დაიბადა 1967 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში. თბილისის 117-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიუკურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. სამხედრო ვალდებულება მან ავღანეთში მოიხადა და იქიდან საპატიო წოდებით დაბრუნდა. შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და აქაც წარბშეუხრელად წავიდა და კაცურად აღასრულა მამულიშვილური ვალი.
სამშობლოსათვის გულაანთებულმა ვაჟკაცმა თავისი სიცოცხლე გმირულად დაასრულა 1993 წლის 16 სექტემბერს ქ. სოხუმში.
გოჩას მეგობრები ახასიათებენ, როგორც ნიჭიერ სამხედროსა და მამაც მებრძოლს. მას დავიწყება არ უწერია, რამე თუ სამშობლოსათვის გაიღო ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე.
გოჩას დედა ქ-ნი ნარგიზა გულისტკივილით, მაგრამ მაინც ამაყად დადის თბილისის ქუჩებში.
ცხოვრება გრძელდება! მის უკვდავ სახელის ნათებას მისი შვილები განაგრძობენ.
გოჩა ადუაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის“, და ასევე ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.
. . . ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს დიახაც დააკლდა, მაგრამ რჩეულ მებრძოლთა რიგებს შეუერთდა.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი