სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსანდრე ჯავახიშვილი 1932-2017წწ ადმირალი, ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი ალექსანდრე ჯავახიშვილი 1932-2017წწ ადმირალი, ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი

1932-2017 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჯავახიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

ალექსანდრე ჯავახიშვილი 1932-2017წწ ადმირალი, ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი

ალექსანდრე ჯავახიშვილი დაიბადა 1932 წელს, თბილისში.


1952 წელს წარჩინებით  დაამთავრა ქალაქ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა, 1957 წელს - ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. ამას მოჰყვა კიდევ სამი უმაღლესი სასწავლებელი, ლენინგრადის საზღვაო აკადემიის ჩათვლით. წლების განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც გაიარა ყველა საფეხური ლეიტენანტობიდან გემის კაპიტნობამდე.


1970 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი, უკვე, I რანგის კაპიტანი იყო და ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომურ კრეისერს მეთაურობდა. მის სახელს უკავშირდება "ზესაიდუმლო" ოპერაცია, რომელიც 1972 წლის 15 იანვრიდან 31 მარტამდე გრძელდებოდა. კრეისერმა, რომლის ბორტზე 16 ბალისტიკური რაკეტა იყო, ნაოსნობა ბარენცის ზღვიდან დაიწყო, გადალახა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები, ატლანტის ოკეანე, დრეიკის სრუტე, მთელი წყნარი ოკეანე და ბერინგის ზღვასთან ამოყვინთა. ეს გახლდათ უპრეცედენტო ხანგრძლივობის წყალქვეშა ნაოსნობა. მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის თავმჯდომარე გვანჯი მანია აღნიშნავდა: „მარშრუტი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობად რომ ჩაითვალოს, სულ მცირე, 20 000 კილომეტრი უნდა იყოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთაურობით კი ხომალდმა 41 000 კილომეტრი განვლო წყალქვეშ".


ამ ღირსშესანიშნავი მოგზაურობის შემდეგ ბატონმა ალექსანდრემ წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტში კიდევ 17 წელი იმსახურა – ატომური წყალქვეშა სტრატეგიული ხომალდების ბრიგადის მეთაურად, ფლოტის სარდლის მოადგილედ.

1989 წლის აპრილში, რუსეთში ხანგრძლივი სამსახურის შემდეგ, ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა, რათა დარჩენილი წლები სამშობლოს სამსახურში გაეტარებინა. ამ დროს ყველას გასაკვირად 57 წლის კონტრადმირალის სამუშაო სტაჟი 67 წელს შეადგენდა - შორეული აღმოსავლეთის მკაცრი კლიმატური და სამსახურებრივი რთული რეჟიმის პირობებში ყოველი ერთი წელი ორად ეთვლებოდა. საბჭოთა ფლოტიდან წამოსვლის წინ მას ჰქონდა კარგი შეთავაზებები როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამსახურში, მაგრამ საქართველოში დაბრუნება უყოყმანო გადაწყვეტილება იყო.  

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ალექსანდრე ჯავახიშვილს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა დაავალა.

ბატონმა ალექსანდრემ აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შესაქმნელად. გახდა მისი პირველი სარდალი და პირველი კონტრადმირალი (1992–1997 წწ.). 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა სანაპირო-სასაზღვრო დაცვის ჩამოყალიბებას, 2000 წლიდან – საზღვაო ოფიცრების მომზადებას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, სადაც პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მისი დაარსებულია აკადემიის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი. იგი 114 დღის განმავლობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ომის საბრძოლო ოპერაციებში, არის ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.

ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის საზღვაო ტერმინოლოგიისა და  სამხედრო-საზღვაო დოკუმენტაციის ქართულ ენაზე შექმნაში. მან გაითვალისწინა ნატოს გენერალიტეტის შენიშვნა ქართულ ენაზე სამხედრო-საზღვაო საბუთების არარსებობის შესახებ და ძალიან მალე საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი სარედაქციო საგამომცემლო ჯგუფი, რომელმაც, ერთობლივი ძალისხმევით, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის ოფიცრებისათვის, საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და არა მხოლოდ მათთვის, მოამზადა 22 სახელმძღვანელო, მეთოდიკური და ნორმატიული საბუთი და სხვ., 200 ნაბეჭდ ფორმაზე მეტი საერთო მოცულობით.

