს  დასტრიალებდნენ,შეჰხაროდნენ...    1990  წელს   წარმატებით  დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა  და  ჩაირიცხა  თსუ  სოხუმის  ფილიალში, ფიზიკური  აღზრდის  ფაკულტეტზე.  იყო  აქტიური სტუდენტი -  მონაწილეობდა  უნივერსიტეტის  მიერ  მოწყობილ  სპორტულ  შეჯიბრებებში. უღალატო,თავმდაბალი , გულმხურვალე  მამულიშვილი - ახასიათებდნენ  მას  მეგობრები.

  აფხაზეთში  ომის  დაწყებისთანავე  მერაბი  თავის  მეგობრებთან  ერთად  ჩადგა  სამშობლოს  სადარაჯოზე.  დედისერთა  მერაბმა  დედის  თხოვნაზე  არ  ჩართულიყო  საბრძოლო  მოქმედებებში,  ასე  უპასუხა : „ დედიკო, ომია, ომი,  და  სხვა გზა  არაა,  ომში  უნდა  წავიდეო!“ სიყრმის  მეგობართან  , რომან  იოსელიანთან  ერთად ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ეროვნული  გვარდის მე-3   ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, შემდეგ  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.

  1992  წლის  23  სექტემბრის  შემდეგ  დედას  აღარ უნახავს.  1992  წლის  18  ნოემბერს  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის   დროს,ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცხენისწყალთან  თავის  თანამებრძოლებთან  - რომან  იოსელიანთან  , ბაკურ   გიგლემიანთან, ვახტანგ  იოსელიანთან  ერთად  ააფეთქეს  საბრძოლო  მანქანაში.

  მერაბ  მარგიანი  დაკრძალულია  მშობლიურ   კოჩარაში.


მარგიანების ტკბილქართული ოჯახი ცხოვრობდა ოჩამჩირის რ-ნის სოფ. კოჩარაში.
ცოლ-ქმარ მარგიანებს ერთადერთი ნანატრი ვაჟი ყავდათ. თვალისჩინივით
შეჰყურებდნენ, თავს დატრიალებდნენ, შეხაროდნენ. მერაბიც ასეთივე გაზარდეს
კეთილი, უშურველი, ალალი. იურისტობაზე ოცნებობდა. მშობლებს ბედნიერ სიბერეს
პირდებოდა.აფხაზეთის ომის დაწყების ავბედით დღეს, სახლში შევარდნილა მერაბი –
დედი, გესმის რა ხდება? უნდა წავიდე, ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერ
გააკეთებს!საქართველოს ეროვნული გვარდიის III ბრიგადის IV ბატალიონში
ჩაირიცხა.1992 წლის 23 სექტემბრის შემდეგ აღარ უნახავს დედას. 1992 წლის 18
ნოემბერს ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცხენისწყალთან
თავის თანამებრძოლებთან რომან იოსელიანთან, ბაკურ გიგლებიანთან და ვახტანგ
იოსელიანთან ერთად ააფეთქეს საბრძოლო მანქანაში.აფხაზეთის დაცემამდე მოხდა ეს
ამბავი, ამიტომ მერაბ მარგიანის ცხედრის მშობლიურ სოფლის – კოჩარას
სასაფლაოსათვის მიბარება მოასწრეს ახლობლებმა.

მარინა ნაჭყებია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.06.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 2




მარგიანი

1 0

მარგიანი გიორგი მურზას ძე 1868-1903წწ მართლმ. მღვდელი 1868-1903წწ მუჟალის მაცხოვრის შობის ეკლესია, მესტია

2 0

იოანე გიორგის ძე მარგიანი 1872-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მუჟალი, მესტია

2 0

ივანე მარგიანი ცხოვრება და მოღვაწეობა ავტ. თამაზ ლეჟავა 2008

2 0

შუქრი მარგიანი 1962-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ომარიშარა გულრიფში, აფხაზეთი.

2 0


ბორის (კარლო) მარგიანი 1961-93წწ. გარდ. 32 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

4 0


რევაზ მარგიანი 1916-1984წწ მწერალი, ფილოლოგი, მულახი, დაბ. მესტია, მცხეთა-მთიანეთი

1 0


უშანგი მარგიანი დ.1994წ. მსოფლიო პრიზიორი ძიუდო დაბ. გარდაბანი

1 0

7 8 5


ფირუზ მარგიანი დ.1959წ. ევროპის ჩემპიონი ძიუდო დაბ. მესტია სვანეთი

1 0

1 0 0