სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერაბ ჩხეტიანი 1975-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი მერაბ ჩხეტიანი 1975-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი მერაბ ჩხეტიანი 1975-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხეტიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

მერაბ ჩხეტიანი 1975-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

თამაზ  ზურაბის  ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1969  წლის  12  აგვისტოს სოხუმის  რაიონის  სოფელ  შრომაში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1993  წლის  1 ნოემბრიდან იგი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2 საარმიო  კორპუსის   23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის მე-3   ასეულში.ომში  თამაზმა  თავი  გამოიჩინა  როგორც  საქართველოს  ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისთვის  თავდადებულმა  მებრძოლმა.  პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  ბრძანებებს,აქტიურად  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში. 1992  წლის  დეკემბერში  თამაზ  ჩხეტიანმა  თანამებრძოლებთან  ერთად  მტრის  ორი  ჯარისკაცი  აიყვანა. 1993  წლის   მაისში  კი  რუსი  დაქირავებული  სნაიპერი,რომელიც 23-ე  ბრიგადის  შტაბის  ხელმძღვანელობას  ჩააბარა.

     თამაზ  ჩხეტიანი  ვაჯკაცურად  იბრძოდა  შრომის  მისადგომებთან,ახალშენში,ზეგანზე.მტრის  ზურგში  არაერთხელ  შეუსრულებია  ბრიგადის  ხელმძღვანელის  საბრძოლო  დავალება.

     1993  წლის  5  ივნისს  მტერმა  დიდი  ძალით  შემოუტია  სოფელ კომანს,ცხრასაათიანი  სასტიკი  ორთაბრძოლის  დროს  თამაზ  ჩხეტიანი   გმირულად  დაიღუპა.

       საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის  ,ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  თამაზ  ჩხეტიანი, სიკვდილის   შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I ხარისხის  ორდენით.

     მერაბ(ერისლავ) ზურაბის  ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1975  წლის  12  ივნისს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  შრომაში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1993   წლის  1  ნოემბრიდან  მერაბ  ჩხეტიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში.

    აფხაზეთის  ომში  მერაბმა  თავი  გამოიჩინა , როგორც  საქართველოს  ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისთვის  თავდადებულმა  მებრძოლმა. პირნათლად  ასრულებდა  ასეულის  მეთაურის  ბრძანებებს.

      მერაბ  ჩხეტიანი  აქტიურად მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.1993  წლის  5   ივნისს  სოფელ   კომანზე  განხორციელებული  ცხრასაათიანი  საომარი  ოპერაციის  დროს   მერაბ  ჩხეტიანი  გმირულად  დაიღუპა.

    მურთაზ  ზურაბის ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1973  წლის  24  ივნისს  სოხუმის რაიონის  სოფელ  შრომაში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს   მურთაზ   ჩხეტიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის   მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში.

  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  სამი  ძმა  თავდაუზოგავად,უკანასკნელ  ამოსუნთქვამდე  იბრძოდა. აქტიურად  მონაწილეობდნენ   ასეულის  მიერ   ჩატარებულ ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.

   მურთაზ  ჩხეტიანი  1993  წლის   5  ივნისს  სოფელ  კომანთან,ცხრასაათიანი  ბრძოლის   დროს,ძმების  გვერდით  გმირულად  დაეცა.

   სამი   გმირი  ძმა,სამი  გამორჩეული  ქართველი, ერთ  დღეს  შეეწირა   საქართველოს  მთლიანობას. მარადიული  ხსოვნა   და  დიდება  მათ  სახელებს!


მერაბ ზურაბის ძე ჩხეტიანი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2-ე

საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 8-ე ბატალიონის მე-3 ასეულში ჩაერიცხა 1992

წლის 1 ნოემბრიდან.

აფხაზეთში ომის დაწყების დროს, მერაბი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, თუმცა

იარაღი ძალიან უყვარდა და ვერავინ აიძულა მოეშორებინა პოზიციებს. ასმეთაური

იძულებული გახდა ჩაერიცხა ასეულში და ოფიციალურად მიეღო მონაწილეობა

საბრძოლო მოქმედებებში.

მერაბ ჩხეტიანი ერთერთ საბრძოლო ოპერაციის დროს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის

აფეთქებამ იმსხვერპლა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


აბრაამი (ჩხეტიანი) 1856-1965წწ სქემმონოზონი დაბ. სოფ ქვემო ცაგერა, ცაგერი

2 0

ჩხეტიანი - გვარის 6 ღვთისმსახური

1 0

ჩხეტიანი ქრისტეფორე პავლეს ძე 1873-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ცაგერი ლეჩხუმი

4 0


ემზარ ჩხეტიანი აფხ.1992-93წწ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებები

1 0


მურთაზ ჩხეტიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

3 0


ზურაბ ჩხეტიანი 1971-93წწ. გარდ. ბაბუშერა სოხუმი დ. სოფ. მერხეული გულრიფში აფხაზეთი

2 0


რუსუდან ჩხეტიანი 1969-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში

2 0


მურად(ფრიდონ) ჩხეტიანი 1959-1993წწ 02/07/93წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი.

2 0


გელა ჩხეტიანი 1955-1993წწ. გარდ. სოფ.ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ.ცაგერა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


თამაზ ჩხეტიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთში დაბ. სოფ. კამანი სოხუმი აფხაზეთი

7 0


ვალიკო (ვალო) ჩხეტიანი 1920-93წ.გარდ. აფხაზეთში დაბ. სოფ. კამანი სოხუმი აფხაზეთი

7 0


ჩხეტიანი გოგია პეტრეს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0