ბატონი ალექსანდრესა და მისი უკრაინელი მეუღლის ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო – შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, 2017 წლის ივლისში, 86 წლის ასაკში.

წყარო: 

1. www.ambebi.ge/.../210064-qarthveli-qkapitani-nemoq-86-tslis-asakshi-gardaicvala-al..

2. ჩაჩანიძე, თემურ. ქართველი ადმირალი, რომელმაც დედამიწას წყალქვეშა ნავით შემოუარა : "მე პირადად 7 ბალისტიკური რაკეტა მაქვს გასროლილი" / თემურ ჩაჩანიძე // არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 17 თებერვალი - 1 მარტი. - N4 (151). - გვ.46-48.


3. https://www.radiotavisupleba.ge/a/alksandre-javakhishvili...zolshi/27585376.html 


4. www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2014&art=2317



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




წმიდა იოასაფი (ვლადიმერ) დავითის ძე ჯავახიშვილი 1874-1937წწ ეპისკოპოსი

2 0

ჯავახიშვილი

1 0

ივანე სიმონიეს ძე ჯავახიშვილი 1762-1837წწ რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ თურქეთის ომში, გარდ. ოდესაში. 1787-1791წწ. წარმ. სიღნაღი

1 0


სპირიდონ ერასტის ძე ჯავახიშვილი 1768-1815წწ რუსეთის გენერალი, წარმ. სიღნაღი Жевахов (Джавахишвили) Спиридон Эристович

1 0


ფილიპე ჯავახიშვილი სიმონის ძე 1752-1817 წწ გენერალ მაიორი, მონაწილეობდა რუსეთ თურქეთის ომებში, ცხოვრობდა პოლტავაში (უკრაინა) წარმ. სიღნაღი

2 0


გიორგი ჯავახიშვილი 1973-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

3 0


თამაზ ჯავახიშვილი 1962-88წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. არადეთი, ქარელი

2 0

ვლადიმერ ჯავახიშვილი 1954წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

მალხაზ ჯავახიშვილი ომარის ძე 1973-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფლავი, გორი ქართლი

3 0

ვლადიმერ ჯავახიშვილი 1971-93წწ გარდ. 22 წლის. სოხუმი, აფხაზეთი. თავდაცვის სამიონისტროს საარმიო კორპუსის თელავის ბატალიონი ზემსახური ათეულის მეთაური. დაბ. სოფ.კურდღელაური თელავი კახეთი

3 0


გიორგი ჯავახიშვილი გენადის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გარდაბანი

3 0


ნინო ჯავახიშვილი 1914-2012წწ აკადემიკოსი, ექიმი (მამა გორიდან) დაბ. მოსკოვი, რუსეთი.

2 0


ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875-1973წწ. აკადემიკოსი. ანთროპოლოგი. დაბ. გორი, ქართლი.

2 0


მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი, დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი

4 0


დავით ჯავახიშვილი 1935-2007წწ მწერალი, სცენარისტი, დაბ. თბილისი,

1 0


გიორგი ჯავახიშვილი 1941-2015წწ მწერალი დაბ. სოფ. ყანდაურა, საგარეჯო, კახეთი

1 0


ივანე ჯავახიშვილი 1876-1940წწ. აკადემიკოსი, ისტორიკოსი წარმ. სოფ. ხოვლე, კასპი.

1 0


ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი 1917-1997წწ. აკადემიკოსი, არქეოლოგი, წარმ. სოფ. ხოვლე, კასპი.

1 0


ლელა ჯავახიშვილი დ.1984წ. მსოფლიო ჩემპიონი, ჭადრაკი. ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი. დაბ. თელავი

1 0

1 3 5