ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე
დაბადების თარიღი: 5 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი: 27 იანვარი, 2002 (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია: ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებების დამცველი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1956 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრი. პირველ სკოლაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი, ამ კლასის დაშლამდე. 1956-1987 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანადგომისთვის. წლების მანძილზე ეკავა მნიშვნელოვანი თანმდებოები ეკონომიკის დარგში, 1975-1990 წლებში, თანმიმდევრულად იყო: თბილისის ქაღალდის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე, თბილისის პურპროდუქტების საწარმოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების დირექტორის მოადგილე, თბილისის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ცეკავშირის დირექტორის მოადგილე. მისი დირექტორობა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. 1988 წლიდან, ზვიადის და მერაბის თხოვნით ლეგალურად დაიწყო აქტიურობა; 1990 წელს ჯერ აირჩიეს მთაწმინდის რაიონის საკრებულოში რიგით წევრად, შემდეგ იმავე საკრებულოს თავმჯდომარედ, 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა თბილისის პირველი საკრებულოს პირველ თავმჯდომარედ; 1992 წელს შევრდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკრძალული ჰქონდა მუშაობა მას და მის წრეს; 1993 წელს, ზუგდიდში, მოუწყვეს ავტო ავარია, რის შედეგადაც მოტყდა ლავიწის ძვალი. სავადმყოფოში, სისხლის გადასხმისას, მოხდა მისი დასნევნოვნება ცე ჰეპატიტით (რაც გახდა, საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი 2002 წელს). 1992 -2002 წლებში ატქიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფების აღდგენის და პუტჩის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესებში და აქციებში. თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, წევრი (1990-2002)
- საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, ლეგალური წევრი (1989-2002)
- საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, არალეგალური წევრი (1976-1988)
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, გამგეობის წევრი (1990-2002)
წამოშობით ლეშკედური შტოს სილაგაძეებს ვეკუთვნით
მისი მამა (ჩემი ბაბუა ) რაჟდენი დიმიტრის ძე ექვთიმეს მოსწავლე იყო
მისი მამა დიმიტრი სიმონის ძე წილამიერის ცხეთის ეკლესიის მახვში
დიმიტრია წამოსული ლეშკედიდან და წილამიერში დასახლებული
ფოტო მოგვაწოდა შვილმა კახა სილაგაძემ