მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 241 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ზურაბ რეზოს ძე კვარაცხელია დაიბადა 1968 წლის 14 აპრილს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ კვარაცხელია 1993 წლის ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონის რიგებში.
ზურაბ კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში, კერძოდ, სოფელ ბესლახუბას, ოხურეის,ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით.
ზურაბ კვარაცხელია დაიღუპა 1993 წლის 10 აგვისტოს, სოფელ ოხურეის საბრძოლო პოზიციაზე, მტრის მორიგი შემოტევის დროს.