ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) 1877-1963წწ ალავერდელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ვაქირი სიღნაღი
ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში,
მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.
1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.
1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. მეუფე დავითი წირავდა თელავის ღვთაების ეკლესიაში იმ დროს, როცა ალავერდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ხელისუფლებისაგან აკრძალული იყო. 1962 წლის შემოდგომაზე ალავერდობის დღესასწაულზე მეუფე დავითმა გადაწყვიტა ალავერდის მონასტერში ეწირა, მაგრამ დიდი უსიამოვნებები შეამთხვიეს. ამის შესახებ მეუფე დავითი 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: "დღესასწაულის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელებით და შეტევით მომმართეს: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ეკლესიაში შემოსვლა. როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს, ვინ ეპისკოპოსი ხარ? აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო, აქ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ დანიშნულია მღვდელი გიორგი კუკუნაშვილი, მის მეტს აქ არავის არაფრის უფლება არ აქვსო. მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ - მეთქი, - ვუპასუხე. მათ უნდოდათ, წირვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს, მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიმრებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ალავერდის ტაძარიო" (28, 693). ალავერდობას ალავერდელ მღვდელმთავარს არ ჰქონდა ტაძარში წირვის ჩატარების უფლება. ეს იყო სამწუხარო რეალობა.
ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. როგორც მისი ახლობელი იგონებდა, "დაეწყო სტენოკარდიული შეტევები... მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში ჩემს მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. მე დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმხილა, უნდა მაზიაროთო. მე შემეშინდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ რას ვიზამდი. მოვიყვანეთ მოძღვარი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით, გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ჩამოსდიოდა ცრემლები, მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს. ეს ჩემთვის იყო უდიდესი განცდა. მეორე დღეს გარდაიცვალა." (56, 49). დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე.
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში – დავით აღათონის ძე ბურდულაძე, 1877 წლის 12 მარტს (მეორე ვერსიით დაიბადა
1875 წელს) სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში (ქიზიყში), მედავითნის ოჯახში დაიბადა. პატარა დავითმა სწავლა-განათლების
გვ177
მისაღებად სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელს მიაშურა, სადაც მხოლოდ ორი კლასი ისწავლა.
1893 წელს 16 წლის ასაკში, ღავითს მსახურება დაუწყია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მორჩილ-მოსამსახურედ.
ხუთი წლის განმავლობაში მან საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო წესები: კითხვა, გალობა, ტიპიკონი. 1898 წლის
19 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი თელავის მაზრის სოფელ
ვარღისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. გარდა ამისა, დავითს დაევალა ვარდისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საეკლესიო
გალობისა და საღვთო სჯულის სწავლება, 1901 წლამდე იგი უსასყიდლოდ ასრულებდა
თავის მოვალეობას. საგანგებოდ ღვთისმსახურებაში მონაწილეობისათვის მას მოწაფეთაგან შეუქმნია მგალობელთა გუნდი·
1911 წლის 14 დეკემბერს, პირადი თხოვნის საფუძველზე, იგი სოფელ შილდის ყოვლადწმინა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ეკლესიაში გადაიყვანეს. იგი მთელი ძალისხმევით ზრუნავდა ქართული გალობის აღდგენა-აღორძინებისათაეის, ამიტომ მას აქაც შეუქმნია
მგალობელთა გუნდი.
1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა. 1918 წელს კი ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა
(ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ვაჩნაძიანის
გვ178
(სოფელბ ვაჩნაძიანი გარკვეული პერიოდი იწოდებოდა „შრომად“. ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტს
ეკუთვნის და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის ფარგლებში იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვრად დაადგინა.
1925 წელს, მღვდელი დავითი თავისივე თხოვნის საფუძველზე, ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი)
კვლავ სოფელ შილდაში, ამჯერად ჯვრის გამოჩინების სახელობის ეცკლესიაში განამწესა.
იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება აქტიურად იბრძოდა
ათეისტური იდეოლოგიის დასამყარებლად, ეკლესია კი საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ამის
გამო სასულიერო პირთა სასტიკი დევნა დაიწყო. სხვა მრავალ მოღვაწესთან ერთად, მღვდელ დავითს აეკრძალა ყოველგავრი
ღვთისმსახურება.
