სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ინგა გვასალია 1967-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი. ინგა გვასალია 1967-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი. ინგა გვასალია 1967-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი.

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვასალია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ინგა გვასალია 1967-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი.

ინგა გვასალია იურის ასული დაიბადა 1967 წლის 17 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში. 



1973 წელს შევიდა სოფ. დარანდის ა.ე. თოდუას სახელობის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს. 

1984 წელს ჩაირიცხა თბილისის სავაჭრო ტექნიკუმში საქონელმცოდნეს ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1988 წელს. დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო მაღაზიაში გამგე-გამყიდველად. 

ინგა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გამბედაობითა და სიმამამცით. იყო ძალზე კეთილი და თავმდაბალი, ვერ იტანდა უსამართლობას. მთელი მისი ახალგაზრდობა სიკეთისა და გულისხმიერების სიმბოლო იყო. 

ქართველი ერის ბევრი საამაყო  შვილი, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული, აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას შეეწირა, როგორც ჭაბუკები, ასევე ახალგაზრდა მანდილოსნები და სწორედ მათ შორის იყო ინგა იურის ასული გვასალია, რომელიც აფხაზეთში მინდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო 23-ე საარმიო კორპუსის საინჟინრო მესანგრეთა ასეულში მედდად.


მან თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ერთიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში, რომელსაც აწარმოებდა საინჟინრო მესანგრეთა ასეული. ინგა ყოველთვის ცხელ ხაზზე იდგა მებრძოლებთან ერთად, თავისი შეძლებისდაგვარად არც ერთ დაჭრილს არ ტოვებდა ბრძოლის ველზე. უშიშრად და მედგრად ემსახურებოდა მათ.

მას ქალაქი არ დაუტოვებია, იბრძოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე და 1993 წლის 29 სექტემბერს იგი გმირულად დაიღუპა სოფ. დრანდაში. 

დედებო, ჩვენი გჯეროდეთ, 

გვესხა სიმართლის ფრთები, 

ცუდად არ ჩაიმეწყრება

ბრძოლით გავლილი გზები.

სამშობლოც ფრთებად მიისხამს 

სისხლით ჩათესილ ყვავილს

და დაგხურავენ ღირსელს

გმირის გამზრდელ მანდილს.


ნუცა აბულაძე



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2021
ბოლო რედაქტირება 29.09.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


გვასალია - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

რუსლან გვასალია 1976-93წწ. დაკ. 17 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

2 0


მურთაზ გვასალია სერაპიონის ძე 1964-1993წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი. ავაზა დაბ. თბილისი

3 0


დემნა გვასალია 1947-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. თბილისი.

2 0


ზურაბ გვასალია 1976-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0

დავით გვასალია ახალგ. ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხობი

1 0

0 0 1


პაატა გვასალია დ.1973წ. ევროპის პრიზიორი კრივი დაბ. ფოთი

1 0

0 0