ვიტალი ვარდანიძე ანზორის ძე დაიბადა 1971 წლის 14 აგვისტოს თბილისში.
მე-40 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ვლადიკავკაზის სამხედრო საერთო საჯარისო მეთაურთა სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1992 წ. დანიშნეს გორის პირველ სასწავლო ცენტრში, პირველი ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაურად.
1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში. 24 ივლისს სოფ. შრომაში დაჭრილების გამოყვანის დროს მტრის ულმობელმა ტყვიამ მისი ახალგაზრდული სიცოცხლე ულმობლად შეიწირა.
ვიტალი ვარდანიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის |! ხარისხის ორდენით.
1994 წლის 18 აგვისტოს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მისი სახელი დაერქვა მშობლიურ სკოლას.
ვიტალი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.ის მხოლოდ 21 წლის იყო მაშინ და პატარა გენერალს ეძახდნენ, რომარა ომი,ის აუცილებლად გახდებოდა კიდეც და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ჩვენი სამშობლოსთვის.სერიოზულ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ,მაგრამ არ დასცალდა...ბატალიონი და სკოლა, სადაც სწავლობდა მისი სახელობისაა.დაჭრილი მებრძოლის გამოსაყვანად, სხვამ რომ ვერ გაბედა გასვლა, ვიტალიმ ვერ მიატოვა,უკან გამოსვლის დროს სნაიპერის ტყვიამ მოუსწრო,სამაგიეროდ დაჭრილი გადაარჩინა. ეს მხოლოდ ერთი და საბედისწერო,თორემ სასწაულებს ყვებიან ბიჭები მის ვაჟკაცობაზე ... ჩვენი დროის და ჩვენი გვარის გმირი.ვიტალი ვარდანიძე ვიტალი ვარდანიძე დაიბადა 1971 წლის 14 აგვისტოს, ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა ვლადიკავკაზის სამხედრო საერთო საჯარისო მეთაურთა სასწავლებელი. 1992 წ. დანიშნეს გორის პირველ სასწავლო ცენტრში, პირველი ბატალიონის მე-2 ასეულის მეთათურად. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს N1 სასწავლო ცენტრის უფროსის 1993 წლის 10 ივლისის N344 ბრძანებით ლეიტენანტი ვარდანიძე ვიტალი ანზორის ძე მივლინებული იყო აფხაზეთის რეგიონში დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით. 24 ივლისს სოფ. შრომაში დაჭრილების გამოყვანის დროს მტრის ულმობელმა ტყვიამ მისი ახალგაზრდული სიცოცხლე ულმობლად შეიწირა. ვიტალი ვარდანიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით. 1994 წელს მისი სახელი დაერქვა თბილისის N40 სკოლას.