ლუკავა ელგუჯა მიხეილის ძე ნამდვილად იყო ჩარიცხული 23-ე მექ. ბრიგადის შტაბის შემადგენლობაში ბრიგადის საავტომობილო ინსპექციის ინსპექტორად 1992 წლის 10 დეკემბრიდან.
ის მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო ოპერაციებში კერძოდ: მდ. გუმისთაზე, სოფ. შრომა, ზეგანზე.
ერთ-ერთი ბრძოლის დროს მდ. გუმისთასთან 1993 წლის 25 სექტემბერს მიიღო ჭრილობა თავის არეში, რის შედეგადაც დაიღუპა.
მე აფხაზეთის ტკივილი მტკივა,
მე სამაჩაბლოს დარდით ვარ მკვდარი,
კვლავ ქუდზე კაცი! კლდესავით დავდგეთ,
ვიცი, დადგება ჩვენთვისაც დარი.
ქართველნო, მხარი მივცეთ ერთმანეთს,
ვიმარჯვოთ, მტერმა ვერ გადაგვთელოს,
ჩემი ცხინვალის, ჩემი სოხუმის
გარეშე არ მწამს მე საქართველო!
რევაზ სვანიძე
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი