სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თემურ ჩხარტიშვილი 1962-1992წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი. თემურ ჩხარტიშვილი 1962-1992წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი. თემურ ჩხარტიშვილი 1962-1992წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1962-1992 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხარტიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

თემურ ჩხარტიშვილი 1962-1992წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

თემურ ჩხარტიშვილი დაიბადა 1962 წელს .ქ. თბილისში.1978 წელს თემურმა დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა,



პარალელურად სწავლობდა აეროკლუბში, საიდანაც 1979 წ. მიიღო მცირე ავიაციის „უ“-2-ის“ ტიპის თვითმფრინავის მართვის უფლება.

1980-82 წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური გერმანიაში მოიხადა. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1986 წ. მფრინავ-ინსტრუქტორის სპეციალობით და მიენიჭა ლეიტენანტის

წოდება. ამავე სასწავლებელში მსახურობდა მფრინავ-ინსტრუქტორად.


1989 წლიდან თბილისის აეროკლუბის მფრინავ-ინსტრუქტორია და ამავე კლუბის უფროსის მოადგილე. 1991 წ. თბილისის სამოქალაქო ფლოტის „ორბის“ IV ესკადრილიის „ტუ-14“-ის ტიპის ლაინერის შტურმანია.

თემურს ნაცნობ-მეგობრები ახასიათებენ, როგორც კეთილშობილ,კეთილსინდისიერ, სიმართლისმოყვარულ, ოჯახსა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს. აკი გამოამჟღავნა და დაამტკიცა საქვეყნოდ ეს თვისებები,როცა მის საყვარელ საქართველოს გაუჭირდა, უყოყმანოდ ჩაირიცხა ბატალიონ „თბილისელში“ მოხალისედ. თემური ხომ კადრის ოფიცერი იყო, აქ მზვერავობა

იკისრა და უტყუარი ცნობები მოჰქონდა. მის გამჭრიახობაზე მტრის ბანაკში ლეგენდები დადიოდა. მაგრამ, საუბედუროდ, 1992 წლის 7 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცხენისწყალთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მტერმა მოახერხა მისი უმოწყალოდ დაცხრილვა, საკონტროლო ტყვიაც მიარტყეს თავში.სხვა მიცვალებულებთან ერთად გამოიტანეს თემურიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ

ცოცხალი იყო, ფიზიკურად ძლიერი ვაჟკაცი 1995 წლის 9 ოქტომბრამდე ებრძოდა სიკვდილს.

ნატანჯი თემური მუხათგვერდის სასაფლაოს მიაბარეს ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა.

არ შეიძლება საქართველომ დაივიწყოს თემურ ჩხარტიშვილი და მასავით გულანთებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ კეთილდღეობას შეეწირნენ.

მადლობა ქალბატონ მზიას ასეთი ვაჟკაცი შვილის აღზრდისთვის.

თემურ ანტონის ძე ჩხარტიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 25.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჩხარტიშვილი

1 0

დავით ჩხარტიშვილი 1971-1993წწ 02/07/93წ. გარდ. ტამიში, აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი

3 0

ვასილ ჩხარტიშვილი 1973-93წ. გარდ. აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი

3 0

ვანო ჩხარტიშვილი დ. 1964წ. 100მლნ. ბიზნესმენი დაბ. ოზურგეთი

2 0

კახაბერ ჩხარტიშვილი (1978) იურისტი, მწერალი, პოეტი, ოზურგეთი, გურია

1 0


დავით ჩხარტიშვილი დ.1996წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა ოზურგეთი

1 0

3 3 9


გიორგი ჩხარტიშვილი დ.1995წ. ევროპის პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. ოზურგეთი

1 0

1 2 6