1929 წლის დასაწყისში თელავის მაზრის პროკურორთა საგადასახადო უწყებიდან შეიტანეს განცხადება,
სადაც ჩამოთვლილი იყო ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც ზედმეტად იყვნენ დაბეგრილი.
ამ სიაში რიგით მეექვსე გახლდათ მამა დავითი. აი, რა ეწერა მის შესახებ: „მღვდელი დავით ბურდულაძე – შილდის
ჯვრის გამოჩინების ეკლესიის წინამძღვარი – 1928 წელს გადაიხადა 60 მანეთი, კიდევ შეაწერეს 130 მანეთი, 1929 წლის
იანვარში თავი დაანება ღვთისმსახურებას“. ულუკმაპუროდ დარჩენილი მოძღვარი იძულებული ხდება, ოჯახის სარჩენად
მუშაობა დაიწყოს თელავის მუზეუმისა და სამხედრო ჰოსპიტალის ღამის დარაჯად.
გვ179
1943 წელს ხელისუფლების მხრიდან დევნილ-შეზღუდული საქართველოს ეკლესია ნებართვას იღებს რამდენიმე ტაძრის
ამოქმედების თაობაზე. იმავე პერიოდში ახმეტა-მატან-პანკისის მორწმუნენი თხოვნით მიმართავენ უწმინდესსა და უნეტარესს,
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, რათა მათთან მოძღვარი მიავლინოს. თხოვნის საფუძველზე, უწმინდესი კალისტრატე მღვდელ ღავითს
აღუდგენს სამღვდელო პატივს და განამწესებს ახმეტა-მატან-პანკისის სამრევლოების წინამძღვრად.
1952 წელს მდღვდელი დავითი ალავერდელ-ბოდბელ ეპისკოპოს გაბრიელისა და უწმინდეს მელქისედეც III-ის (ფხალაძე)
ლოცვა–კურთხევის თანახმად, დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1952 წლის 21 ივლისს დეკანოზი დავითი თელავის მაცხოვრის ფერისცვალების (ღვთაების) სახელობის
საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაინიშნა.
1954 წლის იანვარში მამა დავითი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ბრძა-
გვ180
ნებით ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად და თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცეს დავითს კათოლიკოსის კანცელარიდან ატყობინებენ, რომ სათანადოდ მოემზადოს
სვეტიცხოვლობისათვის და ერთი კვირით ადრე ჩაბრძანდეს თბილისში· აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ის 7 ოქტომბერს ჩავიდა თბილისში,
სადაც 9 ოქტომბერს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის
სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მარგვეთის მთავრის – წმიდა დავითის პატივსაცემად დავითი უწოდეს.
12 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საღვთო
ლიტურგიის ჟამს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად
დაადგინეს. ხელდასხმის წესი აღასრულეს: ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე. შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II).
მარგველმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი. შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) და ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე).
ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი 5 წლის განმავლობაში განაგებდა ალავერდის ეპარქიის სამწყსოს. იგი 1963 წლის აპრილში აღესრულა. მწყემსმთავარი, ნაცვლად მისთვის განკუთვნილი
და შესაფერისი განსასვენებლისა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაკრძალეს თელავის საზოგადო სასაფლაოზე, ნათესავთა გვერდით. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლის 15 მაისს მეუფე დავითის ნეშტი ალავერდის წმინდა გიორგის
სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საზოგადო სასაფლაოზე სამარხის გახსნისა და ახალ ლუსკუმაში გადასვენებისას ეპარქიის სამღვდელოების მიერ აღესრულა დიდი პანაშვიდი.
ალავერდის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მიტროკოლიტმა დავითმა (მახარაძე), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერ
გვ181
თად, გადაიხადა მცირე პანაშვიდი. პროცესიას ესწრებოდნენ განსვენებული მეუფე დავითის ნათესავები, მათი შთამომავალნი, ეპარქიის მრევლი
და საერო ხელისუფალნი.
რეკავდა ალავერდის დედაზარი, მგალობელნი გალობდნენ ,, ქრისტე აღდგას''. აღსანიშნავია რომ მეუფის როგორც გარდაცვალება, ისე გადმოსვენება, აღდგომიდან ამაღლებამდე
პერიოდში აღესრულა, მაშინაც და ახლაც მის ცხედარს გარშემორტყმული მგალობელნი მაცხოვრის აღდგომის, სიკვდილითა სიკვდილის
მოკვდინებისა და ცხოვრების მომნიჭებელი მადლის საგალობელს გალობდნენ.
ალავერდის ეპარქიის მწყემსმთავარს უფალმა ოთხი ათეული წლის შემდგომ მიუჩინა კუთვნილი ადგილი. საკათედრო
ტაძარში მეუფე დავითი ალავერდელ მღვდელმთავართა- ეპისკოპოს პიროსსა (ოქროპირიძე) და მიტროპოლიტ გრიგოლს
(ცერცვაძე) შორის დაიკრძალა.
არსანიშნავია,რომ ეპისკოპოსი პიროსი გახლდათ მეუფე დავითის მღვდლად მაკურთხეველი,მისი ერთ-ერთი მასწავლებელი
და მოძღვარი, მიტროპოლიტი გრიგოლი კი მეუფე დავითის მოწაფე და სულიერი შვილი. ამ ორ მღვდელმთავარს შორის ეპისკოპოს დავითის დაკრძალვით სიმბოლურად აღდგა ქრონოლოგიური
თანმიმდევრობა, ერთიანი ჯაჭვი, რასაც მეუფე დავითის სახით ერთი რგოლი აკლდა. ამჯერად იგი გამთლიანდა და შედუღაბდა.
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
1918 წლის 11 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მლვდლად დაასხა ხელი და სოფ. ვაჩნაძიანის (სოფ. ვაჩნაძიანი გარკვეული პერიოდი იწოდებოდა „შრომად“. ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის ფარგლებში იმყოფება) ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ვაჩნაძიანის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.
მგალობელთა გუნდი ცენტრში ზის მორჩილი მაქსიმე ჩიგოგიძე, უკანა რიგში მარცხნივ დავით ბურდილაძე;
1925 წელს მღვდელი დავითი, მისივე თხოვნის საფუძველზე, ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) კვლავ შილდაში, ამჯერად ჯვრის გამოჩინების სახ. ტაძარში განამწესა. იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება
აქტიურად იბრძოდა ათეისტური იდეოლოგიის დასამყარებლად, ეკლესია კი საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ამის გამო სასულიერო პირთა სასტიკი დევნა დაიწყო. სხვა მრავალ მოღვაწესთან ერთად,
მღვდელ დავითს აეკრძალა ყოველგვარი ღვთისმსახურება. 1929 წლის დასაწყისში თელავის მაზრის პროკურორთან საგადასახადო უწყებიდან შეიტანეს განცხადება, სადაც ჩამოთვლილი იყო ალავერდის
ეპარქიაში მოქმედი ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც ზედმეტად იყვნენ დაბეგრილი. ამ სიაში რიგით მეექვსე გახლდათ მამა დავითი. აი, რა ეწერა მის შესახებ: „მღვდელი დავით ბურდულაძე შილდის ჯვრის გამოჩინების ეკლესიის წინამძღვარი -- 1928 წელს გადაიხადა 60 მანეთი, კიდევ შეაწერეს 130 მანეთი, 1929 წლის იანვარში თავი დაანება ღვთისმსახურებას“. ულუკმაპუროდ დარჩენილი მოძღვარი იძულებული ხდება, ოჯახის სარჩენად მუშაობა დაიწყოს თელავის სახელმწიფო
მუზეუმში მებაღედ (დღესაც არის მუზეუმის ეზოში მისი დარგული ვაზი) და სამხედრო ჰოსპიტლის (ნადიკვარზე) ღამის დარაჯად.
