სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
დავით შალიკაშვილი 1886-1940წწ გარდ. 54 წლის, სამხედრო, პოლიტიკური ლიდერი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამის ძმა. წარმ. გურჯაანი კახეთი დავით შალიკაშვილი 1886-1940წწ გარდ. 54 წლის, სამხედრო, პოლიტიკური ლიდერი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამის ძმა. წარმ. გურჯაანი კახეთი

1886-1940 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი შალიკაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

230       ბეჭდვა

დავით შალიკაშვილი 1886-1940წწ გარდ. 54 წლის, სამხედრო, პოლიტიკური ლიდერი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამის ძმა. წარმ. გურჯაანი კახეთი

წარმოშობით შალიკაშვილები ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი მესხი თავადები იყვნენ. თურქთა მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ მათი ერთი შტო ქართლში გადასახლდა და XVII-XVIII სს–ში დიდად დაწინაურდა სამხედრო–პოლიტიკურ ასპარეზზე.

1807 წელს იოსებ შალიკაშვილი კახელი თავადის ქალზე მარიამ ანდრონიკაშვილზე დაქორწინდა და მზითვად ვეჯინში მამულები მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი შალიკაშვილების კახურ შტოს. შემდგომში მისმა შვილებმა – სვიმონმა და ნიკოლოზმა იყიდეს ჭავჭავაძეების მამული, 300 დესეტინა მიწა და გურჯაანში ააშენეს სახლი. აქვე წმინდა გიორგის მონასტერში ისინი ინახავდნენ საოჯახო რელიქვიას, XII საუკუნის ტყავის ყდაში ჩასმულ სახარებას.

იოსებ შალიკაშვილის ოჯახზე საინტერესო ცნობები მოიპოვება წიგნში: "რუსეთის იმპერიის დიდებულ საგვარეულოთა ჩამომავლობა". აქ აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1826 წ. 25 მარტს თავად შალიკაშვილების გვარის წარმომადგენლები: იოსებ ივანეს ძე და მისი შვილები პორუჩიკი სვიმონი, ივანე და ნიკოლოზ შალიკაშვილები აღიარებულნი იქნენ რუსეთის იმპერიის თავადური ღირსების რანგში.

სამივე ძმა, სვიმონი, ივანე და ნიკოლოზი,  რუსულ ჯარში მსახურობდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბრძოლებში, სადაც გამოჩენილი ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოებულნი იყვნენ წმინდა გიორგის ჯვრებით. გენერალი სვიმონ შალიკაშვილი რამდენიმე წელი იყო ზაქათალისა და მთიანი დაღესტნის ოლქის უფროსი. იგი  გამოირჩეოდა თავისი ვაჟკაცობითა და მოხერხებულობით. აი რას წერს სვიმონს გრიგოლ ორბელიანი: "ჩემო საყვარელო სვიმონ! ყოველივე შენი განკარგულება და გამგეობა მაგ ხალხისა და დიპლომატიური მიმოწერა მთის ხალხთან გამოაჩენს ახალსა შენს ტალეირანობასა და მეცა გულით მიხარის, რომ სხვათა შენთა ღირსებათა შორის ვპოვე ახალი ეგე ტალანტი". სამწუხაროდ, გენერალ სვიმონ შალიკაშვილს არ დასცალდა განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი, ზაქათალის ოლქში ინგილოთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. იგი დაღესტნელი მიურიდების აჯანყების დროს 1863 წ. 6 ივნისს მოკლეს. მანამდე, 1855 წელს ყარსის ციხე–სიმაგრის აღებისას დაიღუპა მაიორი ნიკოლოზ შალიკაშვილი.

სვიმონ და ნიკოლოზ შალიკაშვილები უშვილოები იყვნენ, ხოლო მათი შუათანა ძმა გენერალი ივანე შალიკაშვილი ორჯერ დაქორწინდა და ერთადერთი ვაჟი იოსები შეეძინა დარეჯან ნოშრევანის ასულ ჭავჭავაძესთან, რომლიც მშობიარობას გადაჰყვა. მეორე ცოლთან, გენერალ ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის დასთან, დარიასთან კი 5 ქალიშვილი ჰყავდა.



სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლმა, პაპის სეხნია იოსებ შალიკაშვილმა, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ცოლად შეირთო ნინო სტაროსელსკაია, დიმიტრი სტაროსელსკის – ბაქოს გუბერნატორის ქალიშვილი (ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის დის შვილი). იოსებმა შეიძინა მამული ძველი სალოცავით გურჯაანში და გააშენა შესანიშნავი ბაღ–ვენახი, განსხვავებით სხვა იმდროინდელი ქართველი თავადებისგან, რომელთაც თავიანთი მამულები ძირითადად დაგირავებული ჰქონდათ. იოსებ შალიკაშვილს ჰყავდა სამი შვილი: დავითი, თამარი და დიმიტრი. უფროსი ვაჟი დავითი გურჯაანში დაიბადა. 1906 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია და სამხედრო სამსახურში ჩადგა, ჩაირიცხა პეტერბურგის საკავალერიო გვარდიულ პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა რუსეთ–თურქეთის ფრონტზე გენერალ ვრანგელის კორპუსში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მაიორი დავით შალიკაშვილი თავის ლეგიონთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთ ირანში იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. ლეგიონმა მისი მეთაურობით აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პოლკის მეთაურად დანიშნეს და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. 1921 წლის თებერვალ–მარტში, საქართველოს ძალით გასაბჭოების შემდეგ, პოლკოვნიკმა დავით შალიკაშვილმა სამშობლო დატოვა და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მიმავალ დავით შალიკაშვილს მისმა მეგობარმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა, პოლკოვნიკმა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა მიაბარა თავისი ქამარ–ხანჯალი. როგორც ალექსანდრე სულხანიშვილი "შეფიცულთა რაზმის" აქტიური წევრი იგონებს, ეს ამბავი 1921 წლის მარტში ბათუმში მომხდარა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს უარი უთქვამს საზღვაგარეთ წასვლაზე და კახეთში დაბრუნებულა. ალექსანდრე სულხანიშვილი დავით შალიკაშვილს ახასიათებს, როგორც დიდებულ ვაჟკაცსა და კარგ ოფიცერს.

დავით შალიკაშვილმა უცხოეთში დიდხანს ვერ გაძლო და სამშობლოში დაბრუნდა. ორჯერ დააპატიმრეს, შემდეგ იძულების წესით გაასახლეს საქართველოდან. სამი წელი სტამბოლში ცხოვრობდა, სადაც ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა, მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციების საქმიანობაში, ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, დავით შალიკაშვილი თურქეთში დახვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის შფიცულებს. მისი დახმარებით, საქრთველოს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველანი ერთად გაემგზავრნენ საფრანგეთში, სადაც ისინი ოდენკურში "პეჟოს" ქარხანაში მოაწყვეს სამუშაოდ.

1925 წელს დავით შალიკაშვილმა ფრანგულ–უცხოურ ლეგიონში განაგრძო სამხედრო სამსახური და ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა, თუმცა კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1939 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება და კაპიტნის წოდებით თადარიგში გადავიდა, მაგრამ 1940 წლის მაისში, როგორც კი დაიწყო გერმანია–საფრანგეთის ომი, 53 წლის ასაკში იგი კვლავ ჩადგა საფრანგეთის დამცველთა რიგებში.  ემიგრანტი ოთარ ჯაყელი, რომელიც ასევე უცხელთა ლეგიონში მსახურობდა, აღნიშნავს, რომ საუკეთესო პიროვნული თვისებების გამო, ჯარისკაცები აღმერთებდნენ თავიანთ მეთაურს და მოფერებით "ჩვენს შალის" ეძახდნენ.

დავით შალიკაშვილს ცოლად ჰყავდა რუსი გრაფინია ეფემია ალექსანდრეს ასული ლაზარევა (1893-1944), რომელთანაც შვილები არ შესძენია. დავითი 1940 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია ქ. კანში ნისის სასაფლაოზე.


ძმა  მარია რიუდიგერ-შალიკაშვილი - გრაფინია, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დედა. დიმიტრი შალიკაშვილი - ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამა. 1918-1921 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ დიმიტრიმ მეუღლესთან ერთად თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც მათ სამი შვილი – ოთარი, მალხაზი და გეილი გაუჩნდათ. 1952 წელს შალიკაშვილები აშშ-ში გადასახლდნენ და ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს.


სამხედრო პირი იყო დავით შალიკაშვილის უმცროსი ძმა დიმიტრიც, საქართველოსა და პოლონეთის არმიის ოფიცერი. სიცოცხლის ბოლო ოცდახუთი წელი მან ამერიკაში გაატარა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში მოღვაწეობდნენ მისი ვაჟებიც. უფროსი, ოთარ შალიკაშვილი გენერლის ჩინით გავიდა თადარიგში, ხოლო უმცროსი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი, ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.09.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0