სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გერლიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი

სეპარატისტებმა შვილის მომლოდინე ჯამბულ გერლიანი დაჭრილი, გრძნობადაკარგული, ტყვედ აიყვანეს. სისხლით დაფარულ სხეულიდან  ჯვარი და "მხედრიონელის" მედალიონი ჩამოგლიჯეს, გონზე მოიყვანეს;  ჯვარი და მედალიონი მოიკითხა ვაჟკაცმა. "საქართველოს შეაგინე და გაცოცხლებთო", - უთხრეს. გერლიანმა თვალი მოავლო სამოქალაქო ტყვეებს, დასისხლიანებულ, ნაგვემ ქართველებს და "საქართველოს გაუმარჯოსო", ომახიანად შესძახა. აწამეს ვაჟკაცი, მერე გრძნობაზე მოიყვანეს, - "საქართველოს შეაგინე და სიცოცხლეს გაჩუქებთო". სისხლი ამოაფურთხა ჯამბულმა და "საქართველოს გაუმარჯოსო"... ვერ ძლია ქართულ, ვაჟკაცურ სულს ნაწამებმა სხეულმა. ცულით ასხიპეს ბიჭი, ისევ არ მოეშვნენ, უსევ ყეფვით მოითხოვდნენ მისგან საქართველოს შეგინებას.

ჯამბულ გერლიანი


ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად "საქართველოს გაუმარჯოსო", ამოიხრიალა ჯამბულმა. ასობით კილომეტრს იქეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც გააგონა დედის მუცელში ლოცვის სადარი სიტყვები: "საქართველის გაუმარჯოს, შვილო!"... ტყვეობიდან გამოსყიდულმა სამოქალაქო პირებმა პირგამეხებულებმა მოგვიყვნენ ჯამბულის გმირობის ამბავი. ყველაზე ხანდაზმულმა კი -  პირქუში, მოქუფრული დღე იყო იმ დღესო. იმ ვაჟკაცი ბიჭის ბოლო სიტყვებზე ნათელი გადმოეფინაო ციდან და სახეზე დაუბრძანდაო წამებულს", - ოხვრას ამოაყოლა. 

ჯამბულ გერლიანი ტკივილი და ქართველების სიამაყე, რკინის სალტესავით მძიმე, მაგრად მეჭიდება გულზე, ლამის ნაფლეთებად მექცეს... ასე იღუპებოდნენ საქართველოს მეომარი ბიჭები აფხაზეთში, იქ, სადაც მაშინ საქართველოს გულისცემაზე გადიოდა თითოეული წამი თუ წუთი...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა,  გმირული ეპოპეის, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

 ხვალ  სოხუმის დაცემის დღეა. 

ამონარიდი დოდო გუგეშაშვილის მოგონებების ციკლიდან

"სიკვდილით დამარცხებული სიკვდილი"




დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი (დ.1958 წელს) - 1991-93 წწ.საქართველოს სამოქალაქო ომის და 1992-93 წწ.აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.09.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2022
სულ რედაქტირებულია 6




გერლიანი - გვარის 4 ღვთისმსახური

2 0

ბორია გერლიანი 1960-92 წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი წარმ. ლახამულა მესტია სვანეთი

4 0


ოთარ გერლიანი 1963-94წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. გვანდრა გულრიფში აფხაზეთი

2 0


მირონ (სოსო) გერლიანი 1957-92წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჟარა კოდრის ხეობა

2 0


დანიელ გურამის ძე გერლიანი 1995-2022წწ გარდ. 27 წლის კიევში, უკრაინა. ვეტერანი დაბ. კიევი წარმ. სოფ ახალდაბა, ოჩამჩირე, აფხაზეთი

2 0