სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი

1954-1993 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



გრიგოლ თოდუა  დაიბადა 1954  წლის  10 ნოემბერს  გულრიფშის  ერთ-ერთ  ულამაზეს სოფელ  ბაბუშარაში. პედაგოგების  ოჯახში  აღზრდილი  გრიგოლი  თავაზიანობით,პატიოსნებით,სამშობლოს   სიყვარულით  გამოირჩეოდა. დედა  იხსენებს  გრიგოლის  ბავშვობას,მის   დამოკიდებულებას  საქმისადმი- „16  წლის  არც  იყო  ჩემი გენადი  ბაბუშერას  აეროპორტის   მშენებლობა რომ  დაიწყო,არ გვიჯერებდა ,სკოლიდან  თავისუფალ   დროს   აეროპორტში  მუშაობდა,ბავშვობიდან  შეყვარებული იყო  იქაურობაზე. ამ  ადგილისადმი  დიდი  სიყვარული  და  მოწიწება  ალბათ  მამამისის  იქ  მუშაობამ  განაპირობა. სავალდებულო-სამხედრო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ ლენინგრადის  საავიაციო  სასწავლებელი  დაამთავრა  და  მშობლიურ  ბაბუშერას  აეროპორტს   დაუბრუნდა. ომის  დაწყების   პირველი  დღიდანვე  იცავდა მშობლიურ  კუთხეს,სამშობლოს  ერთიანობას.


როდესაც  აფხაზური  გვარდია  შეიქმნა ,მათი  შტაბბინა  ბაბუშარას  ცენტრში ,ზღვის  ნაპირას,აეროპორტიდან  4  კილომეტრში  განლაგდა,რაც  მოსახლეობას  საფრთხეს  უქმნიდა... 1992   წლის  14 აგვისტოს  გენადი  სამსახურში  იყო,როცა  სროლები  დაიწყო,უმალ,სასწრაფოდ,ყველაფერი  გადააბარა,უბნის  ბიჭები  შეკრიბა,ბავშვები  და  მოხუცები  სამშვიდობოს,უსაფრთხო  ადგილას  გადაიყვანა...გენადიმ  და  მისმა  მეგობრებმა  ასეული  შექმნეს,დაბინავდნენ  აფხაზური  გვარდიისგან   განთავისუფლებულ  შტაბბინაში,მეთაური  ჩემი  გრიგოლი   იყო....მძიმე  ვითარებაში  უხდებოდათ  ყოფნა-იარაღი,ტყვია-წამალი,მედიკამენტები...ყველაფერზე  თავად  უნდა  ეზრუნათ...თვეები   არ  ეძინათ,მაგრამ  ბრძოლის  ჟინი  არასდროს  დაუკარგავთ...“


გრიგოლ  თოდუა  1992  წლის   16  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-5  ბატალიონში.ომის  დაწყებისთანავე  შექმნა  ასეული, რომელსაც  თავად  ჩაუდგა  სათავეში. აქტიურად  მონაწილეობდა   ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.იდგნენ  იქ, სადაც  ყველაზე  მეტად  უჭირდა   საყვარელ  კუთხეს,იბრძოდნენ  გუმისთასთან,ტამიშთან,კინდღთან...

  1993  წლის  9  დეკემბერს  გრიგოლ  თოდუა  გმირულად დაიღუპა.ბრძოლა  არ  შეუწყვეტიათ   გრიგოლის  და-ძმას-ფატიმასა  და თემურს,ისინი  27  სექტემბრამდე  იდგენენ  მშობლიური  კუთხის  სადარაჯოზე.

    გრიგოლ  თოდუას  დარჩა  მეუღლე  და  ვაჟიშვილი.

    საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  გრიგოლ  თოდუა,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვებულია  ვახტანგ  გორგასლის  მეორე  ხარისხის  ორდენით.


დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარებული ყველა შეტევა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ომი ომია და მას, თავისი კანონები აქვს...

აფხაზური მხარის ბოევიკებთან გააფთრებული შეტაკებისას გმირულად დაეცნენ სოფელ ვარჩეს მკვიდრი: ჯემალ ქებურია, ვლადიმიროვკელი ინდერ სუბელიანი და დრანდელი ავთანდილ ლემონჯავა, ბაბუშერის ასმეთაური გენადი თოდუა, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა და ახალდაბელი თენგიზ ნემსიწვერიძე.

ამ გმირების დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, კოდორის ხიდის, რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბვისას დაიღუპნენ მე-5 ბატალიონის საუკეთესო მებრძოლები: რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე. თითქოს, მე-5 ბატალიონს ამ გმირი ბიჭების დაღუპვა არ ეყოფოდა, რომ მათი დაკრძალვის დღეს, კოდორის რკინიგზის გადაკვეთისას აფხაზური მხარის მზვერავების მიერ, ყუმბარმტყორცნიდან გამოსროლილი ჭურვი, მეხუთე ბატალიონის მეთაურის ავტომანქანას მოხვდა და ზედ რელსებზე აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზარანდიას თქმით, ავტომანქანა რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თვითონ მაიორი ზარანდია მანქანიდან გადმოვარდა და საკმაო სიმაღლიდან დაცემისას მძიმედ დაშავდა. ხოლო ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ გურამ დადუანის დროებით შემცვლელი დურუ შარია საუბედუროდ რკინიგზის რელსებზე დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა...

წყარო ნუგზარ ქებურია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.07.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2021
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


სამსონ თოდუა გარდ. 1938წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუ

2 0

თოდუა

1 0

თოდუა ბესარიონ მოღვ. 1899-1918წწ. დეკანოზი ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრი დაბ. სოფ. ოსინდალე, ჩხოროწყუ

2 0

ვახტანგ თოდუა 1962-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ.ფშავი გულრიფში აფხაზეთი

2 0


ზურაბ თოდუა 1965-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

2 0


მურმან თოდუა 1945-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო.

2 0


გია პაატას ძე თოდუა 1975-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

2 0

ზაური თოდუა 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

2 0


დათო თოდუა 1966-97წწ. გარდ. ქ. თბილისი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვაჟა თოდუა 1971-02/07/93წ. გარდ. 22 წლის ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ომფარეთი, ლანჩხუთი გურია

3 0


თოდუა ტიტიკო 1993წ გარდ. სოფ. ვარჩე აფხაზეთი

3 0

აკაკი თოდუა 1953-98წწ. გარდ. გალი აფხაზეთი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0


ალექსი თოდუა 1966-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. ჩელიაბინსკი რუსეთი

2 0


თამაზ თოდუა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქტომბერი გულრიფში, აფხაზეთი.

3 0

გონერ თოდუა 1964-1993წწ. გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭყონი მარტვილი სამეგრელო

3 0


ლევან თოდუა 1966-93წ. გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

3 0


ავთანდილ თოდუა 1952-16/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი/

2 0


ბადრი თოდუა 1963-83წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ნარაზენი, ზუგდიდი

2 0

ჩხოროწყუს 386-ე მსრ. დივიზია გოგი თოდუა სგან

1 0


სოფ. კირცხი ჩხოროწყუ 1941-45 წლის ომი გოგი თოდუა სგან

1 1


სოფ. ახუთი ჩხოროწყუ 1941-45 წლის ომი მებრძოლები გოგი თოდუასგან

1 0


სოფ. ლესიჭინე ჩხოროწყუ 1941-45 წლის ომი გოგი თოდუა სგან

1 0


გოგი თოდუა 1971 შექმნა ჩხოროწყუს რ-ნის 1941-45 მებრძოლთა სია სოფ. ახუთი ჩხოროწყუ

1 0


სოფ. ჭოღა ჩხოროწყუ 1941-45 ომი მებრძოლები გოგი თოდუას სგან

1 0


სოფ. ნაფიჩხოვო ჩხოროწყუ 194145 ომის მებრძოლები გოგი თოდუასგან

1 0


სოფ. ლეწურწუმე ჩხოროწყუ 1941-45 ომი გოგი თოდუა სგან

1 0


სოფ. თაია ჩხოროწყუ 1941-45 ომის მებრძოლები გოგი თოდუასგან

1 0


სოფ. ზუმი ჩხოროწყუ 1941-45 ომი მებრძოლები გოგი თოდუასგან

1 0


სოფ. მუხური ჩხოროწყუ 1941-45 მებრძოლები გოგი თოდუა სგან

1 0


სოფ.ხაბუმე ჩხოროწყუ 1941-45 ომი მებრძოლები გოგი თოდუა სგან

1 0


ეთერ თოდუა 1926-2000წ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


რაფიელ თოდუა 1908-1973წწ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ფრიდონ თოდუა 1944-2017წწ აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი დაბ. ზუგდიდი, სამეგრელო.

8 0


ელენე თოდუა დ.2005წ. ევროპის პრიზიორი კრივი ზუგდიდი

1 0

0 0 1


შმაგი თოდუა დ.1997წ. მსოფლიო პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა სამტრედია

1 1

6 0 7


თოდუა ალიოშა (ალექსანდრე) გრიგორის ძე-1918-41 დაკარგულია 1941-45 ომი სოფ. ახუთი ჩხოროწყუ

1 0