სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9093

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მართლმადიდებლური ტაძრები
ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები
გამოჩენილი ადამიანები სრული სია

590       ბეჭდვა

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

ჩვენთან ფონდი ქართუს მხრიდან ითანამშრომლა მარიამ გოგიჩაიშვილმა, სიტყვიერად აღნიშნა, რომ ფონდმა დააფინანსა 900-ზე მეტი ძეგლი თუმცა გამოსაქვეყნებლად გვიგზავნის მხოლოდ ნაწილს. 

შეგახსენებთ ფონდი ქართუს მატერიალურად უზრუნველყოფს ბიზნესმენი და მეცენატი


ბიძინა ივანიშვილი დ. 1956წ. მაქს. 6,4 მილიარდი ქველმოქმედი დაბ. სოფ. ჭორვილა საჩხერე


1 დირბის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაცია სოფელი დირბი, ქარელი 2003 - 2005წწ


2 ქ. თბილისში, ზემო ბეთლემის "მაცხოვრის შობის" სახელობის ეკლესიის გუმბათის გადახურვის და სამრეკლოს რესტავრაცია-რებილიტაცია 2006 - 2016 წწ


3 მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია, მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ. 2016-2020წწ


4. ზესტაფონის რაიონის ტაბაკინის ეკლესიის რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია 2006 წელს


5 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მცირე რეაბილიტაცია, ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) (დ. 1776 — გ. 1864). რეაბილიტაცია 2017 წელი.


6 სამთავისის ღვთაების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია, სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე[1]. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. რეაბილიტაცია 2006 წელი


7 ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობა, ყინწვისი — სოფ. ყინწვისიდან, ქარელი დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. რესტავრაცია 2006 წელი.


8. ძველი შუამთის კომპლექსის რესტავრაცია, ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, რესტავრაცია 2006 წელი


9. შიომღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების ეკლესიის რეაბილიტაცია, შიომღვიმე — ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მსხვილი სენიორია. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ. რეაბილიტაცია 2006 წელს


10. ყაზბეგის რაიონის სიონის ეკლესია და გერგეტის სამების ეკლესიის რეაბილიტაცია. გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. რეაბილიტაცია 2006 წელს


11. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია. ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს. რესტავრაცია 2016-2020 წელს


12. ფარავნის ეკლესიის რესტავრაცია. ფარავნის ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. ნინოწმინდა, რესტავრაცია 2006-2007 წლები


13. მესტიის რაიონში ისტორიული კოშკების რესტავრაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია 2016-2019 წწ


14. სოფ. ატენის სიონის ეკლესიის რესტავრაცია. ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას. რესტავრაცია 2006 წელს


15. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია, ნოქალაქევი (მეგრ. ნოქალაქევი, პირდ. მნიშვ. „ნაქალაქარი“), ასევე არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით „ძველი ქალაქი“), ქართული წყაროების ციხეგოჯი (მეგრ. ჯიხაქვინჯი) — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, ამჟამინდელ სოფელ ჯიხას (სენაკის მუნიციპალიტეტი) მიმდებარედ. რეაბილიტაცია 2006 - 2009 წლები.


16. ნოქალაქევის ორმოცმოწამეთას რეაბილიტაცია, ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში.  IX საუკუნეში უნდა მომხდარიყო ტაძრის განახლება. XVI საუკუნეში კი ტაძარი განუახლებიათ დადიანებს და მისი ინტერიერი მოუხატავთ. რეაბილიტაცია 2007 წელს


17. უბისას (ხარაგაული) წმ. გიორგის ეკლესიის მხატვრობა, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის. 2006 - 2007 წწ


18. ატენის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია 2006 წელი

19. ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რესტავრაცია 2010 წელი


20. ფოკას ეკლესიის რეაბილიტაცია, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება. რესტავრაცია 2006 წელი


21. მარტვილის ეკლესიის რესტავრაცია,  VII საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი,X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. რესტავრაცია 2006 წელი


22. მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხუნწის "წმიდა თეოდორე ტირონის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია, V-VI საუკუნეების დროინდელ ძეგლი რესბილიტაცია  2019 წელი


23 მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოღას ციხის რეაბილიტაცია, ნოღას ციხე XVI-XVII სს-ში ჯაიანების, შემდგომ კი დადიანების სათავდაცვო ნაგებობას და საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამ ციხეში უცხოვრია ნიკოლოზ დადიანს. რეაბილიტაცია 2016-2019 წწ


24 კასპის მუნიციპალიტეტის ლომისის წმიდა გორგის ეკლესია, ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის თხინვალიაანთ უბანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. 2006 - 2016წწ


25 ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია, კომპლექსი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში, პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება V-VI საუკუნეებით. 2007 წელი


26. კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია, ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, 2006, 2008, 2016 წწ


27. მლეთის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია, XI -X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების, ქსნის და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს.. ვარაუდით, ლომისა თავიდან მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა შემდეგ კი ქრისტიანული ეკლესია აუგიათ... 2007წელი


28. ცაიშის ეკლესიის რეასტავრაცია, ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა 2006 - 2008წწ