სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მამა ამბროსი (ჩომახაშვილი) 1937-2013 წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ღოუბანი თეთრიწყარო მოღვწ. სოფ. თელეთი მამა ამბროსი (ჩომახაშვილი) 1937-2013 წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ღოუბანი თეთრიწყარო მოღვწ. სოფ. თელეთი

1937-2013 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჩომახაშვილი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

214       ბეჭდვა

მამა ამბროსი (ჩომახაშვილი) 1937-2013 წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ღოუბანი თეთრიწყარო მოღვწ. სოფ. თელეთი

არქიმანდრიტი ამბროსი (ერისკაცობაში ვლადიმერ სოლომონის ძე ჩომახაშვილი)


დაიბადა 11 ნოემბერი 1937 წელს სოფელი ღოუბანი თეთრიწყარო, გარდაიცვალა 13 ივლისი 2013 წელს თელეთის წმიდა გიორგის მონასტერში, დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში ტაძართან ახლოს.

მარცხნივ მამა ამბროსი, შუაში შვილი დავით ჩომახაშვილი, ძმა მამა გიორგი 2012 წლის ფოტო


სტატია კარიბჭედან 

თელეთის წმინდა გიორგის მონასტრის იღუმენია მამა ამბროსი (ჩომახაშვილი). აქ ყველაფერი საუცხოოდაა მოწყობილი. ბერ-მონაზვნები თავიანთ საქმეს ღვთის სიყვარულით ასრულებენ.


სამონასტრო კომპლექსი მამა ამბროსიმ დააარსა 1992 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. თავად ტაძარი XII-XIII საუკუნეებისაა, გადაკეთებულია XVIII საუკუნეში.


ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "კუმისის აღმოსავლეთ მტკუარისკენ არის თელეთელები და ეკლესია წმინდა გიორგი სასწაულმოქმედი". გარკვეული პერიოდი ტაძარი სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ მიითვისა. ამ დროს "გაასომხეს" ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა. 1992 წლიდან წმინდა გიორგის ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება. მამა ამბროსის მისვლის შემდეგ ტაძარი სომხური ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოიხსნეს. შეკეთდა წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე სამრეკლო, რომლის მეორე სართულზე განთავსებულია წმინდა ნინოს ეკლესია და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სანათლავი.



წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს, ბორცვზე დგას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

მამა ამბროსიმ მიამბო: - ბერად აღკვეცის შემდეგ პატრიარქმა გამგზავნა მარტყოფის მამათა მონასტერში. ცოტა ხნის შემდეგ თელეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრობა დამევალა. მადლობა ღმერთს, ყველა დაბრკოლება დავძლიეთ და დღეს აქ ბერები და მორჩილები ცხოვრობენ. ჩემი ძმაც აქ არის მორჩილად. მონასტერს თავისი მეურნეობა აქვს. ხორბალს ვთესავთ. ლოცვას დილით 7 საათზე ვიწყებთ. საღამოსაც 7 საათზე ვლოცულობთ.

ძირითადად თბილისიდან ჩამოსული მრევლია ჩვენს მონასტერში. წმინდა გიორგის მადლი ეწევა აქ მოსულ ხალხს. ტაძარში მირონი ჩამოსდის ხატებს. ტაძრის კეთილმოწყობა რომ დავიწყეთ, მაშინვე დაიწყო მირონდენა. მადლობა ღმერთს, გრიგორიანულად მონათლულებს ახლა თავიდან ვნათლავთ. უფრო ახალგაზრდები მოდიან.

შვილთან დავით ჩომახაშვილთან ერთად

სულიერთან ერთად მატერიალურადაც უჭირს აქაურებს. თუ ხალხი დასაქმდება და სოფელს პატრონი ეყოლება, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ.

ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ჯვრის სასწაულმოქმედი ქვა არის აღმართული, რომელსაც სამი ნახმლევი ამჩნევია. აქაურების თქმით, ერთ ურწმუნოს დაურტყამს ხმალი - ეს ჯვარი რას გვიზამსო. რამდენიმე ხნის მერე ეს კაცი წელს ქვევით მოწყვეტილა და შთამომავლობა ამოსწყვეტია. მისი გვარიშვილობიდან დარჩენილებმა ეს ქვა გაალამაზეს, ფეხზე დააყენეს და თაყვანს სცემენ.


დედა თამარ გიორგის ძე გიოგრაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.01.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0