სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბაქრაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა

ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე დაიბადა სოფელ დარკვეთში 9 ივნისს 1963-16 მაისი 1993წწ გარდ. ტამიში დაბ. ჭიათურა 


ნუგზარ ჯონდოს-ძე ბაქრაძე        1963-1993 

წოდება კაპიტანი

ნუგზარ ბაქრაძე დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ჭიათურის რაიონის სოფ. დარკვეთში. 1970 წელს შევიდა დარკვეთის 8-წლიან სკოლაში,შემდეგ სწავლა გააგრძელა ზოდის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა1980 წელს. ნუგზარ ბაქრაძის დარკვეთის საშუალო სკოლაში გატარებული წლებიდან ერთ-ერთ დღეს ასე იხსენებს ამავე სკოლის პედაგოგი ნაზი ჭიტაძე:

„პატარა იყო ნუგზარი, როცა მის სკოლაში გამოკითხვა ჩავატარე, თუ მომავალში ვის ·რა სურდა გამოსულიყო, როდესაც ნუგზარის რიგი მოვიდა, ადგა ბავშვი და ბავშვური გულუბრყვილობით მითხრა: –

„დიდი კაცი უნდა გამოვიდეო“ – მაშინ ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა, მერე და მერე :ნუგზარი სულ უფრო ამჟღავნებდა ყველაზე საუკეთესო თვისებებს, იყო ჭკვიანი,ენამახვილი, გულისხმიერი, კარგი მოსწავლე, მისგან ნაწყენი არავინ მახსოვს“.

სწავლის პერიოდში, კერძოდ 1978-80 წლებში, ქ. ჭიათურის სპორტსკოლაში ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა. წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა შეჯიბრებაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ნუგზარ ბაქრაძემ მუშაობა დაიწყო ახალი დარკვეთის მაღაროზე რკინიგზელის დამხმარედ. 1981 წლის 1 სექტემბრიდან სწავლა განაგრძო მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. აქედან გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დემობილიზაციის შემდეგ კვლავ სწავლას დაუბრუნდა, პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, მუშაობდა გაერთიანება „თელასში“.

1985 წელს დაამთავრა სასწავლებელი და სამუშაოდ დარჩა თბილისში.

მშობლიურ ქალაქს ნუგზარი 1990 წელს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქ. ჭიათურის კომისარიატში.

ნ. ბაქრაძე ხატავდა ძალიან კარგად, რაზეც მეტყველებს მის მიერ დახატული მრავალი საბავშვო წიგნი. ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე, მშობლების დამჯერი ბიჭი იყო, ხატავდა, აკეთებდა ლითონზე ჭედურობას, იყო ამხანაგებისა და

მეგობრების მოყვარული.

ავადსახსენებელ 1991 წელს, როცა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა უხდებოდათ ოს ექსტრემისტებთან, ნუგზარი დადგა იქ, სადაც სამშობლოს გაუჭირდა. მის ვაჟკაცობასა და გმირობას ასე ახასიათებს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო: „კაპიტანი ნუგზარ ჯონდოს ძე ბაქრაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა მისი შექმნის დღიდანვე, ჯერ ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 1992 წლიდან დაინიშნა სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურად. მისი მეთაურობით რაზმი იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, ხოლო აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან რაზმი გადაისროლეს

იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს. სახელოვანმა მეთაურმა, თავის რაზმთან ერთად, არა ერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა: გაგრა, განთიადი,ლესელიძე,შრომა.გარდაიცვალს სოფელ ტამიშთან.

დაკრძალულია სოფელ დარკვეთში.სოფელ დარკვეთის სკოლას ქალაქ ჭიათურის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუგზარ ბაქრაძის სახელი.


დარჩა ერთი შვილი დავით ბაქრაძე 


 მეუღლე კენჭოშვილი ნატალია ტრიფონის ასული, შვილი დავით ბაქრაძე, შვილიშვილები ნუგზარი და ნატალია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.07.2021
ბოლო რედაქტირება 06.06.2025
სულ რედაქტირებულია 3




ბაქრაძე

1 0

ლეონტი (ლეონ) ზაქარიას ძე ბაქრაძე 1829-1907წწ არქიმანდრიტი დაბ. უჯარმა (საგარეჯო)

2 0

ათანასე ბაქრაძე (ალექსი) 1835-1908წწ მართლმ. სქემმღვდელ-მონაზონი. დაბ. სევა, ონი

2 0

ზაქარია ბაქრაძე დიმიტრის ძე (1868-1939) პოლონეთის გენერალი დაბ, სოფ. ხაშმი საგარეჯო კახეთი

1 0


ზაქარია ბაქრაძე დიმიტრის ძე 1868-1939წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ხაშმი საგარეჯო კახეთი

1 0


გოჩა ბაქრაძე 1965-85წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. დარკვეთი, ჭიათურა

2 0

ზოზო ბაქრაძე 1936-1985წწ მსახიობი.

1 0


თამარ ბაქრაძე 1907-1995წწ გარდ. 88 წლის, მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო

2 0


კაკო ბაქრაძე 1920-2011წწ მსახიობი. დაბ. სოფ. დარკვეთი. ჭიათურა, იმერეთი.

1 0


მედეა ბაქრაძე 1946წ. მხატვარი.დაბ. ქ. თბილისი.

1 1


კონსტანტინე ბაქრაძე 1898-1970წწ აკადემიკოსი, ფილოსოფოსი. წარმ. სოფ. ხეითი, ცხინვალი, სამაჩაბლო.

1 0


დავით ილიას ძე ბაქრაძე 1912-1977წწ სამამულო ომის გმირი დაბ. სოფელი ბორითი, ხარაგაული, იმერეთი.

1 0