მედავითნე დავით ბურდილაძე ოჯახთან ერთად;
1929 წელს დატრიალებულ ამბებს მისი შვილიშვილი ასე იხსენებს: „გადმოცემით ვიცი სოფ. შილდაში მსახურების დროს დაიბარეს სოფლის საბჭოში, ძალით გახადეს ანაფორა, წვერი გაკრიჭეს, ახსნეს ჯვარი, სახლიდან წაიღეს საეკლესიო ნივთები. პაპა ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა ამ
ფაქტს. ვიცი ისიც, რომ მას არასოდეს მიუტოვებია თავისი საქმე, თუმცა ეს მაშინ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ოცდაჩვიდმეტს წელს, როცა უამრავი ხალხი დაიჭირეს -- ზოგი დახვრიტეს და ზოგიც ციმბირის გზას გაუყენეს (დაიჭირეს მეუფე დავითის სიძეც, ქალიშვილის ქმარი, შალვა ელიოზიშვილი, სრულიად უდანაშაულო), პაპას თბილი ტანსაცმელი შეკრული ჰქონდა და ყოველ ღამეს ელოდა თურმე კარზე დაკაკუნებას, მაგრამ გადარჩა, რადგან ყველას უყვარდა და არავინ დააბეზღა. თვითონ იტყოდა ხოლმე: „ღმერთმა დამიფარაო“. შილდაში მსახურების პერიოდში მოძღვარმა არენდით აიღო მირიანაშვილების საკარმიდამო და ფიზიკურ მუშაობას მიჰყო ხელი. უვლიდა ვენახს, მოჰყავდა საზამთრო, ნესვი. ძალიან მშრომელი იყო. მოგვიანებით, როდესაც თელავში გადასახლდნენ,
იქაც ჰქონდა პატარა ეზო, რომელსაც თავადვე უვლიდა, სანამ შეეძლო. თავისუფალ დროს უყვარდა თავის ბაღში ჩამოჯდომა და წიგნების კითხვა. უყვარდა, სხვებს რომ ეხმარებოდა, ბავშვივით გულუბრყვილო ყოფილა, ვერც კი წარმოიდგენდა, ვინმე ტყუილს თუ იტყოდა ან მისი სიკეთით ისარგებლებდა. ძალზე ჰყვარებია სტუმრები. ახალგაზრდობიდანვე ოჯახში კარგი სადილი თუ ჰქონდათ, „ამ სადილს სტუმარი უხდებაო“, –– იტყოდა თურმე და მაშინვე ვინმეს მოიპატიჟებდა. 1943 წელს ხელისუფლების მხრიდან დევნილშეზლუდული საქართველოს ეკლესია ნებართვას
იღებს რამდენიმე ტაძრის ამოქმედებაზე. იმავე პერიოდში ახმეტა-მატან-პანკისის მორწმუნენი თხოვნით მიმართავენ უწმინდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, რათა მათთან მოძღვარი მიავლინოს. ამ თხოვნის საფუძველზე, უწმინდესმა კალისტრატემ მღვდელ დავითს აღუდგინა სამღვდელო პატივი და განამწესა ახმეტა-მატან-პანკისის სამრევლოების წინამძღვრად. ახმეტაში მსახურების დროს მღვდელ დავითს ასეთი განსაცდელი გადახდა თავს. ერთ წელიწადს დიდი გვალვა დაიჭირა... გადიოდა დღეები, კვირები და წვიმა არსად ჩანდა. გლეხობა ერთობ შეწუხდა. ენანებოდათ, მათი შრომა რომ ერთბაშად ნადგურდებოდა სიცხისგან. მოძღვარმა ერთი პატარა მდი-
20-2 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.22
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
ნარის პირას უწვიმრობის პარაკლისი აღასრულა, შესთხოვდა მამაზეციერ ღმერთს, რომ წვიმა მოსულიყო და ხალხი დიდ გაჭირვებას გადარჩენილიყო. მოხდა სასწაული და იმ ღამეს კოკისპირული წვიმა
მოვიდა და რამდენიმე დღე არ გადაუღია. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხალხისგან განსხვავებით, ძალიან ეწყინათ ეს ამბავი ხელისუფლებას. მამა დავითი დაიბარეს რაიკომში და უბრძანეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. მაშინ ტრანსპორტი ადვილი საშოვნელი არ იყო და თელავამდე ნახევარი გზა ფეხით უვლია შეშინებულსა და დათრგუნულს. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ჩასულა და პატრიარქი უნახავს, რომელსაც დაუმშვიდებია:
იმათ შენი დათხოვნის ნება არ ჰქონდათო, -– და კიდეც აღადგინეს მალევე.
1946 წლის 10 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე)
უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ოდენობის გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს. სიაში რიგით მეოთხეა მღვდელი დავით ბურდულაძე, რომელსაც იმ წელს 7060 მანეთი გამოსძალა ფინგანმა.
1952 წელს ალავერდელ-ბოდბელ ეპისკოპოს გაბრიელის (ჩაჩანიძე) წარდგინებითა და უწმინდეს მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, მღვდელ დავითს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1952
წლის 5 აპრილს, დეკანოზი დავითი, როგორც ალავერდის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებაში.
1952 წლის 2! ივლისს დეკანოზი დავითი თელავის მაცხოვრის ფერისცვალების (ღვთაების) სახ. საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაინიშნა. 1954 წლის იანვარში დეკანოზი 1 დავითი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ბრძანებით ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად და თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცეს დავითს კათოლიკოსის
კანცელარიიდან ატყობინებენ, რომ სათანადოდ მოემზადოს სვე-
· ტიცხოვლობისათვის და ერთი კვირით ადრე ჩაბრძანდეს თბილისში.
აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ის 7 ოქტომბერს ჩავიდა თბილისში, სადაც 9 ოქტომბერს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დლეს, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში ბერად აღკვეცეს და მარგვეთის მთავრის -- წმიდა დავითის პატივსაცემად დავითი უწოდეს. 12 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საღვთო ლიტურგიის ჟამს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ხელდასხმის წესი აღასრულეს:
ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე, შემდგომში –- კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II), მარგველმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) და ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე).
ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი 5 წლის განმავლობაში განაგებდა ალავერდის ეპარქიის სამწყსოს. იმ დროს რეზიდენციაც კი არ ჰქონდა და ღვთაების ეკლესიიდან მისთვის გამოყოფილი მანქანით დადიოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ ღვთაების ტაძრის რეზიდენციასთან არსებულ ოთახში ცხოვრობდა, და მხოლოდ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე,
ოჯახის წევრების თხოვნით, უკვე ავადმყოფი, ცოტა ხნით გადასულა სახლში, სადაც აღესრულა კიდეც. თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა ეპისკოპოსდავითს თავისი მღვდელმთავრული მოვალეობის აღსრულება, კარგად ჩანს წერილში, რომელიც 1962 წლის 7 ოქტომბერს მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს (სიდამონიძე) გა-
20-3 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.23
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
უგზავნა: „ალავერდობის დღესასწაულზე, წირვის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელების თანხლებით და შეტევით მომმართა: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ტაძარში შემოსვლა, მე ვუპასუხე, მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო.. მათ უნდოდათ წირვა შემეწყვიტა და გავსულიყავი ტაძრიდან, ” მაგრამ როდესაც დაინახეს მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და გაპატიებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ დაუყოვნებლივ დატოვე ალავერდის ტაძარიო“. მისი შვილიშვილი, ქალბატონი ციალა, ეპისკოპოს დავითის უკანასკნელ დღეებზე წერდა: „ოთხმოცდაექვსი წლის ასაკში დაეწყო სტენოკარდიული შეტევები. ყველა ღონეს ვხმარობდით, მაგრამ არაფერი შველოდა. მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმიხილა -– უნდა მაზიაროთო. დავიბარეთ მღვდელი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.
იწვა პაპა, არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით. გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ცრემლი ჩამოსდიოდა. მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი
ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს, მეთხოვებოდა მე, ერთადერთ ნუგეშს ორი ვაჟიშვილიდან. ეს ჩემთვის უდიდესი განცდა იყო. მეორე დღეს გარდაიცვალა. აღდგომის შემდგომი პერიოდი იყო. საეკლესიო პანაშვიდი სრულდებოდა ყოველდლე. „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“ ეს გალობა გაისმოდა, მე უხმოდ ვიჯექი, ვუსმენდი და მინდოდა ამ გალობაში პაპის ხმა მეცნო, მას ხომ შესანიშნავი ხმა ჰქონდა“.
