სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10489

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
გიორგი ლელაძე დავითის ძე 1919-93 წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი საზანო, თერჯოლა, იმერეთი. გიორგი ლელაძე დავითის ძე 1919-93 წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი საზანო, თერჯოლა, იმერეთი.

1919-1993 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ლელაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

გიორგი ლელაძე დავითის ძე 1919-93 წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი საზანო, თერჯოლა, იმერეთი.

ლელაძე გიორგი დავითის ძე 13 ნოემბერი 1919 წელი დაბადების ადგილი: სოფელი საზანო, თერჯოლის რაიონი.


დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში.

დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) მონაწილეობდა ბრძოლაში კურსკის შვერილზე, ბრიანსკის, ბელორუსიის ფრონტების ოპერაციებში, პოლონეთის გათავისუფლებაში; 1944 წლის 5-6 სექტემბერს ღამით მან პირველმა გადაიყვანა თავისი ათასეული მდინარე ნარვის დასავლეთ სანაპიროზე და დაიკავა პლაცდარმი. ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საარქიტექტურო ინსტიტუტში და საცხოვრებლად მოსკოვში დამკვიდრდა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

საბჭოთა კავშირის გმირი


გიორგი დავითის-ძე ლელაძე

1944 წლის ნოემბერში ქ. ზესტაფონის მცხოვრებმა მარია ივანეს ასულმა ლელაძემ ფრონტიდან წერილი მიიღო, სარდლობა ოქტომბრის რევოლუციის 27-ე წლისთავზე მადლობას უხდიდა დედას მამაცი შვილის გაზრდისათვის.

,,თქვენი შვილი გიორგი დავითის-ძე ლელაძე-სწერდნენ ფრონტიდან, -რომელიც ჩვენს ნაწილშია, სამშობლოს საუკეთესო დამცველია, იგი მედგარი და მამაცია, არ ზოგავს ძალას და სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის, გერმანელ დამპყრობელთა გასანადგურებლად, ამით მან დაიმსახურა თავისი მებრძოლი ამხანაგებისა და ნაწილი სარდლობის სიყვარული და პატივისცემა.... ნაწილთა სარდლობა მადლობას გითვლით, პატივცემულო მარია ივანეს ასულო, ასეთი მტკიცე და ვაჟკაცი შვილის აღზრდისათვის.,,

ამ წერილს, გიორგის წერილებთან ერთად, ფაქიზად და სიყვარულით ინახავენ ოჯახში. გიორგის სახელთან დაკავშირებულ ყოველ ცნობას სიხარულით ხვდება მარიამ ივანეს ასული და უმცროსი ძმა ვახტანგი, მაგრამ ამ დღეებში მიღებული ამბავი განსაკუთრებით  აღმაფრთოვანებელი იყო:  კაპიტან გიორგის ძე ლელაძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

გიორგი ლელაძემ ბავშვობა სოფელ საზანოში გაატარა, დაწყებითები განათლება მოსკოვში მიიღო. 1934 წელს ქუთაისის მეხუთე რუსულ საშუალო სკოლაში სწავლობდა,  იყო ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა. სკოლა მან ფრიადზე დაამთავრა.

1939 წელს გ. ლელაძე შევიდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში, პარალელურად უსმენდა ლექციებს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში. ახალგაზრდას განსაკუთრებით აინტერესებდა ლიტერატურის, ფილოსოფიის, ხელოვნების ისტორია, იგი წარჩინებული სტუდენტი იყო. ამაზე წერდა ,,კომსომოლსკაია პრავდაც,,.


მესამე კურსზე იყო გ. ლელაძე, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. 1941 წლის აგვისტოში იგი უკვე სამხედრო სასწავლებელშია, 1942 წლის მაისიდან კი ფრონტზეა.  ახალგაზრდა ოფიცრის საბრძოლო გზა აღსავსეა გმირული ეპიზოდებით, აი ერთი მათგანი: 

წითელი არმიის დიდი შეტევა მზადდებოდა, ერთმა ჩვენმა ქვეითმა ნაწილმა, რომელსაც მხარს უჭერდა ლელაძის ნაღმტყორცნელთა მძლავრი ცეცხლი, გერმანელები გარეკა მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტიდან. გერმანელები შევარდნენ უკან დაებრუნებინათ ეს პუნქტი და ნაღმტყორცნელთა წინააღმდეგ გამოგზავნეს 18 ტანკი მეავტომატეთა დესანტით, მაგრამ ლელაძის ნაღმტყორცნელები მტკიცედ იდგნენ. გმირმა მეომრებმა მტერს გამანადგურებელი ცეცხლი დაუშინეს, ისინი ისროდნენ მაშინაც კი, როცა ტანკები სულ რაღაც 100 მეტრზე იმყოფებოდნენ, მტრის კონტრიერიში ჩაიშალა. გადარჩენილმა ტანკებმა დატოვეს ბრძოლის ველი და უკუიქცნენ. ამ ბრძოლის შემდეგ გ. ლელაძე დანიშნეს ბატალიონის მეთაურად და წარადგინეს ჯილდოზე. მისმა ბატალიონმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქალაქისა და ციხე-სიმაგრის დანგრევის აღებისას. 

 გიორგი ლელაძე მებრძოლთა კარგი პოლიტიკური აღმზრდელიც არის, წითელარმიელთა გაზეთში მოთავსებულია კაპიტან კ. ვოზნესენსკის ვრცელი სტატია  ,,მეთაური პოლიტიკური აღმზრდელია,,


,,.....პოლიტიკურ-აღმზრდელობით მუშაობას -წერს ვოზმენსენსკი, - დიდ ყურადღებას უთმობს კაპიტანი ლელაძე. პოლიტიმფორმაციებს როგორც წესი იგი თვითონ ატარებს. მაგალითად იგი დაწვრილებით ეცნობა გაზეთში გამოქვეყნებულ ბრძანებებს, მოხსენებებს და სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებს,  შემდეგ შეკრებს ოფიცრებს, ჩაატარებს საუბარს და მისცემს დავალებას გააცნონ  ოცეულს  ეს საკითხები.....,,

პარტიულ კრებაზე ლელაძე გამოვიდა მოხსენებით, სადაც მან წარადგინა საბრძოლო ამოცანები. ამის შემდეგ დაიწყო მზადება შეტევითი ოპერაციებისათვის....

...არ შეიძლება არ ავღნიშნოთ გ. ლელაძის აღმზრდელობითი მუშაობის ისეთი ფორმა, როგორიცაა მებრძოლებთან ინდივიდუალური საუბარი, ამით იგი კარგად სწავლობს ადამიანებს, მათ სულისკვეთებას, ასეთი საბრები ამავე დროს საშუალებას აძლევს მას ნათლად აუხსნას ყოველ მებრძოლს გაუგებარი საკითხები....,,

გიორგი ლელაძე ჯერ 25 წელიც არ შესრულებია, მას გმირობამდე მიღებული აქვს ლენინის ორდენი, სუვოროვის lll  ხარისხის ორდენი, სამამულო ომის l და  ll ხარისხის ორდენები, წითელი ვარსკვლავის ორდენი და მედალი ,,მამაცობისთვის,,

ჭეშმარიტად უძლეველია ქვეყანა, რომელიც ასეთ გმირებს წარმოშობს! 

პ. ჭიოკაძე

გაზეთი ,,კომუნისტი,, 1945 წ. 20 მაისი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • ლენინის ორდენი

წყარო-nplg.gov.ge

გარდაიცვალა 1993 წელს დაკრძალუალია მოსკოვში

Награды и премии
Герой Советского Союза — 1945
Орден Ленина — 1945Орден ЛенинаОрден Суворова III степениОрден Отечественной войны I степени
Орден Отечественной войны I степениОрден Отечественной войны II степениОрден Дружбы народовОрден Красной Звезды

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.09.2022
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0