ხოკრიშვილი ნიკოლოზ ოთარის ძე – დაიბადა 1961 წლის 14 მარტს. 1978 წელს დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლა.
1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში (მოსკოვში). მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში. 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის რიგით ჯარისკაცად.
1993 წლის 18 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად გააგზავნეს ქ. სოხუმში, სადაც დაიღუპა შემხვედრ ბრძოლაში ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად 1993 წლის 22 სექტემბერს. (ქ. სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს 1993 წლის 18 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი 22 სექტემბერს გარდაიცვალა).
დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის სასაფლაოზე. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 ივლისის (თუ 30 ივნისის) ბრძანებულებით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ქ. კასპის საკრებულოს გადაწყვეტილებით პუშკინის ქუჩას, რომელზეც ის ცხოვრობდა, ეწოდა ნიკოლოზ ხოკრიშვილის სახელი.
ნიკოლოზ ხოკრიშვილი დაიბადა 1961 წლის 14 მარტს. 1978 წელს დაამთავრა ქ. კასპის #2 საშუალო სკოლა.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
1979-81 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში.1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა კასპის გვარდიის ბატალიონში.
ქ. სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს 1993 წლის 18 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი 22 სექტემბერს გარდაიცვალა.
დაკრძალულია კასპის რაიონის სოფ.ლამისყანის სასაფლაოზე.
ნიკოლოზ ხოკრიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის II ხარისხის ორდენით.
ქუჩა, სადაც ის ცხოვრობდა, დღეს ნიკოლოზ ხოკრიშვილის სახელობისაა.
https://www.facebook.com/photo/?fbid=881885455532737&set=pcb.881899278864688
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი