სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმ. ფილიმონი ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე) 1835-1911წწ ხსენება 12 (25) ივლისი დაბ. გამოჩინებული სამტრედია გარდ. ბახმარო წმ. ფილიმონი ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე) 1835-1911წწ ხსენება 12 (25) ივლისი დაბ. გამოჩინებული სამტრედია გარდ. ბახმარო

1835-1911 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ქორიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

783       ბეჭდვა

წმ. ფილიმონი ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე) 1835-1911წწ ხსენება 12 (25) ივლისი დაბ. გამოჩინებული სამტრედია გარდ. ბახმარო

ფილიმონ ქორიძე (დ. 1835გამოჩინებული — გ. 12 ივლისი1911ბახმარო) — 


ქართველი ფოლკლორისტი , მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი. ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა.


დაიბადა მღვდელ იესე გიორგის ძე ქორიძის ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა, რომელთაგან ერთი, ზოსიმეა, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ხოლო ლაზარე და იოსები მღვდელმსახურებას ეწეოდნენ გამოჩინებულისა და ნოღის წმინდა გიორგის ტაძრებში.


დაწყებითი განათლება მიიღო მამის მეგობრისგან, მღვდელ იაკინთესგან, ვისგანაც ისწავლა წერა, წმინდა წერილი, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი, სახარება, არითმეტიკა. 1853 წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. უახლოესი ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით ის სასწავლებელში უფასოდ მიიღეს. სკოლაში სწავლისას ქორიძეს ყველაზე მეტად საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. 1855 წელს, სწავლის დასრულების შემდეგომ, პედაგოგიურმა საბჭომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელებისთვის მას კარგი რეკომენდაცია მისცა. 1858 წლის სექტემბერში ეგზარქოს ევსევის მიმართა თხოვნით დიაკვნად კურთხევის თაობაზე. მისი დიაკვნად კურთხევა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო, მაგრამ დაკმაყოფილდა მისი სხვა თხოვნები და ქორიძე საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად დაინიშნა. ამ თანამდებობებზე ის 1858-67 წლებში მუშაობდა.


ქორიძემ ერთხელ სტუმრად ყოფნისას გაიცნო თბილისის საოპერო დასში მოღვაწე იტალიელები, რომლებიც მოიხიბლნენ ქორიძის ბანით და მას იტალიაში საოპერო სიმღერის შესწავლა ურჩიეს. 1868 წელს ქორიძემ ცოლი მოიყვანა და მეუღლის ოჯახის ხელშეწყობით გაემგზავრა იტალიაში. ის ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მილანშიში, ფ. რონკონის ხელმძღვანელობით. მღეროდა „ლა სკალაში“. 1870 წელს გარდაეცვალა მეუღლე და დროებით დაბრუნდა სამშობლოში. 1872 წელს ის მიიწვიეს პეტერბურგის საიმპერატორო თეატრში. რუსულმა საზოგადოებამ მას რუსული რეპერტუარის ცოდან და საშემსრულებლო ნიჭი დაუწუნა. 1873 წელს ქორიძემ იქორწინა ზინაიდა ვორობეცზე, უკრაინელი სენატორის ქალიშვილზე. 1873-1874 წლებში ქორიძე ცოლთან ერთად კვლავ იტალიას დაუბრუნდა. გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი საოპერო სცენა. იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. მისი წარმატებების შესახებ იმ პერიოდის ქართულ პრესაშიც იწერებოდა. 1875 წელს შეეძინა შვილი მიხეილი. ქორიძე სამშობლოშიც მართავდა კონცერტებს, მაგ. 1880 წელს მან კონცერტები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. 1881-83 წლებში ის საგასტროლოდ მიიწვიეს თბილისის ოპერის თეატრში. ქორიძე ოჯახთან ერთად თბილისში 1881 წელს დასახლდა და 1883 წლისთვის ევროპაში დაბრუნებას აპირებდა.


ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას.


ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა.

1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა:

ოზურგეთში ქორიძე დაბინავდა ქალაქის მოედანზე, ფირცხალაიშვილის ოჯახში. დადიოდა სოფელ-სოფელ, დაჰქონდა ფისჰარმონია და იწერდა ძველ საგალობლებს. ძირითად სამუშაოს ანტონ დუმბაძესთან ერთად ასრულებდა. მათ ეხმარებოდნენ სვიმონ მოლარიშვილი დუმბაძის შვილი, დავითი, რომელიც ოზურგეთის ტაძრის წინამძღვარი იყო.[2] ანტონ დუმბაძე ხანდახან მასთან ახალგაზრდა ვარლამ სიმონიშვილსაც აგზავნიდა ხოლმე. ჩაწერილ საგალობლებს ფილიმონი ყოველთვიურად თბილისში მაქსიმე შარაძეს უგზავნიდა. მას ასევე ეხმარებოდა თავადი დათა გუგუნავა. ქორიძე წელიწადზე მეტხანს დარჩა გურიაში და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა. გურიაში ქორიძემ სულ ჩაიწერა 5532 საგალობელი. თავისუფალ დროს მუსიკის სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდა, რომელიც 1895 წელს გამოსცა. 1897 წლის დასაწყისში მან დაასრულა ოზურგეთში საგალობლების ნოტებზე ჩაწერა და 2 თებერვალს გამართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მის მიერ შედგენილმა გუნდმა.[3]

1895-1911 წლებში გამოსცა საგალობლების ექვსი კრებული. ავტორია წიგნისა „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“ (1895). 1900-იანი წლების დასაწყისში ფილიმონ ქორიძე კვლავ დაბრუნდა ოზურგეთში. 1910 წლისთვის ის ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გალობას ასწავლიდა. ის ოცნებობდა ქართული ხალხური მუსიკის უფრო კვალიფიციურ ჩაწერასა და დამუშავებაზე. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა იტალიელ ოსტატებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მისი წინადადება და გამოუგზავნეს 500 მანეთი სამგზავროდ. ქორიძე აპირებდა თან წაეყვანა მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა ფილიმონის გარდაცვალების გამო.

გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით.

1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94


საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ17

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე)

ანგელოზებრივ მრავალხმიანობას მიმსგავსებული ქართული საგალობლების ჭირისუფალი

წმინდა ფილიმონ მგალობელი 1835 წელს სოფელ გამოჩინებულში, მღვდელ იესე გიორგის ძე ქორიძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იესე (1790 -–– 11.02.1850) წარმოშობით საბატონო ყმათა რიცხვს განეკუთვნებოდა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მშობლიური სოფლის ეკლესიაში, მღვდელ ნიკოლოზთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ, 1817 წლის 8 მაისს, გაენათელმა მიტროპოლიტმა წმინდა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გამოჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. ფილიმონის გარდა მას ჰყავდა კიდევ ორი ვაჟი: ლაზარე (1822წ.) და იოსები (1829წ.). მღვდელ იესეს ოჯახი უფლის, სამშობლოსა და მოყვასის მიმართ სიყვარულით გამოირჩეოდა. სწორედ ასეთ ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდამ ჩაუნერგა ფილიმონს საქართველოსადმი ისეთი სიყვარული, რამაც ძალა მისცა, რომ უარი ეთქვა „ყოველივე მსოფლიო ზრუნვაზე“ და ანგელოზებრივი მრავალხმიანობისადმი შემსგავსებული ქართული საგალობლების გადასარჩენად დაეწყო უანგარო მსახურება. გალობის ნიჭითა და ულამაზესი ხმით დაჯილდოებული პატარა ფილიმონიც ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა საგალობლებისა და სიმღერის სიყვარულით. დაწყებითი განათლება ფილიმონმა მამამისის უახლოესი მეგობრისა და მოყვრის –– მღვდელ იაკინთესაგან მიიღო. იგი სწავლობდა ქართულ წერა-კითხვას, წმინდა წერილს, არითმეტიკას, დავითნისა და

ჟამნის კითხვას. 1848 წელს ფილიმონი სწავლას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში აგრძელებს. თავისი უახლოესი ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით, მას, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეს, სასწავლებელში უფასოდ, სასულიერო უწყების ხარჯზე

იღებენ. სასწავლებელში სწავლისას ფილიმონი მუყაითობით, გულისხმიერებითა და შრომისმ”.,ვარეობით გამოირჩეოდა, მას საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებდნენ ხოლმე (მაგალითად, სასწავლებლისთვის საყიდლებზე წასვლა), ხოლო არდადეგებზე ფილიმონი სოფელში ბრუნდებოდა და მამას მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. სასწავლებელი მან წარჩინებით დაასრულა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად შესანიშნავი სარეკომენდაციო წერილი გაატანა. თბილისის სემინარიაში სწავლა ფილიმონისთვის ახალ სირთულეებსაც ნიშნავდა. მშობლიური სოფლისა და პატარა ქუთაისის ცხოვრების მშვიდ და წყნარ რიტმს მიჩვეული ყმაწვილი იმ დროისათვისაც დიდი ქალაქის  თბილისის ხმაურიან მაჯისცემას ძნელად შეეგუა. ამასთან, ყველაზე მძიმე ქართველ მოწაფეთათვის 

2-1  საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.18

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)

სემინარიის სასწავლო პრაქტიკა და შინაგანაწესი იყო. უცხო, რუსულ ენაზე სწავლება, ქართული ენისა და გალობა-სიმღერის დევნა, მკაცრი რეჟიმი, საცხოვრებლის დატოვების აკრძალვა საშობაო და სააღდგომო არდადეგებზეც კი, სტუდენტებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიდა. სემინარია ქართველი ერის რუსიფიკაციას, ეროვნული და საეკლესიო თვითმყოფადობის გადაგვარებასა და დაკარგვას ემსახურებოდა. სემინარიაში ფილიმონს ახასიათებდნენ, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ზნეობრიობით გამორჩეულ სტუდენტს.  ფილიმონმა სემინარია 1858 წელს დაამთავრა და ამავე წლის სექტემბერში საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) დიაკვნად კურთხევის თაობაზე მიმართა. ამავე წერილში იგი საეგზარქოსოს კანცელარიაში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად მსახურების ნებართვასაც ითხოვდა. გაურკვეველი მიზეზებით, დიდი სურვილის მიუხედავად, მისი დიაკვნად კურთხევა გადაიდო. თუმცა

ფილიმონმა დაიწყო კანცელარიაში მუშაობა და სიონის ტაძარში გალობა. ამ თანამდებობებზე იგი 1858-1867 წლებში მსახურობდა. ეს წლები მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იგი განაგრძობდა საკუთარი თავისა და ცოდნის სრულყოფას, სწავლობდა ისტორიას, ლიტერატურას, ენებს, ეცნობოდა ქართულ კულტურაში იმ დროს წარმოჩენილ ახალ ტენდენციებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგების საფუძვლებს. მისი გული სამშობლოსადმი სიყვარულით იყო აღსავსე და ამიტომაც გატაცებით და მღელვარებით იღებდა ყოველ ახალ ლექსს, მოთხრობას, თეატრალურ სპექტაკლსა თუ ყველა ისეთ საზოგადოებრივ მოვლენას, რომელიც მაშინდელი დაჩაგრული ქართველობისათვის მშობლიური ენისა და ეროვნული თუ საეკლესიო თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. სულ მალე ფილიმონ ქორიძის ცხოვრება მოულოდნელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა და მომავალ დიდ მოღვაწეს სავალი გეზი დაანახვა. ერთხელ სტუმრად მყოფმა ფილიმონ ქორიძემ რამდენიმე იტალიელი გაიცნო: ისინი იმხანად თბილისის საოპერო თეატრის დასში მონაწილეობდნენ (იტალიიდან მოწვეული დასი თბილისის ოპერაში 1851-1872 წლებში გამოდიოდა). ქართული პურობის წესისამებრ, სხვა ქართველებთან ერთად, ფილიმონმა სუფრასთან რამდენიმე საგალობელი, ხალხური სიმღერა და რომანსი შეასრულა. მომღერლის ბანმა იტალიელები განაცვიფრა და აღაფრთოვანა. „ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ“, -- აღტაცებას ვერ მალავდა ოპერის იტალიელი · დირიჟორი. იტალიელები ისე დაინტერესდნენ ფილიმონის უნიკალური მუსიკალურვოკალური მონაცემებით, რომ მის მოსასმენად სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ. წირვის შემდეგ ახალგაზრდა მგალობლის ხმით მოხიბლული დირიჟორი ფილიმონს გაესაუბრა და ურჩია: „არ შემიძლია თვალები არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი განძია... მკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით“, იტალიაში წასვლა და იქ სრულყოფილი სამუსიკო განათლების მიღება ფილიმონის ოცნებად იქცა. მაგრამ მის ოჯახს ამის საშუალებები არ გააჩნდა. 1868 წელს ფილიმონი დაქორწინდა ვინმე ხანჯალაძის ქალზე (სახელი უცნობია). მეუღლის ოჯახის დახმარებით ფილიმონის ოცნება ასრულდა და მან იტალიაში, მილანში გამგზავრება შეძლო. სიმღერის სასწავლებლად პირველად ჩასული ქართველი იტალიელებმა გულთბილად მიიღეს და ხმაც მოუწონეს. შესანიშნავი პედაგოგის –– ფ. რონკონის ხელმძღვანელობით ფილიმონ ქორიძის შემოქმედებითი ზრდა სწრაფი ტემპებით წარიმართა. იტალიაში მის პირველ საკონცერტო გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამავე პერიოდში ფილიმონი კოლეგებთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. გასტროლებმა დიდი გამარჯვებები მოუტანა, მას ყველგან მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ფილიმონ ქორიძის დებიუტი მილანის თეატრ ლა სკალაში შედგა. დებიუტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 1870 წელს ფილიმონს გარდაეცვალა მეუღლე. ეს მძიმე განსაცდელი იყო ახალგაზრდა მომღერლისათვის. ის საქართველოში ჩამოვიდა და ერთხანს სამშობლოში დარჩა. 1872 წელს ფილიმონ ქორიძეს პეტერბურგში, საიმპერატორო თეატრში იწვევენ. რუსულმა საზოგადოებამ ფილიმონი თავიდან მოწონებით მიიღო. ცოტა ხანში კი იტალიურად მომღერალი ქართველის მიმართ კეთილგანწყობა უარყოფითი დამოკიდებულებითა და დიდი აგრესიით შეიცვალა. მას აღიარებდნენ იტალიური რეპერტუარის კარგ შემსრულებლად, მაგრამ რუსული საოპერო მუსიკის ცოდნასა და საშემსრულებლო ოსტატობას უწუნებდნენ. პრესაში ქორიძის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი დაიწერა. ამ მძიმე პერიოდში ახალგაზრდა მოღვაწისათვის ღვთისგან მოვლენილი ნუგეში აღმოჩნდა უკრაინელი


2-2  საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.19

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)

სენატორის ქალიშვილის -- ზინაიდა ვორობეცის თანაგრძნობა და გულისხმიერება. 1873 წელს ფილიმონმა და ზინაიდამ იქორწინეს. ეს არისტოკრატი ქალბატონი განათლებული, ღვთისმოშიში და სათნო ადამიანი იყო. კარგი პიანისტი, უცხოური ენების მცოდნე, მეუღლის უერთგულესი თანამდგომელი და შემწე მომავალშიც ფილიმონის თავდადებისა და გაჭირვებული ცხოვრების მოთმინებით, სიყვარულითა და თავმდაბლობით თანამტვირთველი აღმოჩნდა. 1875 წელს მათ შეეძინათ ვაჟი მიხეილი. 1873 წელს ახლად შეუღლებულები კვლავ იტალია ში მიემგზავრებიან. აქ ფილიმონი თავდაუზოგავი შრომით უმაღლეს შედეგებს აღწევს. რეცენზენტები მას მთელ იტალიაში საუკეთესო ბანად აღიარებენ. აღნიშნავენ მის მიერ შესრულებული ურთულესი პარტიების სიღრმეს, ოსტატობას, საშემსრულებლო-ვოკალური ხელოვნების სრულყოფილებას. ქართველი მომღერლის არნახული წარმატების ამბავი საქართველოშიც ხდება ცნობილი. მაშინდელი პრესაც არაერთხელ უბრუნდება ამ თემას. მაგალითად, 1880 წლის 28 მარტის გაზეთ „დროებაში“ თარგმნილია იტალიური პრესის გამოხმაურებები ქორიძის შესახებ: „არ არის ჩვენში (იტალიაში) ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი, მომღერალი არტისტი ფ. ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ ექოს ის...  ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც თავისი ხმის ძლიერებითა და გალობის მანერით ყველა უპირველეს თეატრში პატივცემულ იქნება“. საყოველთაოდ აღიარებულ მომღერალს ევროპაში გამოჩენილი ხელოვანის პატივი და დიდება არ აკლდა. ჰქონდა უზრუნველი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება. მხოლოდ მოსვენებას ერთი რამ აკარგვინებდა -- სამშობლოში ყოფნის დაუოკებელი სურვილი. იტალიაში ყოფნისას ის ახერხებდა, რომ პერიოდულად ჩამოსულიყო საქართველოში და კონცერტები გაემართა. მაგალითად. 1880 წელს მან გამართა კონცერტები თბილისში, ქუთაისსა და ფოთში (მათ შორის, რამდენიმე საქველმოქმედოც ყოფილა). ევროპაში აღიარებულ თანამოძმეს ქართველი მსმენელი აღფრთოვანებით შეხვდა. ეს განწყობა გასდევს მაშინდელ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს: „ჩვენს მამულიშვილს 10-12 წელი დაუყვია უცხო ქვეყანაში, გაუვითარებია, გაუვრცელებია თავისი ნიჭი და ეხლა, როდესაც მის ნიჭს უპირველეს თეატრებშიც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენ და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროს. კარგი იქნება, რომ ბატონი ქორიძე იკისრებდეს ჩვენის სახალხო სიმღერების ნოტებზედ გადაღებას. ამით ეს ნიჭიერი არტისტი, უეჭველია მთელიქართველობისაგან უგულითადეს მადლობას მიიღებს და უკვდავს შეიქმს თავის სახელს სამშობლო სიმღერის ისტორიაში“ -- გაზეთი „დროება“, 1880 წელი, 27-29/VI. 1880 წელს ფილიმონ ქორიძე გასტროლებით მიიწვიეს თბილისის საოპერო თეატრში, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა. ამავე წელს იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება და თბილისში სახლდება. XIX საუკუნეში ქართული გალობა გადაგვარებისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თავისუფლებაწართმეულ ქართულ ეკლესიაში მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურება და გალობა აიკრძალა. შევიწროებული და უსახსროდ დარჩენილი ქართველი სამღვდელოება ზეპირი ტრადიციითა და ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობით გადმოცემული უძველესი საგალობლების გადარჩენას ვეღარ ახერხებდა. სასწავლებლებში ქართული გალობა აიკრძალა. სანოტო მუსიკალური დამწერლობის მცოდნე არავინ იყო, რომ ძველ მგალობელთაგან ჩაეწერა და გადაერჩინა ეს მრავალსაუკუნოვანი საგანძური. ქართველი ერის მტრები ქართულ გალობას „მაღლის ყეფასა და თხის კიკინს“ უწოდებდნენ. მდგომარეობა უნუგეშო იყო და ქართული გალობა სამუდამოდ გაქრობისთვის იყო განწირული. მაგრამ უფალმა უნუგეშოდ არ დატოვა ქართველი ერი და ეკლესია, მოუვლინა ადამიანები, რომელთაც სულიერი და ნივთიერი საუნჯის შენარჩუნება დაეკისრათ. სწორედ ფილიმონ ქორიძეს ხვდა წილად ბედნიერება სათავეში ჩადგომოდა ამ საქმეს. აი, როგორ იხსენებს თავად ფილიმონი საგალობელთა გადარჩენის პროცესში თავისი ჩართვის ამბავს: „1870-1880 წლებში ტფილისის სამღვდელოებას აღეძრა ლაპარაკი ქართული გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ, რომლის განსახორციელებლადაც შეედგინათ კომიტეტი და მგალობლებიც მოეწვიათ, მაგრამ რადგანაც ვითომცდა მცოდნე კაცებს გადაეწყვიტათ, რომ ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღება შეუძლებელიაო, ამისთვის საქმე ჩაშლილიყო და დავიწყებას მისცემოდა. 1880-1883 წლების საოპერო სეზონებში მიწვეული ვიყავ მე ევროპიდან ტფილისის თეატრში. შევასრულე თუ არა ვადა სამსახურისა და დავაპირე ევროპაში წასვლა, ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე ქართველი მგალობელი და მკითხეს: „შესაძლებელია თუ არა ქართული გალობის გადაღება ნოტებზეო?“ - „ძალიან ადვილად-მეთქი“, ვუპასუხე. იმათ ეჭვის თვალით შე-

2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.20

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (დასასრული)

მომხედეს. „მობრძანდით ხვალ, მიგალობეთ რაც გინდათ და მაშინ შე იტყობთ, რაც მოხდება-მეთქი“ ვუთხარი მე. მოვიდნენდ იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე, ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზედ გავაგონე ახლად  დაწერილი გალობები. მაშინ დარწმუნდნენ რომ ქართული გალობის ნოტებზედ დაწყობა შესაძლებელი ამრიგად, ღვთის

განგებითა და წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით, ფილიმონის გული ღვთისმსახურებასა და ქართულ საგალობლებს მიეჯაჭვა და მათ გადარჩენაზე ზრუნვა მისი ცხოვრების მოწოდებად და მიზნად იქცა. იგი ხედავდა, რომ ძველი მგალობლების წასვლას აუნაზღაურებელი დანაკარგი მოჰქონდა ქართული გალობისათვის, ამიტომ ჩქარობდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მოესწრო ყველა მონასტრის, ტაძრისა და სოფლის მოვლა, იქ ცოცხლად დარჩენილი მგალობლებისაგან საგალობლების ჩაწერა. ქართული საგალობლების ნოტირებას ფილიმონი

1882 წელს შეუდგა. თავდაპირველად ძველი გალობის აღიარებული მცოდნეების, მღვდელ ნესტორ კონტრიძისა და მელქისედეკ ნაკაშიძისაგან იწერდა. მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და სულ მალე მრავალი საგალობლის ჩაწერა მოხერხდა. ფილიმონმა გადაწყვიტა მგალობელ-მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება, რათა უკვე ჩაწერილი საგალობლების პოპულარიზაცია მომხდარიყო. ამ გუნდთან შრომას ფილიმონი გაასკეცებული ენერგიითა და გატაცებით შეუდგა. იტალიის წამყვანი თეატრები ამაოდ ელოდნენ ქართველ მომღერალს. ფილიმონ ქორიძემ ევროპული საოპერო კარიერა, არნახული მიწიერი წარმატებები დათმო და თავისი სამშობლოს მეჭირნახულედ, საჭურჭლეთმცველად იქცა. ამის შესახებ იგი აღნიშნავდა: „საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, ტაშს მიკრავდნენ, წერდნენ - სახელოვანი კაცი ხარო. შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია. დღეს ხელით მატარებენ, მადიდებენ, მოვკვდები -- ჩემი ხსენებაც გაქრება, ჩემი კვალიც არ დარჩება. ჩემს ქვეყანას, შთამომავლობას ვერაფერს დავუტოვებ. ჩემი დღევანდელი მუშაობა კი საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ქვეყნისათვის სასარგებლო და საჭირო. ჩემი ნამუშევარი -- ჩაწერილი და დაბეჭდილი -- არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს“. 

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

3 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.16

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) 

ანგელოზებრივ მრავალხმიანობას მიმსგავსებული ქართული საგალობლების ჭირისუფალი 

 მან თავისი „სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა“ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

IIნაწილი

ამიერიდან წმინდა ფილიმონის ცხოვრება მთლიანად ქართულ გალობას ეძღვნება -- ჯერ თბილისში, შემდეგ კი მთელ დასავლეთ საქართველოში ის რჩეული, ყველაზე პატივცემული, განსწავლული, სრული მგალობლებისგან იწერს საგალობლებს. ყველგან ქმნის სამგალობლო გუნდებს, რომლებიც სწავლობენ და ავრცელებენ ხალხურ სიმღერებსაც. საჭირო გახდა ჩაწერილი საგალობლების, უპირველეს ყოვლისა, წირვის სამგალობლო კრებულის გამოცემა. ფილიმონი და თავისი მეუღლე ამას საოჯახო დანაზოგის მეშვეობით გეგმავდნენ, მაგრამ ბანკი, რომელშიც თანხა ჰქონდათ შენახული, გაკოტრდა. ფილიმონი და თავისი თანამებრძოლნი იძულებულნი გახდნენ საქართველოს ეგზარქოს პავლესთვის (ლებედევი) მიემართათ დახმარებისთვის. ეგზარქოსმა კომისია შექმნა და ეს საქმე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის (ქართველთა მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანს) მიანდო. საგანგებო კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ: აკაკი და გიორგი წერეთლები, ალექსანდრე ყაზბეგი. ჩუდეცკი ყველანაირად ცდილობდა, ნოტების გამოცემის საქმე ჩაეშალა, ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული სასულიერო მუსიკა „უმართებულოა“ და მისი ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა -– შეუძლებელი (არადა, როგორც აღვნიშნეთ, ქორიძეს უკვე ნოტირებული ჰქონდა საგალობლები და ეგზარქოსთან დახმარების თხოვნით იყვნენ მისულნი, რათა კრებული გამოეცათ). ჩუდეცკის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ქართული „კაკაფონიური“ გალობის ნაცვლად უპირატესობას „კეთილხმოვან და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ რუსული გალობას“ მიანიჭებდნენ ჩუდეცკის დაუპირისპირდნენ: რუსი მღვდელი და მგალობელი აუშევი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. საბოლოოდ მან განაცხადა, რომ ქართული გალობა კარგია, მაგრამ ფული არ გვაქვს და ვერ გამოგიცემთო. ჩუდეცკის პირით გაჟღერებული რუსული საეკლესიო-იმპერიალისტური პოლიტიკა აკაკი წერეთელმა ამხილა: „თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ უარი განაცხადოთ ამ დიდი შრომის გამოქვეყნებაზე, რადგანაც გგონიათ, რომ ჩვენ, ყველანი, რამდენიმე წელიწადის განმავლობაში სლავიანებად გადავიქცევით, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი უძველესი კულტურა და ახალი კულტურისათვის გაწალდული გზა, რომლის მოსპობა არავითარ უხეშ ძალას და არავის არ შეუძლია“. 1884 წელს ფილიმონ ქორიძე თავისი გუნდით ქუთაისში ჩადის. გაბრიელ ეპისკოპოსმა მას დიდი და საგანგებო დახვედრა მოუწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რჩეული პირები და, მათ შორის, გამოჩენილი სრული მგალობლები –– ჯაბა და ტელემონ გურიელები, ანტონ, გიორგი და დავით დუმბაძეები, დიმიტრი ჭალაგანიძე -–– მარტვილიდან, ვასილ და არისტო ქუთათელაძეები -– ხონიდან, დიდი მგალობელი ასლან ერისთავი -- რაჭიდან, მგალობელი კანდელაკები -–– ნიკორწმინდიდან, შოთაძეები –– გელათიდან, კანდელაკები -–- ჯრუჭიდან, წერეთლები -–– საჩხერიდან და სხვ. წმინდა გაბრიელმა და თავისმა კრებულმა, აწ უკვე წმინდა ფილიმონის მიერ ნოტირებული ქართული საგალობლები, ქორიძის გუნდის შესრულებით ჯერ



3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.17

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)

სახაზინო თეატრში მოისმინეს, შემდეგ კი ეპისკოპოს გაბრიელის მიერ აღსრულებულ კვირის სამღვდელთმთავრო წირვისას. მგალობლებმა შესანიშნავად იგალობეს. : წირვის ბოლოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა მადლიერებით აღსავსე სიტყვა წარმოთქვა: „ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს, ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა

დაასრულებიეს და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას მძლავრი ხმით დასძახა: აწი უნდა აღსდგეო! და ჩვენი ხმათა სიმშვენიერე და სიდიადე სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდესო“. გაბრიელ ეპისკოპოსმა დახმარება აღუთქვა ფილიმონ ქორიძეს: „ამ დიდი საქმისთვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაცო“. 1884 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა მოიწვია სამღვდელოების კრება. კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაარსებულიყო ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი დეკანოზ დავით ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. იმერეთის ეპარქიის ეკლესიებმა და შეძლებულმა გლეხებმა შეაგროვეს საგალობელთა ჩაწერისა და გამოცემისათვის საჭირო თანხა. კომიტეტმა დაავალა ფილიმონს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩაეწერა 400 საგალობელი. მართლაც, ჩაიწერა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის, აღდგომისა და საუფლო სადღესასწაულების წირვები, მლვდლის კურთხევის, ქორწინების წესისა და შესვენებულთა საგალობლები, ასევე –– მთელი წლის სადღესასწაულო „განიცადეები“. ჰიმნებს ფილიმონი იწერდა მარტვილის საკათედრო ტაძრის მგალობელ დიმიტრი ჭალაგანიძისგან, ქუთაისის მთავარდიაკონ რაჟდენ ხუნდაძისგან, თავად ივლიანე წერეთლისგან. ამ საქმეში ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი მგალობლები –- დეკანოზი დავით დუმბაძე, ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე და დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე. რჩეულ მგალობელთა ამ დასს ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული ხელოვანი, გალობის მამამთავრად აღიარებული ლოტბარი, ანტონ დუმბაძე, რომელსაც საქართველოსთან ერთად, გალობის ცოდნა გაღრმავებული ჰქონდა ათონის ივერთა სავანეშიც. 1887 წელს ფილიმონ ქორიძემ მეუფე გაბრიელს გადასცა აღთქმული 400 საგალობლისაგან შემდგარი კრებული. ეპისკოპოსმა და კომიტეტმა განიხილეს ჩაწერილი მასალა და მათი შეფასებისას აღტაცება და მადლიერება არ დაუფარავთ. გალობის აღმდგენელ კომიტეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ ფილიმონ ქორიძე ოჯახითურთ კვლავ ქუთაისში რჩება. იგი საეკლესიო საგალობლების ნოტირებას განაგრძობს, ხელმძღვანელობს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გუნდს. ღვაწლმოსილი ხელოვანი, დიდი მგალობელი და ლოტბარი შემოსავლის გარეშე რჩება. უსახსრობის გამო ის და თავისი მეუღლე სიმღერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლებას შეუდგნენ. თუმცა, ფილიმონი აქაც თავისთვის ჩვეული უანგარობით მოქმედებდა –- მოსწავლეთა უმრავლესობას უსასყიდლოდ ამეცადინებდა, თუკი სადმე ძლიერი და ლამაზი ხმის მქონე ახალგაზრდას შეხვდებოდა, უმალ სიმღერის სწავლას სთავაზობდა: „ისწავლე, უფასოდ გასწავლი, ოღონდ ისწავლე“. ქალბატონ ზინაიდას მეუღლეზე ბევრად მეტი მოწაფე ჰყავდა და გაკვეთილების ჩასატარებლად დილიდან საღამომდე ქუთაისის სხვადასხვა ოჯახებში დადიოდა. უკრაინელი დიდებულისა და სენატორის ქალიშვილი, ქმრისა და მისი სამშობლოს მიმართ სიყვარულით აღვსილი, უდრტვინველად ეწეოდა ღვთის განგებით მათ ოჯახზე დაკისრებულ უღელსა და მოვალეობას. თუმცა მომქანცველმა შრომამ და გაჭირვებამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. 1889 წლის სუსხიან ზამთარს, ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ზინაიდა ვორობეცი -–– ფილიმონის უსაყვარლესი და თავდადებული მეუღლე, გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალება ფილიმონისათვის უმწარესი ტკივილი იყო. ის თავის მცირეწლოვან ქალვაჟთან ერთად სრულიად მარტო აღმოჩნდა ცხოვრების სიმძიმის წინაშე. გაჭირვების გამო, მისი მცირენლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მეულლის ოჯახმა კიევში წაიყვანა აღსაზრდელად, ხოლო ვაჟიშვილი მიხეილი, მეოთხე კლასის მოსწავლე, გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. თუმცა ფილიმონს არასდროს უნანია არჩეული გზა, რადგანაც იგი, მაშინდელი საქართველოს მამამთავრის, ილია მართლის მსგავსად, გრძნობდა, რომ მამულიშვილური თავგანწირვა ზეციური განგებით მასზე დაკისრებული მოვალეობა იყო. მწუხარებაში მყოფი ფილიმონის გული არ დატოვა „უძლურთა მკურნალმა და ნაკლულევანთა აღმავსებელმა“ მადლმა სულისა წმიდისამან. 1890 წელს, მეგობრების რჩევით, ფილიმონი თბილისში ბრუნდება. თბილისში მეგობრისა და დიდი მგალობლის, მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით, ფილიმონი გაიცნობს და უკავშირდება იმხანად „მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტად“ წოდებულ „საღმრთო წიგნთსაკითხავის“ დამაარსებლებს “– ილია ჭავჭავაძის ხაზინადარსა და უახლოეს ადამიანს, სათნოებებით ცნობილ მაქსიმე შარაძეს და წმინდა ექვთიმე აღმსარებელს (მაშინ ესტატე კერესელიძეს).1890 წელს მაქსიმე შარაძემ და წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა წმინდა ილია მართლის დახმარებით შეიძინეს სტამბა სასულიერო ლიტერატურის საბეჭდად, ხოლო 1891 წელს – ნოტების შრიფტი. მრავა-

3-2  საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.18

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)

ლი წლის განმავლობაში, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სანოტო სტამბა. ილიას, მაქსიმესა და ექვთიმეს შეთანხმებით, ეს სტამბა კეთილ საქმეებს, ლვთის სადიდებელი და მამულის სასარგებლო ლიტერატურის გამოცემას ემსახურებოდა. მართლაც, უამრავი სასულიერო და ისტორიული ხასიათის წიგნი თუ კრებული გამოიცა „ძმობის“ სტამბის მიერ. იმავე სტამბაში იბეჭდებოდა ქორიძისა თუ კარბელაშვილთა მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები.1893 წელს ფილიმონი ოზურგეთში გაემგზავრა, რათა ყველაზე ავტორიტეტული გალობის მცოდნისაგან -–- ანტონ დუმბაძისაგან -- საეკლესიო საგალობლები ჩაეწერა. ანტონის ღრმა მოხუცებულობა აშინებდათ ქართული გალობის მოამაგეებს: „ძალიან ვშიშობდით, კაცი ხელიდან არ გამოგვეცალოს და გალობა დაუწერელი არ დაგვრჩეს, არ დაიკარგოს-მეთქი“, -- წერდა მამა ექვთიმე. საგალობელთა ნოტირების გასაადვილებლად ფილიმონ ქორიძეს ფისჰარმონიაც უყიდეს (გადმოცემის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი წმინდა ბერების – გიორგი მხეიძისა და იოანე მაისურაძის მიერ იყო დაცული და დღემდე ინახება ბეთანიის მონასტერში). ამ მოგზაურობისას მხცოვანი მგალობლისაგან ფილიმონმა ჩაიწერა ძველი ქართული სასულიერო მუსიკის ჯერ კიდევ დაუფიქსირებელი უამრავი ნიმუში: ძლისპირები, მთელი წლის სადღესასწაულო საგალობლები, ქართული რვა ხმის სისტემის პრაქტიკულად თითქმის ყველა საგალობელი, ქუთაისში ჩაწერილი „გამშვენებული“ ჰიმნების მარტივი, „სადა“ ვარიანტები და სხვა ამავე პერიოდში ძველი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესაგროვებლად ფილიმონი გურიის სოფლებშიც დადიოდა. ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიუყვებოდა. „ფეხით სიარული მიყვარსო“, -- ამბობდა თურმე. ერთხელ, ქ. სენაკში ყოფნის დროს, ფილიმონმა გაიგო, რომ მახლობლად, თეკლათის დედათა მონასტერში, დაცული იყო ძველთაძველი საგალობლები. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა მონასტერში, დაესწრო წირვა-ლოცვას. შემდეგ კი ერთ-ერთ ოჯახში, მისივეთხოვნით, მონასტრის დედების მიერ შესრულებული არა ერთი საეკლესიო საგალობელი და ხალხური სიმღერა მოისმინა. უცნობი ნიმუშები ფილიმონს ჩაუწერია და ცალკე გადაუნახავს. დედების მიერ გადმოცემულ საგალობლებზე ფილიმონი წერდა: „ასე ოსტატურად, ორიგინალურად შექმნილი აკორდები, მშვიდი და დამაჯერებლი რიტმის ჰანგები არასდროს გამიგონია“. 1894 წელს მაქსიმე შარაძე და წმინდა ექვთიმე სთხოვენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს, რათა გამოუგზავნოს მათ ქორიძის მიერ ნოტირებული საგალობლები, დასაბეჭდად და გამოსაცემად, რადგანაც – „ეს უძვირფასესი და უდიდესი ნაშრომი შეიძლება დაიღუპოს. უმორჩილესად გთხოვთ, ნება დაგვრთოთ საკუთარი სახსრებით დავაბეჭდინოთ ისინი და ამით დავაზღვიოთ ყოველგვარი შემთხვევისაგან“. წმინდა მლვდელთმთავარი ამ თხოვნას სიხარულითა და ლოცვა-კურთხევით დათანხმდა.ქუთაისში ჩაწერილ საგალობლებს დაემატა გურიაში ჩაწერილი ნოტირებული საგანძური და 1895-1911 წლებში ქართული საეკლესიო საგალობლების 6 კრებული დაიბეჭდა:

1) ქართული გალობა, ლიტურღია იოანე ოქროპირისა. ტფ. 1895;

2) საგალობელნი პირველშეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა. ტფ. 1901;

3) მიცვალებულის საგალობელი. ტფ. 1899;

4) აღდგომის საგალობლები. ტფ. 1904;

5) სადღესასწაულო განიცადეები. ტფ. 1908;

6) სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა. ტფ. 1911.