ეპისკოპოსი დავითი 1963 წლის მაისში აღესრულა. მწყემსმთავარი, ნაცვლად მისთვის განკუთვნილი და შესაფერისი განსასვენებლისა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაკრძალეს თელავის საზოგადო სასაფლაოზე, ნათესავთა გვერდით დაკრძავამდე ერთი დღით ადრე მისი ცხედარი გადააასვენეს ალავერვლის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვის დღეს ჩამობრძანდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), სამღვდელოებითა და მგალობელთა გუნდის თანხლებით. ეპისკოპოსი დავითი დიდი პატივით დაკრძალეს, თუმცა, როგორც მისი შვილიშვილი,
ქალბატონი ციალა იგონებს: „დასაფლავების დღეს კიდევ ერთი შეცდომა დავუშვითო სასაფლაოზე თაღი ამოვაშენებინეთ. ახლაც ყურებში მიდგას პატრიარქის სიტყვები: „ეს კიდევ ერთი შეცდომა, შვილო
ჩემო, მიწა ხარ და მიწად უნდაქცე, თაღი არ იყო საჭირო“. მე სულ ვწუხდი და ვნერვიულობდი, რომ ჩემ გამო დავით ალავერდელს დააკლდა ის, რაც მას ეკუთვნოდა. პირველ შეცდომად მისი საერო სასფლაოზე დაკრძალვა იყო“. და აი, 2001 წლის 15 მაისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მეუფე დავითის ნეშტი, 38 წლის შემდეგ, ალავერდის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საზოგადო სასაფლაოზე სამარხის გახსნისა და ახალ ლუსკუმაში გადასვენებისას ეპარქიის სამლვდელოების მიერ აღესრულა დიდი პანაშვიდი. ალავერდის
საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ეპარქიის სამლვდელოებასთან ერთად, გადაიხადა მცირე პანაშვიდი. პროცესიას ესწრებოდნენ განსვენებული მეუფე დავითის ნა
20-4 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.24
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (დასასრული)
თესავები, მათი შთამომავალნი, ეპარქიის მრევლი და საერო ხელისუფალნი. რეკავდა ალავერდის დედოზარი, მგალობელნი გალობდნენ „ქრისტე აღდგას“. აღსანიშნავია, რომ მეუფის გარდაცვალებაც და გადმოსვენებაც აღდგომიდან ამაღლებამდე პერიოდში აღესრულა, მაშინც და ახლაც მის ცხედარს გარშემორტყმული მგალობელნი მაცხოვრის აღდგომის, სიკვდილითა სიკვდილის მოკვდინებისა და ცხოვრების მომნიჭებელი მადლის საგალობელს გალობდნენ. ალავერდის ეპარქიის მწყემსმთავარს უფალმა ოთხი ათეული წლის შემდგომ მიუჩინა კუთვნილი
ადგილი. მეუფე დავითი საკათედრო ტაძარში ალავერდელ მღვდელმთავართა – ეპისკოპოს პიროსსა (ოქროპირიძე) და მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) შორის დაიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ეპისკოპოსი პიროსი გახლდათ მეუფე დავითის მლვდლად მაკურთხეველი, მისი ერთ-ერთი მასწავლებელი და მოძღვარი, მიტროპოლიტი გრიგოლი კი მისი მემკვიდრე ალავერდის კათედრაზე. ამ ორ მღვდელმთავარს შორის
ეპისკოპოსი დავითის დაკრძალვით სიმბოლურად აღდგა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, ერთიანი ჯაჭვი, რასაც მეუფე დავითის სახით ერთი რგოლი აკლდა. ამჯერად იგი გამთლიანდა ჟუ და შედუღაბდა. ეპისკოპოს დავითის ყოფილი მეუღლე გახლდათ სოფ. შილდაში მცხოვრები და შილდის ლღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის დიაკვან იოანე გიორგის ძე ძეძამიძის (1852-1911 1წწ.) ასული -- დარეჯანი (დაბ. 1877წ.) შილდაში მსახურების პერიოდში მღვდელი დავითი სწორედ მეუღლის კარმიდამოში
ცხოვრობდა, სადაც შეეძინათ სამი შვილი: შალვა, ელიზბარი და ქსენია. ელიზბარი ახალგაზრდობაში გარდაიცვალა, შალვას ორი შვილი ჰყავდა: ციალა და დავითი - პაპის მოსახელე, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულა 24 წლის ასაკში. თავად შალვა II მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა.