სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ომარ ფურცელაძე 1971-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. ომარ ფურცელაძე 1971-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. ომარ ფურცელაძე 1971-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფურცელაძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ომარ ფურცელაძე 1971-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

ომარ ფურცელაძე ელდარის ძე, დაიბადა 1971 წლის 25 აპრილს თბილისში.


დაამთავრა 124-ე. საშუალო სკოლა, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში, ქალაქ პოსტდამში. 1991 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის სამძებროში ოპერრწმუნებულად.


მამა ელდარ ფურცელაძე დაიბადა სოფელი ვეჯინი, გურჯაანი

მისი ოცნება იყო ძლიერი სამართლებრივი საქართველოსათვის ბრძოლა.

ამიტომაც აირჩია ეს პროფესია. ცდილობდა ყოველთვის იქ ყოფილიყო, სადაც,საჭრო იყო. წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა პოლიციის აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე თუმცა...


14 აგვისტოს 1992 წელი სოხუმისკენ მიმავალ გვარდიას წინ მიუძღოდნენ თბილისის პოლიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს მუშაკები. ომარი.პირველ მანქანაში იჯდა- ტყვარჩელთან ატყდა სროლა. ცეცხლი აფხაზებმა გახსნეს. ფეხში დაიჭრა იმავე მანქანაში მყოფა მამუკა ლომიძე. ომარმა იგი მანქანას ამოაფარა და უცებ დაინახა, რომ სნაიპერის ტყვიამ მოცელა პაატა ნათენაძე და ახლა მის მისახმარებლად გაიქცა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრო. ისიც სნაიპერის ტყვიით განგმირული დაეცა ბრძოლის ველზე.

პაატას ერთი გოგონა დარჩა, ომარს ცოლ-შვილი არ ჰყოლია, მან ისიც კი ვერ გაიგო, რომ სტუდენტი გახდა. მტერთან ბრძოლაში დაეცა და დატოვა ერთადერთი ვაჟკაცის გამზრდელი გამწარებული მშობლები.

უფალმა აცხონოს მისი სული!

ომარ ფურცელაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“,

დაკრძალულია თბილისში, დამპალოს სასაფლაოზე


ითანამშრომლა მაკო ფურცელაძე, და



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 25.04.2024
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


მინადორა (მართა) ფურცელაძე 1804-1863წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი

2 0

ფურცელაძე

1 0

საბა სვიმონის ძე ფურცელაძე 1884-192? მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი

2 0

ფურცელაძე გიორგი იოსების ძე, გარდ.1910წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვეჯინის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

2 0

ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე 1866-1940-იანი წწ დეკანოზი დაბ. ვეჯინი (გურჯაანი)

2 0

მიხეილ ფურცელაძე ნიკოლოზის ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მერეთი, გორი

2 0


გიორგი ფურცელაძე მიხეილის ძე (1867-1924) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მერეთი გორი

1 0


ანტონ ფურცელაძე 1839-1913წწ მწერალი, პოეტი, დაბ. მერეთი, გორი, ქართლი

1 0


ფურცელაძე საბა დაბ. 20.08.2001წ. ჩოგბურთი

2 0

6 1 0

გიორგი ფურცელაძე შ.შ.მ. მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდი

1 0

0 7 1