სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯუმბერ თორღვაშვილი რეზოს ძე 1968-93წწ გარდ. ახალდაბა აფხაზეთი დაბ. ჭიათურა ჯუმბერ თორღვაშვილი რეზოს ძე 1968-93წწ გარდ. ახალდაბა აფხაზეთი დაბ. ჭიათურა ჯუმბერ თორღვაშვილი რეზოს ძე 1968-93წწ გარდ. ახალდაბა აფხაზეთი დაბ. ჭიათურა

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თორღვაშვილი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ჯუმბერ თორღვაშვილი რეზოს ძე 1968-93წწ გარდ. ახალდაბა აფხაზეთი დაბ. ჭიათურა

ჯუმბერ თორღვაშვილი რეზოს ძე 1968-13 სექტემბერი 1993წწ გარდ. ახალდაბა აფხაზეთი დაბ. ჭიათურა  


წოდება მაიორი

ჯონი თორღვაშვილი დაიბადა 1968 წლის 13 სექტემბერს ჭიათურაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სამთოსამშენებლო ტექნიკუმში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში – თვითონ ავღანეთში იბრძოდა, დედას კი წერდა:„მონღოლეთში ვარ, ჩემზე არ იჯავროო“.ქარცეცხლიანი დღეების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მუშაობდა ჭიათურის მაღაროში, ცვლის უფროსად.

1991 წელს მოხალისედ ჩაეწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში.

მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის მშენებლობაში. იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც მკლავში დაიჭრა. იარა მოშუშებულიც არ ჰქონდა, მკლავშეხვეული აფხაზეთში წავიდა თანამებრძოლებთან ერთად სამშობლოს დასაცავად. მან არ იცოდა,რა იყო შიში. ყველას მაგალითს აძლევდა. 1993 წლის 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დღეს, როცა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებული ბოევიკების დახმარებით, მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა შეძლო პირდაპირი შეტაკების ალყის გარღვევა და თანამებრძოლების გამოყვანა. შემდეგში ბიჭები იგონებდნენ: „ჯონი რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ცოცხალი ვერ გამოვიდოდითო“. თავად კი იცინოდა და ამბობდა: „მე ტყვიის არ მეშინია, მთავარია ნაღმზე არ ავფეთქდე, არ მინდა დასახიჩრებული სიცოცხლეო“. 1993 წლის 27 სექტემბერს ახალდაბასთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაჭრილი მეგობრის ფრონტის ხაზიდან გამოყვანისას, მასთან ერთად სწორედ ნაღმზე აფეთქდა.

ჯონი თორღვაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.07.2021
ბოლო რედაქტირება 13.09.2022
სულ რედაქტირებულია 1




თორღვაშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0