სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა გოცირიძე 1968-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. ასურეთი თეთრი წყარო ქვემო ქართლი ელგუჯა გოცირიძე 1968-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. ასურეთი თეთრი წყარო ქვემო ქართლი ელგუჯა გოცირიძე 1968-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. ასურეთი თეთრი წყარო ქვემო ქართლი ელგუჯა გოცირიძე 1968-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. ასურეთი თეთრი წყარო ქვემო ქართლი

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოცირიძე სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ელგუჯა გოცირიძე 1968-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ასურეთი თეთრი წყარო ქვემო ქართლი

მხერდრიონელთა სრული სია რომელიც გარდაიცვალა თვითფრინავის აფეთქების დროს 

ელგუჯა გოცირიძე დაიბადა 1968 წლის 22 მარტს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთში.


აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. სწავლობდა თბილისის სამშენებლო პროფსასწავლებელში. ეუფლებოდა კარატეს. მუშაობდა თბილისში ავეჯის ასაწყობ სახელოსნოში.


თვალცრემლიანი დედა მოგვითხრობს:„აფხაზეთის ომმა ააფორიაქა ჩემი შვილიც. 10 ასურელ ბიჭთან ერთად წავიდა სამშობლოს ერთიანობის დასაცავად.ოჩამჩირეში მიხო მორჩილაძის ბიჭებთან ერთად იბრძოდა. როცა ბატონი მიხო დაიჭრა, ბიჭებმა „ასურეთის საძმო“ ჩამოაყალიბეს. ყველა ცხელ წერტილში ვაჟკაცურად იცავდნენ ქართულ მიწას. 1993 წლის თებერვლის ბოლოს ,ლაბრაზე  შეტევის დროს, მძიმედ დაიჭრა გულისა ფილტვის არეში,2 თვე მკურნალობდა თბილისში, მაგრამ, როცა  ტელევიზიით ბატონი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და ქუდზე კაცს იხმობდა აფხაზეთში, ჩემმა შვილმა ვეღარ მოითმინა.


ელგუჯა და მისი მეგობრები – დათო ავალიანი, ძმები სოსო და კობა გურგენიძეები,მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ბესო სარუსიძე და კუმისელი კობა ლაღიძე სასწრაფოდ გაემგზავრნენ დასავლეთში, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ბიჭებმა ვერ შეაღწიეს აფხაზეთში და უკან დაბრუნდნენ. 22 სექტემბერს 1 საათზე წავიდნენ თბილისში. თავი მოიყარეს პარლამენტის შენობასთან. იქ გაიგეს, რომ გაფრენა შეიძლებოდა, მაგრამ დაფრენის შანსი ძალიან მცირე იყო. ბიჭები არ შეშინდნენ და საღამოთი მაინც გაფრინდნენ. ის თვითმფრინავი დაფრენის დროს მტერმა ააფეთქა და 90 ვაჟკაცის სიცოცხლეც შეიწირა. ბიჭები ბაბუშერის სასაფლაოზე საძმო საფლავში განისვენებენ. „ასურეთის საძმოს“ წევრთაგან 3 ამოცნობილია და 4 ამოუცნობი. მათი შორის ამოუცნობია ჩემი შვილიც. იქნებ, გადამირჩა შვილი? იქნებ სასწაული მოხდა? ჩვენ, მშობლები, მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი მაინც ველოდებით.“

ელგუჯა გოცირიძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 4




გოცირიძე - გვარის 31 ღვთისმსახური

1 0

გოცირიძე შოთა თამაზის ძე. დ.1974წ. რუსთავის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. დაბ. თბილისი.

2 0

გოცირიძე შენგელი მღვდელი დაბ. 1981წ. მღვდელი მსახურობს მარაბდის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში. დაბ. სოფ. ასურეთი თეთრიწყარო

2 0

გოცირიძე დავითი 1864-1938წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წესი, ამბროლაური დაკრძ. კუკია 25 შვილის მამა

2 0

ოთარ გოცირიძე დავითის ძე 1919-2010წწ საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ.ხოტევი ამბროლაური რაჭა

1 0


ბესიკ გოცირიძე 1992წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

3 0


ავთანდილ გოცირიძე 1956-1993წწ გარდ. თბილისი, ვეტერანი, მხედრიონი დაბ. სოფ. ასურეთი თეთრიწყარო.

1 0


ჯუმბერ გოცირიძე 1968-22/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ ასურეთი თეთრიწყარო

2 1


მიხეილ გოცირიძე 1901-75წწ მხატვარი. დაბ. ონი, რაჭა.

1 0


ნიკო გოცირიძე 1872-1949წწ მსახიობი წარმ. სოფ. ხოტევი ამბროლაური. დაბ. თბილისი

2 0


გიორგი გიორგის ძე გოცირიძე 1910-77წწ გარდ. 67 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ყანდაურა, საგარეჯო, კახეთი.

1 0