სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9093

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
ბიძინა ივანიშვილი დ. 1956წ. მაქს. 6,4 მილიარდი ქველმოქმედი დაბ. სოფ. ჭორვილა საჩხერე ბიძინა ივანიშვილი დ. 1956წ. მაქს. 6,4 მილიარდი ქველმოქმედი დაბ. სოფ. ჭორვილა საჩხერე
გვარი ივანიშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

257       ბეჭდვა

ბიძინა ივანიშვილი დ. 1956წ. მაქს. 6,4 მილიარდი ქველმოქმედი დაბ. სოფ. ჭორვილა საჩხერე


მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Бидзина /Борис/ Иванишвили (Грузия)  Bidzina / Boris / Ivanishvili


2021 წელი 589-ე  4,8 მილიარდი forbes  რეიტინგი    https://www.forbes.com/profile/bidzina-ivanishvili/?list=billionaires&sh=4e3d5be45989

ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი1956ჭორვილასაჩხერის რაიონისაქართველოს სსრ) — ქართველი[2] საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენიქველმოქმედიმეცენატი და პოლიტიკოსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში.[3] არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ადრეული წლები

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მაღაროელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.

მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.

განათლება

1980 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1986 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის შრომისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტში2006 საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.[6]

აქტივები, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობა

1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახი. ფონდის მეშვეობით მან განახორციელა მრავალი პროექტი, კერძოდ, ხელოვნების დარგში – კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის შოთა რუსთაველისზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის[7]კ. მარჯანიშვილისმ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთაა. გრიბოედოვისვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამისნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. მიმდინარეობს ბათუმის, ზუგდიდის[8], ოზურგეთის[9] და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია. აღდგა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლისი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები. წლების განმავლობაში ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას.[10]

საერთაშორისო აუქციონებზე ფონდმა შეიძინა ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოები და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს[11]. დაარსების დღიდან ფონდი ქართუ მატერერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს[12].

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში – ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[13]. ეტაპობრივად ხორციელდება ქათუს მიერ დაგეგმილი ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლის აღდგენა. მისივე სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. სპორტის დარგში – ქვეყნის მასშტაბით მოეწყო 13 სარაგბო საწვრთნელი ბაზა და სტადიონი[14]. მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდოსამბოტაიკვანდოკარატეკრივიტანვარჯიშიჭადრაკიწყალბურთიხელბურთიჩოგბურთიფეხბურთიფარიკაობა და სროლა). ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს რაგბის კავშირსა და რაგბის ეროვნულ ნაკრებს.[15] საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 მისივე შემწეობით დაფინანსდა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები.[16]

სოფლის მეურნეობის დარგში – 1992 წელს ივანიშვილმამა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მომდევნო წლებში ქართუმ განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისათვის. ამ მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა ააღორძინა ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. ასევე საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხოური პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის.[17] კერძოდ, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სტანდ. სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა. ასევე აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია.[18] გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს.[19]

2013–2014 ფონდმა დააფინანსა სოფლის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა. მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის დარგში – საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო დაზღვევის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო რეგიონის 50 ათასზე მეტი მაცხოვრებელი. ფონდის დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად.[20][21]

ინფრასტრუქტურის დარგში – ფონდის მატერიალური დახმარებით დაიგო ასობით კმ საავტომობილო გზა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, გადაიხურა (12652 საცხოვრ. სახლი), გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება. ფონდის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რომელის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ტურიზმის ხელშეწყობის დარგში – აშენდა ბათუმის დელფინარიუმი, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი. გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა",[22] ხოლო ბაკურიანში – ახ. სათხილამურო კომპლექსი „დიდველი“. გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწ გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი "ბლექსი არენა"("Black Sea Arena"), რომელიც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე.[23] დარბაზი დიდი საერთაშორისო კონცერტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეკოლოგიის დარგში – ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი,[24] რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვნისა და თუშეთის ეროვნ. პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე.[10][25][26]

ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელდა რაჭაში 1991 წლის მიწისძვრით, კახეთში 2012 წლის სეტყვით და თბილისში 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.[27][28]

მეცნიერებისა და განათლების დარგში – ფონდის დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას2016 ფონდმა დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.[29] გეგმის მიხედვით, ქუთაისში შენდება 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკაბიოლოგიაქიმიაინჟინერიაკომპიუტერული მეცნიერებებიმედიცინა და სხვ. სამეცნიერო-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.[10]

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული (Ordre national de la Légion d'honneur).[30][31][32]

პოლიტიკური მოღვაწეობა


2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.[33] 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.[33] 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა.[34] 11 ოქტომბერს  სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.[35] 17 ნოემბერს მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.[36] 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციამ ხმათა 54,97% მიიღო და ხელისუფლების ფორმირება მოახერხა.

2012 წლის 25 ოქტომბერს იგი აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად.[37] ამ პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი. პრიორიტეტებად დაისახა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება. ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო წნეხისაგან.[15] დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა, რითაც უნიკალური პოლიტიკური პრეცედენტი შეიქმნა.[38]

2018 დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ.[39] 2021 წელს განაცხადა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 29.12.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 30.12.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 30.12.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 06.01.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 06.01.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 10.01.2022





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა