სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

126       ბეჭდვა

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში

სამამულო ომის გმირები საქართველოდან სრული სია

მეორე მსოფლიო ომი დაიწყო აზიაში, იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. მონაწილეობდა 62 სახელმწიფო, იმ მომენტში არსებული 74 სახელმწიფოდან, ომში ჩართული იყო მსოფლიო მოსახლეობის 80%  1.9 მილიარდი ადამიანი. 

სხვადასხვა მონაცენებით გარდაიცვალა ყველაზე მინიმალური სტატისტიკით 60 მილიონი მაქსიმუმით 80 მილიონი ადამიანი. ყველაზე სანდო 72 მილიონია, სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკების თანხვედრით. 

მსოფლიოში მობილიზებული იყო 128 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, 

გარდაიცვალა 24 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა 37,5 მილიონი, ტყვედ ჩავარდა 29 მილიონი.

გარდაიცვალა 47 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა

პირველად მსოფლიოში, აშშ-ს მიერ გამოყენებულ იქნა ატომური იარაღი,ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა — იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) ნაგასაკში. 


შეგახსენებთ, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა ეპოქების მიხედვით:

4 მილიონი   - 10000 წელი ძველი წელთ აღიცხვის

50 მილიონი -1000 წელი ძველი წელთ აღიცხვის

100 მილიონი - 500 წელი ძველი წელთ აღიცხვის

200-300 მლნ     0 წელი ქრისტეშობა

1 მილიარდი 1804 წელს

2 მილიარდი 1927 წელი

3 მილიარდი 1960 წელი

4 მილიარდი 1974 წელი

5 მილიარდი 1987 წელი

6 მილიარდი 1999 წელი

7 მილიარდი 2011 წელი

წინასწარი სატატისტიკა:

8 მილიარდი  2025 წელი

9,2 მილიარდი 2050 წელი

8,4 მილიარდი 2100 წელი

ნეოლითის ეპოქის ბოლოს (დაახლოებით ძვ. წ. VIII-III ათასწლეული) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ რაღაც 20 წელზე მეტი იყო, სხვა შეფასებით - 20-25 წელი. ბრინჯაოსა და რკინის ეპოქაში (IV ს დასასრული - ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი) სიცოცხლის ხანგრძლივობან იყო 30 წლამდე.


საქართველო ომში ჩართული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკა, იბრძოდა ფაშისტური გერმანიის წინაააღმდეგ.  ეროვნებით ქართველი მებრძოლები და ოფიცრები იბრძოდნენ გერმანიის მხარესაც (სხვდასხვა წყაროებით 30 000 ადამიანი)

კავკასიაზე ბაქოს ნავთობის დაუფლების მიზნით დაიწყო შეტევა 1942 წლის 25 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა შეტევა გერმანელების მიერ, რომლებმაც მოახერხეს ტერიტორიების ნაწილის აღება; 1943 წლის 31 დეკემბრიდან 9 ოქტომბრამდე საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა, დაიბრუნეს ტერიტორიები და აიძულეს გერმანული ჯარები უკან დაეხიათ.

გერმანიის ინტერესს წარმოადგენდა ჭიათურის მარგანეციც, 

მარუხის უღელტეხილზე ბრძოლები მიმდინარეობდა 16 აგვისტო - 5 სექტემბერი 1942 წელს, გერმანიამ ვერ გადმოლახა საქართველოს საზღვარი.

უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა რამოდენიმე ბომბი. 

საქართველოდან ომში გაწვეულ და დაღუპულ მეომრებზე სხვადასხვა წყაროებში განსხვავეუბული ციფრებია, ყველაზე მეტად პოპულარულია 700 000 გაწვეული და 300 ათასი გარდაცვლილი, თუმცა ამბობენ 400 ათასაც. რუსულ წყაროებში გარდაცვლილთ რიცხვი ეროვნებით ქართველი მებრძოლი 79,5 ათასია. 1939 წლის აღწერვით ეროვნებით ქართველთა წილი 61,4 % იყო საქართველოში, პროპორციულად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე 130 უნდა ყოფილიყო რაც ემთხვევა სხვადასხვა რესპუბლიკეში გარდაცვლილ მებრძოლთა პროცენტულ რაოდენობას.

თეორიულად 700 000 ქართველი ფრონტზე, რომ გაეწვიათ ყოველი მესამე ეროვნებით ქართველი ფრონტზე უნდა ყოფილიყო, თუმცა დიდი ალბათობით ამ რაოდენობაში მოხვდნენ ყველა ადგილობრივი გასამხედროებული დაწესებულების რეზერვისტები, სამედიცინო, ქარხნის მუშები, თურქეთთან ომის საშიროების გამო იქ გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები, ადგილობრივი სამთავრობო, საპოლიციო და კომისარიატები.

მიხედავად ბევრი კვლევისა ეროვნებით ქართველი და საქართველოდან გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა საზოგადოების კამათის თემაა. 

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.[2] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.


1759 წლის 4-5 დეკემბერს  საქართველოში მონებით ვაჭრობა აკრძალვის მცდელობა სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი1784ქუთაისი) — იმერეთის მეფე მოიწვია საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. კრებაზე იმერეთისოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს.

ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი


მელიტონ ქანთარია 1920-93წწ სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო  08 მაისი 1945 წელს გამარჯვების დროშა აიტანა ბერლინში, რაიღსტაგზე

კადრი კინოფილმიდან ჯარისკაცია მამა, ჯარისკაცის მამა — მხატვრული ფილმი გადაღებული სტუდიაში "ქართული ფილმი" 1964 წელს რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლში - სერგო ზაქარიაძე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.05.2022
ბოლო რედაქტირება 09.05.2022
სულ რედაქტირებულია 6





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0