გია ბაქარაშვილი დაიბადა 1965 წლის 12 ივნისს თბილისში,
მოსამსახურის ოჯახში.დაამთავრა თბილისის 99-ე საშუალო სკოლა.გამოირჩეოდა თავზიანობით, ამხანაგებთან გულითაღი დამოკიდებულებით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამხედრო ვალდებულება მოიხადა ციმბირში და იქიდან ჩამოვიდა დაქორწინებული. მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროში მძღოლად.
1987 წელს მამა გარდაეცვალა ჩერნობილში. მას დააწვა მთელი ოჯახის დედის, ცოლ-შვილისა და ორი უმცროსი ძმის მოვლის სიმძიმე,მუშაობდა საქაგრომრეწვის სამინისტროში ტრაიალერზე მძღოლად. ეროვნულ მოძრაობაში ჩაება 1989 წლიდან. იბრძოდა სამაჩაბლოში. იყო საზოგადოება „რაინდის“ წევრი. 1992 წელს 11 აგვისტოდან წავიდა აფხაზეთში, როგორც ჩოლოყაშვილის პოლკის ოფიცერი. იბრძოდა ეშერასთან, ტამიშთან. დაიღუპა 20 ნოემბერს კელასურთან. მეგობრები იგონებენ: გივი მოსიძე: ჩვენ ორნი, 15-16 წლის მოხალისეები სოხუმში მოვხვდით გიას ჯგუფში. რომ დაგვინახა, არ ესიამოვნა. თქვენ ლაწირაკებო, აქ რამ მოგიყვანათ, თქვენ ომი ავტომატის დაჭერა ხომ არ გგონიათ მარტოო? ბრძოლა რომ დაიწყო, გვითხრა: უკან ამომეფარეთ, რომ ტყვია არ მოგხვდეთო, ორ დღეში კი გვაიძულა უკან წამოვსულიყავით თბილისში.
ზურიკო კოროხაშვილი:
ხანდახან რომ ჩამოვიდოდა ერთი დღით, ვეკითხებოდით მეზობლები, მეგობრები: როგორ იბრძვითო? იტყოდა: ვიბრძვით, როგორც საჭიროა უკვირდა ხოლმე: რატომ თბილისში არ იგრძნობა, რომ საქართველოში ომიაო,ამბობდა, მატიანეს იღებენ ჩვენი ჟურნალისტები ამ ომის შესახებ და იქ გამოჩნდება მე როგორ ვიბრძვიო.
ძალიან. თავმდაბალი, ალალი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭაბუკი იყოო, ასე ახასიათებენ მისი თანაკლასელები.
დატოვა გაუბედურებული დედა, ორი ძმა – 23 წლისა და 20 წლის მეუღლე და ორი ქალიშვილი 7 წლის თამარი და 3 წლის სოფიო.
დედის მოგონება: რომ ჩამოვიდოდა ხოლმე ცოტა ხნით, დავიწუწუნებდი, მე, შვილო, არაფერი მოგივიდეს მეთქი. მეტყოდა: დედა, მე რომ მოვკვდე, 6 ორი შვილი კიდევ დაგრჩება, მაგრამ იმათ რაღა ქნან, ერთი შვილი რომ ყავთ და ისიც იქ უკვდებათო. თან დაატანდა: ჩემი თავი სამშობლოს შესწირე,დედი, აბა, რისთვის გიხაროდა სამი ვაჟიო? სულ მოლოდინი ჰქონდა სიკვდილისა.
თითქოს მამზადებდა წინდაწინ. განსაკუთრებით განიცდიდა დათო მუსერიძისა და ნუგზარ მიხანაშვილის სიკვდილს, დათოს დაკრძალვაზეც ჩამოვიდა. ერთხელ თვითონ დარეკა: დედა, ჩემი მეგობარი მოვა, ნოდარი ჰქვია და ის გეტყვით მე როგორ ვარო,ის ბიჭი მართლაც მოვიდა მოჰყვა : გავიხედეთ ერთ დღეს შტაბში გია მოგვადგა,6 ავტომატი ჰქონდა გადაკიდებულიო,გავგიჯდით კინაღამ,სად იშოვნე ეს ავტომატებიო?სიცილი დაიწყო. ბეტეერით მოვდიოდით ორნი შეგვეჩეხა ვილისი მტრის მებრძოლებითურთ, იმათ ეგონათ, რომ ჩვენ ბევნი ვიყავით. რომ ვუყვირეთ, დაყარეთ იარაღიო, იმ წუთში დაყარეს ავტომატები.თვითონ იქ გავგზავნეთ, სადაც საჭირო იყო, ესენი კი აქ მოვიტანეთ,ჩვენს ბიჭებს გამოადგებათო.
მოხალისე-რეზერვისტი გია ნოდარის ძე ბაქარაშვილი მცხ. ქ. თბილისში, ჩაირიცხა
ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში 1992 წლის 12 აგვისტოს.
გ. ნ. ბაქარაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში: ქ. სოხუმში, სოფ.
ტამიშთან, ეშერასთან, კელასურთან. იგი იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული,
უღალატო, მეგობრის გამტანი, ამიტომ იყო რომ გია უშიშრად მიდიოდა ყველა
საბრძოლო ოპერაციაზე. პოლკის ყველა მეომარი პატივს სცემდა მამაცობისათვის.
1992 წლის 19 ნოემბერს იგი გმირულად დაიღუპა ქ. სოხუმთან, ერთ-ერთი შეტევის
დროს.