სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი. რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი. რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი. რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ასათიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

რეზო ასათიანი დეკემბრის თვე ბედისწერასავით დაჰყვა რეზო ასათიანს. ამ თვის თოთხმეტ რიცხვში, 1971 წელს,



მოევლინა იგი ამქვეყანას, 1992 წლის 1 დეკემბერს, სრული 21 წელიწადი რომ არ შესრულებოდა, ისე დაემშვიდობა წუთისოფელს და წავიდა მარადიულ სასუფეველში.ტამიში. სამუდამოდ ჩარჩება ყოველი ქართველის მეხსიერებას ამ სოფლის სახელი. აქ გათამაშდა აფხაზური ტრაგედიის ყველაზე მძაფრი და სისხლიანი სცენები. ვინც ამ წიგნს გადაფურცლავს, ან ქართული სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე აღმართულ მემორიალებზე ჩვენი ბიჭების მომღიმარ სახეებს თვალს შეავლებს, შენიშნავს,

რომ ძალიან ხშირად მეორდება ერთი ფრაზა: „დაიღუპა ტამიშთან“...

რეზო ასათიანის ამქვეყნიური სიცოცხლეც ტამიშთან დასრულდა.


 


დაიბადა 1971 წლის 14 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლა. 1991 წლის 27 ივნისს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 1992 წლის 28 აგვისტოს კი _ზე-ვადიან სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 1 დეკემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოთხე სპეც-დანიშნულების ბატალიონის-’’თეთრი არწივის’’ შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, განთიადში, ტამიშში, კინდღში, ოჩამჩირესა და სოხუმში. 1992 წლის 1 დეკემბერს, მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული სადესანტო იერიშის დროს დაიღუპა სოფელ ტამიშთან, სნაიპერის ტყვიით... 

ლალი ქურციკიძე- რევაზ ასათიანის დედა _’’ომში წასვლა, მაშინ, თითქოს, რეზიკოს თაობის ბიჭებმა, ყველამ ერთად გადაწყვიტა, ისეთი დრო იყო. სხვანაირი ბიჭები იყვნენ,საკუთარ სამშობლოზე გული შესტკიოდათ, სხვანაირი სულისკვეთებით იყვნენ გაზრდილნი; ქვეყანა უყვარდათ მთელი გულით და სულით. ასე რომ არა,  როგორ წავიდოდნენ იქ,ტყვიების წვიმაში, საიდანაც, არავინ იცოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ცოტა უხერხულიც კია, საკუთარ შვილზე ლაპარაკი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ კარგად აღზრდილი ბიჭი იყო, კარგი გენეტიკაც უწყობდა ხელს; ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, მის პიროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ძალიან ნიჭიერი გახლდათ, თუმცა,ამავდროულად ზარმაციც. ტექნიკური საგნები არ უყვარდა, მაგრამ ქართული ენა და ლიტერატურა იცოდა ზედმიწევნით კარგად. სუფთა ქართული, ლიტერატურული ენით მეტყველებდა, არასოდეს იყენებდა უცენზურო სიტყვებს,მეგობრებთანაც კი. საოცრად ცელქი იყო, მაგრამ უფროსების მიმართ ძალიან დიდ კრძალვასა და პატივისცემას გამოხატავდა. ძალიან კეთილი იყო, მოსიყვარულე, თბილი გული ჰქონდა,სამართლიანობის უდიდესი გრძნობა- ვერ ეგუებოდა, როცა პატარას, უძლურს ჩაგრავდნენ; ხელოვნება უყვარდა, ბავშვობიდან ძერწავდა; ცეკვავდა, მღეროდა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა. კარგი გარეგნობის, წარმოსადეგი ბიჭი გახლდათ...თეატრი იყო მისი გატაცება და თეატრალურ ინსტიტუტში უნდოდა ჩაბარება. თავდაპირველად, მისი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და შეიტანა საბუთები. კომისიის წევრები აღაფრთოვანა მისმა ნიჭმა; მაშინ, ცნობილი მსახიობები ამბობდნენ, რომ მეორე დოდო აბაშიძე მოდის თეატრალურ საზოგადოებაშიო...თუმცა, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიწუნა და უთხრა_გაისად მოდი, უგამოცდოდ ჩაირიცხებიო; თეატრალურის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა კი ჩემს მეუღლეს უთხრა_გაასაჩივროს კომისიის წევრთა გადაწყვეტილებაო,თუმცა, რეზიკოს,გაბრაზებულ გულზე, საბუთების გამოტანა უკვე მოესწრო; მეორე წელს კი, სამსახიობო ფაკულტეტზე, აბიტურიენტთა მიღება აღარ განხორციელდა. ამდენად, რეზიკომ ვერ მოასწრო, გამხდარიყო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი, სამაგიეროდ, სამშობლოსთვის სიკვდილი მოასწრო! ვიცი, ვერც სტუდენტობა შეაჩერებდა ჩემს შვილს, წასულიყო ქვეყნის დასაცავად!

...ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, იმ დროს, ბატონი გია ყარყარაშვილი იხსენებდა:’’რეზო ასათიანი, რომელმაც ბრძოლის ველიდან, ტყვიების ზუზუნში,ოთხი დაჭრილი გამოიყვანა, თვითონ კი _მოკვდა’’.

რეზიკოს თანამებრძოლებთან არ მაქვს კავშირი; წლების წინ, მხოლოდ ერთი ექიმი-ზურაბ ლეშკაშელი გამომეხმაურა, რომელმაც, დაჭრილი რეზიკო და კიდევ ერთი მეომარი, სასწრაფო დახმარების მანქანით, ბრძოლის ველიდან, სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. მან დაწერა წიგნი:’’აფხაზეთი ‘’ნაღდი შოუ’’, რომელშიც ერთ-ერთი თავი, რეზიკოს მიუძღვნა. ის, თურმე, იხსენებს, რომ რეზიკო ‘’აკაესის’’ ტყვიით იყო დაჭრილი, სახის არეში, ყბის მიდამოში; გარედან, თითქოს, არაფერი ეტყობოდა სასიკვდილო, თავისი ფეხით ავიდა სასწრაფო დახმარების მანქანაში, საკაცეზეც უარი თქვა, ხმის იოგები ჰქონდა დაზიანებული, საუბარი უჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა და ექიმებს გააგებინა_მე არაფერი მიჭირს, მეორეს მიხედეთ, ის უფრო მძიმედაო; მას (გვარად ლაზარაშვილს) გული ჰქონდა გაჩერებული... საავადმყოფოში, საოპერაციოშიც ის შეუშვა პირველი... ლაზარაშვილი გადარჩა, მაგრამ თავად, რეზიკო, შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა..ვერ უშველეს!.. სიმართლე გითხრათ, მე ის წიგნი არ წამიკითხავს,არ შემიძლია, ჩემი შვილის სიცოცხლის ბოლო წამების გააზრება.. სხვა რა გითხრათ, მეტი რა მაქვს სათქმელი_ რეზიკოს არ უცხოვრია იმდენი, რომ უფრო მეტი მესაუბრა მასზე.. ერთს კი ისევ ვამბობ_მას ყველა უყვარდა, მისი გული მხოლოდ სიყვარულით იყო სავსე და ამ სიყვარულით გავიდა ამ ქვეყნიდან!’’

„ნეტავ, სადაური ასათიანია? სად ცხოვრობს უკვდავი პოეტის მოგვარე და ვინ იცის, ნათესავიც. ლადო და მისი ‘’კრწანისის ყაყაჩოები“გამახსენდა: ‘’ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!’’ნეტავ, ჩვენი დროის გმირებს, ამ შეუპოვარ ახალგაზრდებს თუ ოდესმე, ვინმე, ასეთი სიყვარულით შეასხამს ხოტბას?! ნეტა, ვინმე თუ გაიხსენებს მათი გმირობის ამბავს?!’’- ამონარიდი ზურაბ ლეშკაშელის წიგნიდან: ‘’აფხაზეთი ნაღდი შოუ’’.

გურამ გორელიშვილი_ სამხედრო ჟურნალისტი_ ‘’მე და რეზიკოს მამა, 126-ე სკოლაში, კლასელები ვიყავით; ძალიან კარგი კლასი გვქონდა, გამორჩეული, მეგობრული და ეს ურთიერთობა, დღემდე შევინარჩუნეთ; (თუმცა, დღეს, მხოლოდ ოთხნი ვართ ცოცხალნი). 1967 წელს დავამთავრეთ სკოლა; ერთ-ერთი, რეზიკოს მამა_თამაზ ასათიანი  გახლდათ. ჩვენი კლასიდან, პირველი სწორედ ის დაოჯახდა, ულამაზეს ლალი ქურციკიძეზე; მისი მეჯვარე ვიყავი; პირველი ვაჟი, რეზიკო შეეძინათ, რომელიც ჩვენი ყველა თანაკლასელის ნანატრი, საყვარელი ბიჭი იყო. მე მოვნათლე; რეზიკო, ჩვენი პირველი სიხარული იყო და ყველა ვანებივრებდით; წარმოუდგენელია, ის გამორჩეულად არ გყვარებოდა, იმდენად გამორჩეული ბიჭი იყო...

1992 წელს, აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებები რომ დაიწყო, რეზიკო ადგა და ომში წავიდა; ‘’თეთრ არწივის’’ წევრი იყო. თითქმის ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ტამიშთან, როცა მისმა შენაერთმა ტაქტიკური უკან დახევა დაიწყო, მისი ოთხი დაჭრილი თანამებრძოლი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან; ერთი კი, მეხუთე, მისი ბავშვობის მეგობარი, (გია კოპალიანი), დაჭრილი, ბრძოლის ველზე დარჩა. რეზიკო სწორედ მის გამოსაყვანად შებრუნდა; დაჭრილამდე კი მიაღწია, სამშვიდობოსაც გამოიყვანა, მაგრამ სწორედ ამ დროს, სნაიპერის ტყვია მოხვდა სახის არეში... ეს მოხდა ტამიშთან, 1992 წლის 1 დეკემბერს... ჩემი ნათლული, რეზიკო ასათიანი  20 წლის იყო, ორიოდ კვირაში უნდა შესრულებოდა 21 წელი.. 

...გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვნახე_ სოხუმის ბაზართან შემხვდა. ჩავეხუტე, მოვეფერე_აქ რა გინდა, მეთქი, ვკითხე_ბაზარში მოვედით, კარალიოკი უნდა ვიყიდო, ბიჭებს უნდა წავუღო, გავახაროო... აფხაზეთში ვისაც გაუსინჯავს ზამთრისპირს ხურმა, კი მიხვდება, რა გემო აქვს.. ფული მივეცი, გულიანად მოვესიყვარულე_ რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა...  1 დეკემბერს გამაგებინეს, რომ რეზიკო აღარ იყო. ყველა მორგი დავიარე მისი ცხედრის ძიებაში და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენი... 2 დეკემბრის გამთენიისას, თვითმფრინავით გადმოვუსვენე თბილისში მის ოჯახს ჩემი თბილი რეზიკოს გაციებული სხეული...

საბურთალოს ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული...

..ისეთი ხალასი, საყვარელი, ალალი, თბილი, კეთილშობილი, სიყვარულით და სიკეთით სავსე ბიჭი იყო, უწესიერესი, გამორჩეული; ყველას შვილივით გვიყვარდა; თუმცა, ჩვენ ნათელ-მირონობის გარდა, მეგობრებიც ვიყავით; ისეთი ერთგულება და თანადგომა იცოდა, გაგაოცებდა. ისეთ ოჯახში იყო გაზრდილი, ისეთი მშობლები ზრდიდნენ, სხვანაირი ვერც იქნებოდა. ბაბუა, დედის მხრიდან, პოლკოვნიკი იყო_უგანათლებულესი, დახვეწილი პიროვნება..

ვამაყობ, რომ ის ჩემი უახლოესი ადამიანი იყო! მთელი ცხოვრება ტკივილად მაქვს, რომ ჩემი ნათლული, მის მშობლებს, მე მივუსვენე... ერთხელ, მისმა მამამ აქეთ მანუგეშა და მითხრა_ მადლობა შენ, რომ დღეს, რეზიკოს საფლავი მაინც მაქვსო... მართლაც, რამდენი მშობელია, ომში დაკარგული შვილის ცხედრის მოლოდინით გათანგული და გამწარებული...

დღესაც, 126-ე სკოლაში რომ შეხვიდეთ, მისი სახე შემოგანათებთ_ ფოიეში, სპეციალური კუთხეა მოწყობილი ომში დაღუპულთათვის და რეზიკოს ფოტოს წინ, მუდმივად ანთია კანდელი, ისევე, როგორც მისი სული აენთო საქართველოსთვის!.. ‘’

რევაზ ასათიანი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0