ვახტანგ კვესიტაძე დაიბადა 1957 წელს 13 მაისს.
საქართველოს უშიშროების უმაღლესი სკოლის კურსის უფროსის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ოთარის ძე კვესიტაძე შს ორგანოებში მუშაობდა 1984 წლიდან. მუშაობის პერიოდში თავი გამოიჩინა შრომისმოყვარეობით, რის გამოც სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა კოლექტივის წევრებს შორის. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა შს განყოფილების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტილებაში, იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში.
1992 წლის აგვისტოს თვეებში, აფხაზეთში შექმნილ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების უმაღლესი
სკოლის ოფიცერთა და მსმენელთა ერთი ჯგუფი მივლინებული იქნა ქ. გაგრის დასაცავად, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად ძირითადად განლაგებული იყო ქ. გაგრის მისადგომებთან, კერძოდ სოფელ კოლხიდასთან.
1992 წლის 26 აგვისტოს აფხაზი სეპარატისტების და ჩრდილო კავკასიელ გადამთიელთა კბილებამდე შეიარაღებული შენაერთები, ცეცხლის შეწყვეტაზე მიღებული შეთანხმების მიუხედავად, თავს დაესხდნენ ჩვენს ნაწილებს. უთანასწორო ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ უმაღლესი სკოლის მასწავლებელი მეთოდისტი პოლიციის მაიორი მირიან ივანეს ძე თეთრაძე და კურსი სუფროსი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ოთარის ძე კვესიტაძე.
კაპიტანი, კურსის უფროსი ოთარ კვესიტაძე დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ღირსების მედლით. სიკვდილის შემდეგ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის ბრძანებით დაჯილდოებულია შსს აკადემიის მედლით
ვახტანგ (ჯუნგლი) კვესიტაძე დაიბადა 1957 წლის 13 მაისს ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვიაში.1963 შევიდა სოფ. რკვიის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში.აღნიშნული სკოლის არასრული კურსი ფრიადებზე დაამთავრა 1971 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში,რომელიც დაამთავრა 1974 წელს.იმავე წელს გახდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი.მეორე კურსზე იყო როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს.ორი წელი მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.დემობილიზაციის შემდეგ კვლავ ინსტიტუტში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში,შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მასწავლებლად.
საქართველოში შიდა კონფლიქტების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში,იბრძოდა სამაჩაბლოში 1992 წლის 28 აგვისტოს ა. კვანტალიანის სპეცნაწილი,რომლის წევრიც ვახტანგ კვესიტაძე გახლდათ,გაგრაში გადაისროლეს.დაიღუპა 29 აგვისტოს სოფ. კოლხიდასთან.ვახტანგ კვესიტაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ,,ღირსების მედლით“.ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვთის არასრულ საშუალო სკოლას მიენიჭა მისი სახელი.ვახტანგის აღმზრდელი პედაგოგები იგონებენ: ,,ვახტანგი იყო ჯანსაღი,მკვირცხლი ხასიათის ბავშვი.გატაცებული იყო წიგნების კითხვით,კარგად სწავლობდა,სისტემატურად ხუთებს ღებულობდა.თუ რომელიმე დღეს ხუთიანს ვერ მიიღებდა,სახლში მოწყენილი მიდიოდა და დედა მაშინვე შეატყობდა რომ იმ დღეს ხუთიანი ვერ მიიღო,დასანანია,რომ ოჯახის ერთადერთმა სანატრელმა შვილმა ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი მარგარიტა ჭუმბურიძე იგონებს: ,,ვახტანგი სისტემატიურად მომზადებული მიდიოდა სკოლაში,მუდამ წესრიგში ჰქონდა ტანსაცმელი და სასწავლო ნივთები.მის კუთვნილ სასწავლო სახელმძღვანელოს ხმარება არ ეტყობოდა,ისე უვლიდა.წერით დავალებებს ასრულებდა სუფთად და ლამაზად.გადმოცემის კარგი უნარი ჰქონდა.მის დღიურში ხუთიანის გარდა სხვა ნიშანს ვერ ნახავდით....“
რით შეიძლება ანუგეშო საყვარელი შვილის დამკარგავი მშობლები.ნუგეშის სიტყვა უმწეოა მათი ხვედრის შესამსუბუქებლად.დაჰკარგეს შვილი,რომელსაც თვითონ უნდა დაეტირა და თვალი დაეხუჭა მშობლებისთვის.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
ტექსტის აკრეფაში ითანამშრომლა მარიამ გიორგის ასული მანჯგალაძე, დაბადებულია 2003 წელს ბათუმში
ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი
1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბზიფის ხეობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც რამდენიმე ბატალიონთან ერთად, პოლიციის აკადემიის კურსტანტებიც იყვნენ ჩართულები. პოლიციელებს დაბა კოლხიდას მიდამოებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ, საიდანაც მტრის შენაერთებისთვის ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. 28-29 აგვისტოს ღამის საათებში, ორ ნაწილად გაყოფილი კურსანტთა ასეული, ე.წ. „წითელ ჯვარში“ და კოლხიდასთან მდებარე მანდარინების პლანტაციებში დაბანაკდა. მოწინააღმდეგემ მალევე მიიტანა მათზე იერიში, რის შედეგადაც „წითელ ჯვარში“ დაბანაკებული ათივე პოლიციელი დაი*ღუპა. მარჯვენა ფლანგზე მყოფმა პოლიციელების ძირითადმა ძალებმა, თავდასხმა უმსხ*ვერპლოდ მოიგერიეს (ოთხი კაცი დაიჭ*რა) და მაშინვე დაღუ*პული თანამებრძოლების პოზიციებისკენ მიაშურეს. მათთან ერთად, „ბმპ“-ეს ტიპის ტექნიკის წინამძღოლობით, მხედრიონელთა ერთი ოცეულიც ავითარებდა იერიშს, რა დროსაც ადგილზე მისულები, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.
შოთა ბითაძე (პოლიციის კურსანტი):
„მაღლობზე რომ ავედით, მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა გვაიძულა ჩვენი ბიჭების პოზიციამდე გვეხოხა. მაღლობზე პირველკურსელის ანდრო ჭანტურიძის უძრავი სხეული შევნიშნეთ. როცა მეგობრების სამყოფს მივაღწიეთ, თვალწინ შემზარავი სურათი გადაგვეშალა. მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან მეოთხე კურსელის ერნესტ კუკსას და*მახინჯებუ*ლი გვ*ამი იდო, მისთვის ხელებში აფეთ*ქებულ ყუმბარას ორივე ხელის კიდური წაეგ*ლიჯა. რამდენიმე ნატყ*ვიარი სახეზეც ჰქონდა. აქვე ახლოს ფოლადის ჩაფხუტიანი, ნაძვს მიყრდნობილი ლევან ცისკარიშვილი უსულოდ იჯდა. მისთვის სნაიპერის ტყ*ვიას ფოლადის ჩაფხუტი გაეხვრიტა. გზის მარცხენა მხარეს მაიორ მირიან თეთრაძის, მეოთხე კურსელის ნუგზარ მარშანიშვილის, პირველკურსელების ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას უმოძრაო სხეულები დავინახეთ. ახლოს მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მირიან თეთრაძეს (მეთაური) თავი ჰქონდა გაპო*ბილი. ყველა დანარჩენს სხეულზე ნატყ*ვიარები ჰქონდა. აქეთ ნაძვებთან, გზის მხარეს კაპიტან ვახტანგ კვესიტაძის და მისგან ათი მეტრის მოშორებით მეოთხე კურსელის ზაქარია ვეშაპურის გვა*მები შევნიშნეთ, მეოთხე კურსელი ბადრი გერაძე არსად ჩანდა. ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა“ (გერაძის ცხე*დარს ოდნავ მოგვიანებით, მეოთხე კურსელებმა - კახა ადამიამ და კობა კალმახელიძემ მესამე ტერასაზე მიაკვლიეს).
ერთსაათიანი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ უკან დაიხია (სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭ*რა. მხედრიონელებმა მოგვიანებით განიცადეს დანაკარგები, როდესაც მტრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ ), თუმცა სროლებს მაინც ჰქონდა ადგილი და ცხედ*რების გამოსატანად დაწყებული საევაკუაციო პროცესიც, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. „ბმპ“-ში ექვსი ცხედ*რის მოთავსება მოხერხდა, დანარჩენი ცხედ*რების გამოსატანად კი „შავნაბადას“ კუთვნილი „ბტრ“-ის ტიპის ტექნიკა მოიშველიეს. აღნიშნულ „ბტრ“-ში ოთხივე დაღუ*პულის ცხე*დარი მოათავსეს, თუმცა ტექნიკას ძრავამ უმტყუნა და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა. ამასობაში მას ჭურვიც მოხვდა, თუმცა ზიანი დიდად არ მიდგომია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, ცხედ*რების გადარჩენაც მოხერხდა. დაღუ*პულთა გადმოსვენება ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი დედაქალაქის მიმართულებით ექვსი გადმოსვენებულის ტრანსპორტირება განხორციელდა.
შოთა ბითაძე:
„29 აგვისტოს გაგრის ნავსადგურიდან ფოთის მიმართულებით გასული გემით გავაცილეთ ჩვენი მეგობრების - მირიან თეთრაძის, ნუგზარ მარშანიშვილის, ერნესტ კუკსას, ანდრო ჭანტურიძის, ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას ცხედ*რები. ისინი იმ გზით გავაცილეთ, რა გზითაც აქ, გაგრაში ჩამოვედით. გაგრის სტადიონზე, სატვირთო მანქანაზე დასვენებულ თუთიის სასახლეში ჩასვენებულ ვახტანგ კვესიტაძეს, ბადრი გერაძეს, ლევან ცისკარიშვილს და ზაქარია ვეშაპურს, 31 აგვისტოს ღამე გავუთენეთ და დილით ვერტმფრენით გავაცილეთ.“
.................
გ. ბელქანია, ა. ჭანტურიძე, ლ. ცისკარიშვილი, ბ. გერაძე, ბ. კოკაია.
ე. კუკსა, ვ. კვესიტაძე, ნ. მარშანიშვილი, მ. თეთრაძე, ზ. ვეშაპური.