სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იური ძიძიგური 1950-1992წწ    02/10/92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი იური ძიძიგური 1950-1992წწ    02/10/92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

1950-1992 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ძიძიგური სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

იური ძიძიგური 1950-1992წწ 02/10/92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

იური ძიძიგური დაიბადა  03 დეკემბერი 1950 წელს გაგრა, წინაპრები სოფელი ხუნწა, მარტვილი (გეგეჩკორი)



იური ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიკეთით, გულისხმიერებით, სიმართლის სიყვარულით, ახალგზრდა ჭაბუკმა შრომის და სწავლის ფრიად ნაყოფიერი გზა განვლო და შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს სამინისტროს გაგრის საქალაქო განყოფილებაში. ყურადღებიანი, კეთისლსინდისიერი, შემსრულებელმა მუშაკმა დიდი სიყვარული გამოიჩინა თანამშრომლებში. იგი მუშაობდა 1980 წლიდან. ამ წლის მანძილზე შეუერიგებელი იყო ბოროტმოქმედების და საზოფადოებრივი წესრიგის დამრღვევთა მიმართ. მონაწილეობდა ყველა დაგეგმილ თუ განხორციელებულ ყველა ოპერატიულ ღონისძიებაში, სახელოვნად გაიარა გზა რიგით პოლიციიდან, სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობამდე, მინიჭებული ჰქონდა პოლიციის მაიორის საპატიო წოდება. ოჯახიც მშვენიერი ჰყავდა. ბედნიერად გრძნობდა თავს, ნათელ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება. 


1992 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც გაგრაზე მტრის გააფრთებული შეტევა დაიწყო, გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში შეიქმნა პოლიციელთა ერთი ჯგუფი, რომელსაც სანატორიუმ “გრუზიას“ მიმდებარე სტრატეგიული პოზიციის დაცვა დაევალა. 


მტერთან სისხლისმღვრელი შეტაკებაში მამაცმა სიკვდილით დაეცა ორმოცდაორი წლის პოლიციის მაიორი. 

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის და ვაჟკაცობისათის იური შოთას ძე ძიძიგური დაჯილდოვებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით. 


არშეიძლებასაქართველომდაივიწყოსიურიძიძიგურიდამასავითგულანთებულიადამიანები, რომლებიც ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ კეთილდღეობას შეეწირნენ. 

ნუგეშად ესღა გვრჩება.

“ეგე ვითართაი არს სასუფეველი ცათა“


შვილი ირაკლი ძიძიგური დაბადებულია 14 აგვისტო 1979 წელს გაგრა

მეუღლე ქეთევან შუბითიძე მიხეილის ასული 27 აგვისტო 1953 წელს ქალაქი ზლაოუსკი, ჩელიაბინსკის ოლქი. მამა წარომავლობით საჩხერე.

შვილი ნინო ძიძიგური დაბადებულია 1978 წელს გაგრა, წარმატებული ოტოლარინგოლოგი

შვილი მარიამ ძიძიგური დაბადებულია 1991 წელს გაგრა



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.08.2021
ბოლო რედაქტირება 03.10.2024
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ძიძიგური - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0

თეიმურაზ ძიძიგური 1954 -92 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. რუსთავი

2 0


რომან ძიძიგური დ. 1967წ. ვეტერანი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში აფხაზეთი

2 0


გუგუშა ძიძიგური 1930-1993წწ დაკარგ. მდ. გუმისთა დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში აფხაზეთი

2 0


ლავრენტი (ჯუგა) მანცოს ძე ძიძიგური 1974-1992 წწ გარდ. ეშერა ახაზეთი დაბ. თბილისი.

2 0


შოთა ძიძიგური 1911-1994წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი.დაბ. სოფ. მათხოჯი, ხონი, იმერეთი.

3 0