ფილიმონის პიროვნული თვისებების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. თუმცა, მისი პიროვნება, მისი მხურვალე რწმენა, თავგანწირული სიყვარული, სიკეთე, კეთილშობილება, ანთებული სული და თბილი გული ჩანს მის თითოეულ საქმეში, მის მრავალმხრივ შემოქმედებაში.ამის ნათელი მაგალითია დეკანოზ ერმოლაოზ კანდელაკის მონათხრობი: ფილიმონ ქორიძე და ვინმე ოკრიბელი მესხი თბილისის საავადმყოფოში ერთ ოთახში იწვნენ. საავადმყოფოში დიდმა მგალობელმა მესხს მთელი წირვის წესის საგალობლები შეასწავლა, რის შემდეგაც ამ მესხს ოკრიბასა და იმერეთის მთელ რიგ სოფლებში გალობის ცოდნა გაუვრცელებია. ეს შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ფილიმონ ქორიძე ძველი სასულიერო მუსიკის აღორძინებას სიცოცხლის მთავარ მოწოდებად მიიჩნევდა და ღვთისაგან ბოძებულ ამ ტალანტს ბეჯითად ამრავლებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი მოღვაწის ცხოვრება უსახსრო და მატერიალურად შეჭირვებული იყო. მის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მგზავრობას, საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერას ძლივს ჰყოფნიდა. ფილიმონი ზოგჯერ კერძო მოსწავლეებისაგან აღებული გასამრჯელოთი ირჩენდა თავს, ზოგჯერ კი დღიური სარჩო სხვადასხვა ოჯახებში როიალის ამწყობად მუშაობით მოუპოვებია. გამოუცნობია ადამიანის ბედი იტალიის გამორჩეული მაესტრო თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ინსტრუმენტების აწყობით ირჩენს თავს, ქართული მუსიკალური საუნჯის გადამრჩენელი –- ლუკმა-პურის მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი გარემოებები ფილიმონ ქორიძის მოღვაწეობის კიდევ ერთი ეკლიანი გვირგვინი


3-3  საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.19

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)

იყო. ქვეყნიურ სახელთან და დიდებასთან ერთად,  მან მატერიალური კეთილდღეობაც დათმო, გაჭირვებაც იგემა, შიმშილიც, გაჭირვების გამო ოჯახის მწუხარებაც და ყოველივე ამის მიუხედავად, ერთხელ შეყვარებული და აღებული ჯვარი არ დაუთმია -- სიცოცხლის ბოლომდე ქართული გალობის გადარჩენას ემსახურა. „ჩემს ხანგრძლივ, უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი“, -- ბრძანებდა ფილიმონ ქორიძე. ფილიმონმა იცოდა, რომ ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერები უდიდეს სულიერ განძს წარმოადგენდა და მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა, საკუთარ შვილსაც კი -– „წამოგცდება სადმეო“, -- ეტყოდა თურმე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფილიმონი ხელნაწერების შენახვასა და მოვლა-პატრონობას ანდობდა, თავისი მოსწავლე, წმინდა ექვთიმე კერესელიძე გახლდათ. ექვთიმე ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილ ნიმუშებს გულმოდგინედ იწერდა, ათეთრებდა და საგულდაგულოდ ინახავდა. სიცოცხლის ბოლოს ფილიმონ ქორიძეს ამ უდიდესი საგანძურის ბედზე ფიქრი არ ასვენებდა: „მეშინია, მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო“, -- ამბობდა იგი. დიდმა მოღვაწემ საგალობლების გამოცემა გადაწყვიტა. ვინაიდან საქართველოში ეს ვერ მოხერხდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებას იტალიელებთან აწარმოებდა. ეს იყო ფილიმონის უკანასკნელი საქმე იტალიელებს დაუკავშირდა და თვითონ აპირებდა ნოტების იტალიაში წაღებას, რადგანაც ეშინოდა, ფოსტას გზაში არ დაეკარგა. დიდი მგალობელი ძალზე დაიმედებული ყოფილა, უხაროდა: „ხელნაწერებს დამიბეჭდავენ და მზამზარეულს ჩვენს ქვეყანას მივართმევო“. ევროპაში წასვლის წინ ფილიმონი ბახმაროზე გაემგზავრა. სამწუხაროდ, ცხენით მგზავრობისას ძველი უნაგირისაგან დაშავდა, სისხლი მოეწამლა და სულ რაღაც ორ დღეში, 1911 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა.  ფილიმონ ქორიძე ბახმაროდან ჩამოსვენებისთანავე ოზურგეთში, ხის ეკლესიაში დაუსვენებიათ. დასაფლავების დღეს ფილიმონის მიერ ჩაწერილ საგალობლებს გალობდნენ მისი მეგობარი -––- მელქისედეკ ნაკაშიძე და მოსწავლეები: არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ ჩხიკვიშვილი და სამსონ ჭანუყვაძე. კვირას, 17 ივლისს, რამდენიმე შინაურმა ადამიანმა ღვაწლმოსილი მამულიშვილი ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალა. ფილიმონის გარდაცვალებამ და დასაფლავებამ ისევე უჩუმრად ჩაიარა, როგორც მისმა მთელმა ცხოვრებამ და ფასდაუდებელმა მოღვაწეობამ. ქართულმა საზოგადოებამ და სამღვდელოებამ ვერ მიაგო შესაბამისი პატივი ამ დიდ მოღვაწეს. ჟურნალგაზეთებშიც კი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი-ორი აბზაცი დაიწერა. ეს იყო და ეს. მისი მოძღვარი, დეკანოზი ერმოლაოზ კანდელაკი დიდი გულისტკივილით წერდა გაზეთ „კოლხიდაში“: „ნეტარხსენებული ფილიმონ ქორიძის სიკვდილი, როგორც საზოგადო მოღვაწისა, მეგონა ყველა იმ ქართველთა თანაგრძნობას გამოიწვევდა, რომელთა გულში გრძნობა სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული თვითცნობიერების გაძლიერებისა არ ჩამქრალა. ჩვენდა სამწუხაროდ, რაღაცა სიჩუმით შეიქნა მოცული ჩვენი ქვეყნის მიდამოები. ამით მე არ მინდა გამოვთქვა აზრი, თუ რისთვის არ იყო შემკული გვირგვინებით მისი ცხედარი და სიტყვების რახარუხით, რაც სრულიად უსარგებლოდ მიმაჩნია. ოზურგეთლების სამარცხვინოდ კუბოს წამღებიც კი არ ყოფილა და მაზრის უფროსის განკარგულებით დარაჯებს გაუტანიათ კუბო. კულტუროსან გურულებს როგორ მოუვიდათ ეს და ნეტავი რითი გაიმართლებენ თავს? მათი კუთხის ღვიძლ შვილს, დაუღალავ მუშაკს, რომელმან მოხუცებულობის დროს მათ თავი შეაფარა, ქრისტიანული ვალიც არ შეუსრულეს?! ქართველებს ამ ბოლო დროს ცოტა სიფხიზლე დაეტყო, როდესაც არა თუ სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეშიც დაანახეს საუკეთესო შვილებს მათი შრომის სიდიადე და სარგებლობა. მაგრამ ამ ქართველებმა ფილიმონ ქორიძეს სიცოცხლეში რამე პატივი სცეს და ამით ზნეობ-


3-4  საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.20

ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (დასასრული)

რივად გაამხნევეს? განა ფილიმონ ქორიძე არ იყო ერთადერთი კაცი, ხალხში გამავრცელებელი მუსიკა- ლური ცოდნისა და საეკლესიო გალობის გამშვენებისა? განცვიფრებაში მოვედი, როდესაც გაზეთებში ვერ ვპოვე (გარდა ორი-სამი შემთხვევისა) თანამგრძნობის გამომხატველი დეპეშა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ან სადმე პანაშვიდის გადახდა. რითი აიხსნება ეს საერთო გულცივობა? ფილიმონ ქორიძე ნამდვილი ქართველი იყო და სამშობლოს მოყვარული, რის გამოც მოხუცებულობის დროსაც არ უღალატა თავის საქმეს და დაგვიტოვა განძი საეკლესიო მუსიკისა და გალობისა. ზეპირგადმოცემითი გალობა დროებითია, მის მცოდნეთ სიკვდილი კარზე ადგიათ და რომ ქართული საეკლესიო ჰიმნები არ გამქრალიყო, ფილიმონ ქორიძემ შექმნა ქვაკუთხედი მათი შენარჩუნებისა, ეს ქვაკუთხედი მისგან ხმების ნოტებზე გადაღებაა, რომლის საშვალებით ბევრს ეკლესიებში ხალხი ისმენს სასიამოვნო გალობას; აგრეთვე ეროვნული სიმღერების მისგან გადაღებით ხალხმა შეინარჩუნა ელფერი მშობლიური ჰანგებისა. ყველაზე მეტად სამღვდელოების გაყუჩება გვაკვირვებს, იმ სამღვდელოებისა, რომელსაც გულშემზარავი მედავითნის ღიღინის მაგიერ ფილიმონ ქორიძემ ხმა ტკბილი გალობა დაუტოვა. გავტყდეთ, რომ ყველას დიდი დანაშაული მიგ- ვიძღვის განსვენებულ ფილიმონ ქორიძის წინაშე  და ახლა მაინც დავაჯილდოვოთ მისი ხსოვნა მითი, რომ დავაბეჭვდინოთ, გამოვცეთ მისგან დატოვებული შრომა, რაც განსვენებულმა სიცოცხლეში ვერ შეასრულა ნივთიერი ხელმოკლეობის მიზეზით, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ ეროვნულ მუსიკალურ ლიტერატურას და ძეგლს დაუდგამთ განსვენებულს, იმ ძეგლის ნაცვლად, რომელიც ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლეში დაუდგა ჩვენს მუსიკალურ ლიტე- რატურას. უნდა გამოიცეს მთელი შრომა ქორიძისა. მოუწოდებ ქართველ სამღვდელოებას და ერის კაცთაც, გაიღონ თავის წვლილი ამ საქვეყნო საქმისათვის. ჩემის მხრით „კოლხიდის“ რედაქციას ვუგზავნი 3 მანეთს. იმედია, ჩვენი გაზეთების რედაქციები უარს არ იტყვიან და ამ დიდი საქმისათვის შეგროვილ ფულს მიიღებენ“. ფილიმონ ქორიძე უდავოდ მიეკუთვნება წმინდა ილია მართლის, წმინდა გაბრიელ და ალექსანდრე ეპისკოპოსების და მათი თანამებრძოლების იმ გუნდს, რომელმაც შეძლო, ქართული სულისა და კულტურის გადარჩენა, აღორძინება, განვითარება და ახალი სიცოცხლით შემოსვა. ფილიმონ ქორიძემ თავდადებით, საკუთარი და ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობის უარყოფის საფასურად, საქმით მიზეზით, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ ეროვნულ მუსიკალურ ლიტერატურას და ძეგლს დაუდგამთ განსვენებულს, იმ ძეგლის ნაცვლად, რომელიც ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლეში დაუდგა ჩვენს მუსიკალურ ლიტე- რატურას. უნდა გამოიცეს მთელი შრომა ქორიძისა. მოუწოდებ ქართველ სამღვდელოებას და ერის კაცთაც, გაიღონ თავის წვლილი ამ საქვეყნო საქმისათვის. ჩემის მხრით „კოლხიდის“ რედაქციას ვუგზავნი 3 მანეთს. იმედია, ჩვენი გაზეთების რედაქციები უარს არ იტყვიან და ამ დიდი საქმისათვის შეგროვილ ფულს მიიღებენ“. ფილიმონ ქორიძე უდავოდ მიეკუთვნება წმინდა ილია მართლის, წმინდა გაბრიელ და ალექსანდრე აღასრულა სახარების სიტყვები „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“. მან, ილია მართლის და მისი თანამდგომელების მსგავსად, მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, სიცოცხლე, ყოველივე თვისი ღვთისმსახურებას, სამშობლოს შეალია და მიიღო კიდეც გვირგვინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.07.2022
ბოლო რედაქტირება 04.11.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0