ხოკრიშვილი ნიკოლოზ ოთარის ძე – დაიბადა 1961 წლის 14 მარტს.
1978 წელს დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლა. 1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში (მოსკოვში). მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში. 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის რიგით ჯარისკაცად.
1993 წლის 18 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად გააგზავნეს ქ. სოხუმში, სადაც დაიღუპა შემხვედრ ბრძოლაში ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად 1993 წლის 22 სექტემბერს. (ქ. სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს 1993 წლის 18 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი 22 სექტემბერს გარდაიცვალა).
დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის სასაფლაოზე. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 ივლისის (თუ 30 ივნისის) ბრძანებულებით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ქ. კასპის საკრებულოს გადაწყვეტილებით პუშკინის ქუჩას, რომელზეც ის ცხოვრობდა, ეწოდა ნიკოლოზ ხოკრიშვილის სახელი.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
დავით (დათო) გიორგის ძე ჯაბაური, დაბადებული 1969 წლის 24 ივლისს. კასპში, განათლება საშუალო-სპეციალური, უცოლო.
კასპის მეორე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა. კასპის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. იტაცებდა ხატვა, მუსიკა, ტექნიკუმის დამ–
თავრების შემდეგ 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო “სამსახურში. დათო მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში. შემდეგ მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება „კასპცემენტში“ მუშად.
1992 წლის 21 დეკემბერს დათო გაიწვიეს ქ. გორში ეროვნული გვარდიის ნაწილებში. შემდეგ შევიდა ბატალიონ „ავაზაში“, 1993 წლის 1 მარტს სოფელ 'ლაბრასთან მტერთან მძიმე შეტაკების დროს დათო გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
დაკრძალულია კასპში.
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი