დავით ცანკაშვილი დაიბადა 1972 წლის 7 თებერვალს თბილისში. მამა – რაჟდენ გიორგის ძე ცანკაშვილი, დედა – ქეთევან (ციცო) დიმიტრის ასულ თავზარაშვილ-ცანკაშვილი. 1978 წ. შევიდა თბილისის 172-ე საშ. სკოლაში, რომელიც დაამთავრა. 1989 წელს. სკოლის დამთავრების შემღეგ გაიწვიეს ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში, მაგრამ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული მოძრაობის გამო უარი განაცხადა საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურზე. საქართველოში ახლად შექმნილი ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისთანავე ჩადგა მის რიგებში. 1991 წ. მაისში მსახურობდა ოზურგეთში.
1992 წლის ივნისში დაამთავრა სამხედრო ვალდებულება, მაგრამ არ მიუტოვებია სწორ-ამხანაგები, არ გაუტეხავს ის ფიცი, რომელიც მან დასდო მის გვარდიაში ბრძოლაში დაღუპული ბიჭებისათვის. მას მიანიჭეს ოფიცრის წოდება. დარჩა თავისსავე ნაწილში, ოზურგეთში.
საქართველოს კვლავ დაატყდა უბედურება, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც საქართველოს დაქუცმაცებას უქადდა. კვლავ პირველი ჩაება იგი საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში, მაგრამ 21 აგვისტოს ბედმა უმუხთლა.
მანქანიდან წყლის დასალევად გადმოსულს სოფელ ტამიშთან მუხანათურად ჩასაფრებულმა მტერმა სიცოცხლე მოუსწრაფა ჯან-ღონით სავსე, სამშობლოზე
უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდა კაცს. ჰყავს ორი და დაკრძალულია საქართველოს თავისუფლებისა და მთლიანობისათვის ბრძოლა ში დაღუპულ სხვა ბიჭებთან ერთად საბურთალოს პანთეონში, ძმათა სასაფლაოზე.