კოტე ლეთოდიანი დაიბადა 1971 წელს ქ. სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულში, ბრიგადის მეთაურის პირადი დაცვის უფროსად.
საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა მდინარე გუმისთასა და შრომა-ახალშენის მიმართულებით. ყოველთვის მეთაურის გვერდით იმყოფებოდა, შტაბშიც და საბრძოლო პოზიციებში მონაწილეობის დროსაც.
1993 წლის 27 სექტემბერს, მოწინააღმდეგის „ბოევიკებთან“ შეტაკების დროს, მდინარე კელასურთან, გმირულად დაიღუპა მეთაურთან ერთად.
დასაფლავებულია სოფელ ბაღმარანის სასაფლაოზე.