სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12255

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. საზანო თერჯოლა ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. საზანო თერჯოლა ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. საზანო თერჯოლა ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. საზანო თერჯოლა

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭანტურიძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. საზანო თერჯოლა

    ანდრია ვლადიმერის ძე ჭანტურიძე დაიბადა 1971 წლის 11 აპრილს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში.


1988 წელს წარმატებით დაამთავრა ზედა საზანოს საშუალო სკოლა. მრავალჯერ მონაწილეობდა მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით.

კონფერენციებში. ორჯერ აქვს მიღებული I და II ხარისხის დიპლომები |ქართულ ლიტერატურასა და ქიმიაში.

    1988 წელს სწავლა გააგრძელა თერჯოლის # 87 პროფტექნიკურ სასწავლებელში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა 1989 წელს.

    1989 წლის 24 მაისიდან ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა გერმანიის რამდენიმე ქალაქში. დაამთავრა უმცროს მეთაურთა სკოლა ქ. პოტრდამში დაზვერვა-კავშირგაბმულობის ხაზით, ბოლოს კი მსახურობდა სატანკო პოლკში, იყო ტ-85 ტანკის მეთაური, უფროსი სერჟანტი. ბრწყინვალედ იცოდა ყველა სახის ჯავშნიანი მანქანა.


    1991 წლის 25 მაისს გერმანიიდან დაბრუნებული ანდრია ჭანტურიძე შინ დაბრუნდა. ამავე წლის სექტემბრიდან მუშაობას იწყებს თერჯოლის შI/ს რაითონულ განყოფილებაში ქვემორიგედ, აქ მხოლოდ ერთი წელი იმსახურა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავი გამოეჩინა, როგორც შინაგან საქმეთა. ორგანოს სანიმუშო მუშაკს. ამიტომ ის გაგზავნილ იქნა უშიშროების უმაღლეს სკოლაში. იქ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მხოლოდ ორი დღით დარჩა ოჯახში, შემდეგ კი წავიდა აფხაზ სეპარატისტებთან და ჩეჩენ გადამთიელებთან საბრძოლველად. 1992 წლის 26 აგვისტოს ის ჩავიდა გაგრის რეგიონის ყველაზე.ცხელ წერტილში. 29-ში დილით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს, როძელთა შორისაც იმყოფებოდა ანდრია ჭანტურიძეც, თავს დაესხა გადამთიელთა დიდ აჯგუფი. ამ ორთაბრძოლაში თავის სხვა 10 ამნაგთან ერთად გაედაიცვალა წლის ანდრია ჭანტურიძეც.

მას დარჩა მამა – ვლადიმერ ჭანტურიძე (ამჟამად შალვა და. პეტრე  რანაშვილების სახლ-მუზეუმის დირექტორი) და ღედა – ქეთინო“ ფანჩულიძე



დედა ქეთევან ლევანის ასული ფანჩულიძე დაიბადა 1952 წელს სოფელ ჩხარში, თერჯოლა

მამა ვლადიმერ ანდრიას ძე ჭანტურიძე დაბადებულია 05 მარტი 1946 წელს

ითანამშრომლა ძმამ პაატა ჭანტურიძემ დაბადებულია 09 აპრილი 1974 წელს 


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი

1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბზიფის ხეობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც რამდენიმე ბატალიონთან ერთად, პოლიციის აკადემიის კურსტანტებიც იყვნენ ჩართულები. პოლიციელებს დაბა კოლხიდას  მიდამოებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ, საიდანაც მტრის შენაერთებისთვის ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. 28-29 აგვისტოს ღამის საათებში, ორ ნაწილად გაყოფილი კურსანტთა ასეული, ე.წ. „წითელ ჯვარში“ და კოლხიდასთან მდებარე მანდარინების პლანტაციებში დაბანაკდა. მოწინააღმდეგემ მალევე მიიტანა მათზე იერიში, რის შედეგადაც „წითელ ჯვარში“ დაბანაკებული ათივე პოლიციელი დაი*ღუპა. მარჯვენა ფლანგზე მყოფმა პოლიციელების ძირითადმა ძალებმა, თავდასხმა უმსხ*ვერპლოდ მოიგერიეს (ოთხი კაცი დაიჭ*რა) და მაშინვე დაღუ*პული თანამებრძოლების პოზიციებისკენ მიაშურეს. მათთან ერთად, „ბმპ“-ეს ტიპის ტექნიკის წინამძღოლობით, მხედრიონელთა ერთი ოცეულიც ავითარებდა იერიშს, რა დროსაც ადგილზე მისულები, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.

შოთა ბითაძე (პოლიციის კურსანტი):

 „მაღლობზე რომ ავედით, მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა გვაიძულა ჩვენი ბიჭების პოზიციამდე გვეხოხა. მაღლობზე პირველკურსელის ანდრო ჭანტურიძის უძრავი სხეული შევნიშნეთ. როცა მეგობრების სამყოფს  მივაღწიეთ, თვალწინ შემზარავი სურათი გადაგვეშალა. მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან მეოთხე კურსელის ერნესტ კუკსას და*მახინჯებუ*ლი გვ*ამი იდო, მისთვის ხელებში აფეთ*ქებულ ყუმბარას ორივე ხელის კიდური წაეგ*ლიჯა. რამდენიმე ნატყ*ვიარი სახეზეც ჰქონდა. აქვე ახლოს ფოლადის ჩაფხუტიანი, ნაძვს მიყრდნობილი ლევან ცისკარიშვილი უსულოდ იჯდა. მისთვის სნაიპერის ტყ*ვიას ფოლადის ჩაფხუტი გაეხვრიტა. გზის მარცხენა მხარეს მაიორ მირიან თეთრაძის, მეოთხე კურსელის ნუგზარ მარშანიშვილის, პირველკურსელების ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას უმოძრაო სხეულები დავინახეთ. ახლოს მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მირიან თეთრაძეს (მეთაური) თავი ჰქონდა გაპო*ბილი. ყველა დანარჩენს სხეულზე ნატყ*ვიარები ჰქონდა. აქეთ ნაძვებთან, გზის მხარეს კაპიტან ვახტანგ კვესიტაძის და მისგან ათი მეტრის მოშორებით მეოთხე კურსელის ზაქარია ვეშაპურის გვა*მები შევნიშნეთ, მეოთხე კურსელი ბადრი გერაძე არსად ჩანდა. ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა“ (გერაძის ცხე*დარს ოდნავ მოგვიანებით, მეოთხე კურსელებმა - კახა ადამიამ და კობა კალმახელიძემ მესამე ტერასაზე მიაკვლიეს).

ერთსაათიანი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ  უკან დაიხია (სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭ*რა. მხედრიონელებმა მოგვიანებით განიცადეს დანაკარგები, როდესაც მტრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ ), თუმცა სროლებს მაინც ჰქონდა ადგილი და ცხედ*რების გამოსატანად დაწყებული საევაკუაციო პროცესიც, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. „ბმპ“-ში ექვსი ცხედ*რის მოთავსება მოხერხდა, დანარჩენი ცხედ*რების გამოსატანად კი „შავნაბადას“ კუთვნილი „ბტრ“-ის ტიპის ტექნიკა მოიშველიეს. აღნიშნულ „ბტრ“-ში ოთხივე დაღუ*პულის ცხე*დარი მოათავსეს, თუმცა ტექნიკას ძრავამ უმტყუნა და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა. ამასობაში მას ჭურვიც მოხვდა, თუმცა ზიანი დიდად არ მიდგომია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, ცხედ*რების გადარჩენაც მოხერხდა. დაღუ*პულთა გადმოსვენება ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი დედაქალაქის მიმართულებით ექვსი გადმოსვენებულის ტრანსპორტირება განხორციელდა.

შოთა ბითაძე:

„29 აგვისტოს გაგრის ნავსადგურიდან ფოთის მიმართულებით გასული გემით გავაცილეთ ჩვენი მეგობრების - მირიან თეთრაძის, ნუგზარ მარშანიშვილის, ერნესტ კუკსას, ანდრო ჭანტურიძის, ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას ცხედ*რები. ისინი იმ გზით გავაცილეთ, რა გზითაც აქ, გაგრაში ჩამოვედით. გაგრის სტადიონზე, სატვირთო მანქანაზე დასვენებულ თუთიის სასახლეში ჩასვენებულ ვახტანგ კვესიტაძეს, ბადრი გერაძეს, ლევან ცისკარიშვილს და ზაქარია ვეშაპურს, 31 აგვისტოს ღამე გავუთენეთ და დილით ვერტმფრენით გავაცილეთ.“

.................

გ. ბელქანია, ა. ჭანტურიძე, ლ. ცისკარიშვილი, ბ. გერაძე, ბ. კოკაია.

ე. კუკსა, ვ. კვესიტაძე, ნ. მარშანიშვილი, მ. თეთრაძე, ზ. ვეშაპური.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 23.09.2024
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0